x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ნატალია ვოდიანოვა - კონკიას ისტორია!
imageimage

ცნობილი ტოპ მოდელი ნატალია ვოდიანოვა დაიბადა 1982 წლის 28 თებერვალს ქალაქ ნოვგოროდში. სკოლაში ის არ გამოირჩეოდა სიბეჯითით, მეხუთე კლასამდე კარგად სწავლობდა, ხოლო შემდეგ ხშირად უწევდა გაკვეთილების გაცდენა, რადგან ის ფაქტიურად ზრდიდა უმცროს დას. ბავშვობაში არ ჰყავდა არც ერთი მეგობარი. ეზოში ჩადიოდა მხოლოდ იმისათვის, რომ ავადმყოფი უმცროსი და გაეყვანა სუფთა ჰაერზე, რის შემდეგაც მალევე ბრუნდებოდა სახლში. ოჯახი იმდენად ღარიბი იყო, რომ ნატალიას 11 წლიდან უწევდა მუშაობა, რათა სახლში საჭმელი მაინც ყოფილიყო. ის გაჩერებაზე ხილს ყიდიდა დედამისთან ერთად. დედა-შვილი მუშაობდნენ დღეგამოშვებით, რადგან სახლში მარტო ვერ ტოვებდნენ ავადმყოფ გოგონას. "არავის ვუსურვებ განიცადოს ის ტკივილი, რასაც მე განვიცდიდი, როდესაც მთელი დღის მანძილზე ვიდექი ყინვაში. დღის ბოლოს ტკივილისგან უკვე სიარული მიჭირდა" - იხსენებს ნატალია. ნატალიას ტანსაცმლის ყიდვაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. როდესაც ძველი ტანსაცმელი უვარგისი ხდებოდა და მისი ჩაცმა უკვე შეუძლებელი იყო, ნატალია დედის ან ბებიის ტანსაცმელს აპატარავებდა და იხდენდა ტანზე. ის ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ცნობილი მოდელი გახდებოდა.

imageimage

















ერთხელ ახლობელმა ურჩია მისულიყო სამოდელო სააგენტოში. გოგონა არც თვლიდა საკუთარ თავს ლამაზად. ერთადერთი მიზეზი თუ რატომ გადაწყვიტა მან მისვლა სააგენტოში იყო იმედი, რომ მას ფულს გადაუხდიან და დედამისს ოდნავ მაინც დაეხმარება. 15 წლიდან ის დადიოდა ევგენია ჩკალოვას სამოდელო სააგენტოში. გარკვეული დროის შემდეგ ქალაქში ჩამოვიდნენ ერთ-ერთი უცხოური სამოდელო სააგენტოს წარმომადგენლები და ატარებდნენ ქასთინგს, რომელზე დასასწრებად იყო საჭირო დრეს კოდი - გოგონებს უნდა სცმოდათ თეთრი ზედა, შავი მოკლე ქვედა ბოლო და ქუსლიანი ფეხსაცმელი. მსგავსი ტანსაცმელი ნატალიას რა თქმა უნდა არ ჰქონდა. მან დაამოკლა ბებიის ერთადერთი გამოსასვლელი კაბა, დაავიწროვა დედამისის ზედა და წავიდა ქასთინგზე. გადაღებული ფოტოები გაიგზავნა სამოდელო სააგენტო "Viva Models"-ში, სადაც აღფრთოვანებული დარჩნენ გოგონას სილამაზით. მას პირველი პერიოდი ეხმარებოდა ალექსეი ვასილიევი, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა მოდელის პირველ ფოტოსესიას "Vogue" - ში და დააძალა ესწავლა ინგლისური ენა. ამის შემდეგ ნატალიას სილამაზემ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სამოდელო სააგენტოების მიიპყრო ყურადღება. ნატალია დაასახელეს სამოდელო ბიზნესის სენსაციად. ის არის ყველაზე ცნობილი ბრენდების სახე, გამოდის უმაღლესი დონის ჩვენებებზე და ამავდროულად თავადაც არის ცნობილი ბრენდის მფლობელი. ნატალიას სთავაზობენ როლებს სხვადასხვა ფილმებში. ახლა ის ბედნიერია. ჰყავს შვილები, ქმარი, ბევრი ერთგული მეგობარი, უამრავი თაყვანისმცემელი. თუ ადრე მას სჭირდებოდა ფულადი დახმარება რათა შიმშილით არ მომკვდარიყო, ახლა ის თვითონ ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს. ნატალიას ცხოვრება მართლა ჰგავს კონკიას ისტორიას, და რაც მთავარია ამ ისტორიის ბოლოში ჩვენ ვხედავთ უდიდეს ბედნიერებას, რომლის ღირსი ულამაზესი ნატალია ნამდვილად არის!


imageimageimageimageimage
imageimageimageimageimage










image

3
500
5-ს მოსწონს
ავტორი:Casper
Casper
500
  
2012, 8 აგვისტო, 20:23
მომწონს
2012, 3 აგვისტო, 10:22
ნამდვილად #1 არის!
2012, 3 აგვისტო, 9:01
ჩემთვის ნომერ 1.ანგელოზია
0 1 3