სხვა უძველესი არაბული (ბაღდადური) ლეგენდა 2019, 29 სექტემბერი, 16:33 პაემანი სამარაში სიკვდილი ყვება: "ცხოვრობდა ბაღდადში ვაჭარი, რომელმაც მსახური გააგზავნა ბაზარში, საყიდლებზე, მაგრამ მან გაფითრებულმა და მოცახცახემ მიირბინა უკან და უთხრა: "ბატონო, ბაზარში ვიღაც დედაბერმა მკრა ხელი, მივიხედე და დავინახე, რომ თავად სიკვდილმა მკრა ხელი, მან შემომხედა მე და დამემუქრა ბატონო, მომეცი ცხენი, რომ წავიდე ამ ქალაქიდან, დავემალო ჩემს ბედს, წავალ სამარაში, სადაც სიკვდილი ვერ მომაგნებს." მისცა ვაჭარმა მსახურს ცხენი, მსახურმა დეზები მაგრად მოსცხო და გააჭენა მთელი ძალით. ვაჭარი თავად წამოვიდა ბაზარში, დამინახა მე ბრბოში, მოვიდა და მკითხა: "რატომ დაემუქრე ჩემს მსახურს დღეს დილით რომ დაინახე?" - "მე არ დავმუქრებივარ მას - ვუპასუხე მე, მე მხოლოდ გაკვირვების ჟესტი აღმომხდა და ხელი გავიქნიე, მე არ ველოდი მის ბაღდადში ნახვას, იმიტომ რომ დღეს საღამოს მასთან სამარაში მაქვს პაემანი..." 245 1-ს მოსწონს
|