x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ილია ჭავჭავაძის დისშვილიშვილის ულამაზესი ბაღი კანადაში

image
ეს სამოთხე, რომელიც კანადაში ბრიტანეთის კოლუმბიის დედაქალაქ ვიქტორიაში მდებარეობს ილია ჭავჭავაძის დისშვილიშვილის, ნიკოლოზ აფხაზის სახელს უკავშირდება და "სიყვარულის ბაღად"მოიხსენიება.



1921 წელს ნიკოლოზი დედასთან ერთად საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთში წავიდა.1923 წელს მამის, სამხედრო გენერლის კოტე აფხაზის დახვრეტისა და მამულების ჩამორთმევის შემდეგ პარიზში უსახსროდ დარჩენილ ნიკოლოზს მოუწია თვითონვე ეზრუნა თავის თავსა და დედაზე.


image


დაამთავრა პარიზის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, ჰყავდა მდიდარი ამერიკელი კლიენტები. ასე გაიცნო და დაუმეგობრდა მდიდარ ამერიკელ ცოლ-ქმარ კელებს.



მათ სამეურვეოდ ჩააბარეს შესანიშნავი კარ-მიდამო და 120-ოთახიანი სასახლე, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა მეორე მსოფლიო ომამდე…მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკოლოზი ებრძოდა გერმანელ ნაცისტებს. ტყვედ ჩავარდა, რამაც დედამისს სიცოცხლე მოუსწრაფა. მხოლოდ 1944 წელს გათავისუფლდა, 1946 წელს კი კანადაში გადასახლდა.


image


1921 წელს ნიკოლოზმა პარიზში გაიცნო მშვენიერი მარჯორი (პეგი) პემბერტონ-კარტერი.ომის დასასრულს პეგიმ მიიღო ვიქტორიადან ძველი მეგობრების, მაკენზების მიპატიჟება. გაყიდა თავისი ქონება და 1945 წლის ბოლოს კანადაში გადასახლდა.


ბრიტანეთის კოლუმბიაში, კუნძულ ვანკუვერის სამხრეთ ნაწილში იყიდა მოზრდილი კლდოვანი და სარეველებით სავსე ნაკვეთი. იქირავა მუშები, დეკორატორი და არქიტექტორი, რომელმაც დაუპროექტა საზაფხულო სახლი.


image


1946 წლის შემოდგომისათვის უკვე მზად იყო სახლი და პირველი გაზონები.
1946 წლის ნოემბერში ახალდაქორწინებული წყვილი ერთად შეუდგნენ ბაღის მოწყობას. მათ მალე მიიქციეს საზოგადოების ყურადღება. ბაღი გახდა მათი შემოქმედებითი სულის გამოხატულება. 40 წელი ხვეწდნენ, ატარებდნენ ექსპერიმენტებს და აახლებდნენ ბაღს.



ნიკოლოზსა და პეგის შვილები არ ჰყოლიათ და ეს ბაღი გახდა მათი შვილი. ბაღი, რომელიც, როგორც პეგი წერდა, "სიყვარულით აშენდა"
.ნიკოლოზ აფხაზი 1987 წლის 25 დეკემბერს გარდაიცვალა, პეგი - 1994 წლის 14 ნოემბერს. ანდერძით, კრემაციის შემდეგ, მათ ფერფლი საყვარელ ბაღში მიმოაბნიეს.


აფხაზების დეკორატორმა კრის ბოლმა და მოახლე მარია კამოსამ ვეღარ შეძლეს ბაღის შენახვა და ყოველწლიურად 30.000 დოლარის გადახდა. ბაღმა რამდენიმე პატრონი შეიცვალა. ბოლოს ერთმა სამშენებლო კომპანიამ შეიძინა საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად.


image


ეს ამბავი გახმაურდა და მთელ ქვეყანაში ბაღის გადასარჩენი კამპანია დაიწყო. არა მარტო კანადის, არამედ მსოფლიოს მრავალი კუთხიდან მოდიოდა შეწირულობები 10-დან 10.000 დოლარამდე და 2000 წლის 17 თებერვალს კომპანია TLC-მა გამოისყიდა ეს ულამაზესი ბაღი.



დღეს ის ძველებურად სავსეა ტურისტებით, მკვლევარებით, ნატურალისტებით. მისი მომხიბლავი ისტორია წყვილებსაც იზიდავს და "სიყვარულის ბაღშიც" ხშირად იმართება საქორწინო ცერემონიები. ბევრი რამდენიმე დღითაც რჩება კოპწია სასტუმროებში ან კოტეჯებში. აფხაზების საზაფხულო სახლიც ძველებურად გადმოჰყურებს ბაღს.


აფხაზების ბაღი გადარჩა. ნიკოლოზისა და პეგის სულები, ალბათ, ბედნიერები არიან, რომ მათი სიყვარულით ნაშენი ბაღი დღესაც ცოცხლობს.

0
129
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0