სხვა იაპონიის ეკონომიკა 2019, 9 ოქტომბერი, 18:38 იაპონიის ეკონომიკა იაპონიას ათობით წლები დასჭირდა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ფეხზე დამდგარიყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაანადგურა სამხედრო ორგანიზაციები და ინსტიტუტები და კონსტიტუციური შეზღუდვები დაადო იაპონურ სამხედრო ძალებს. ამის შემდეგ იაპონიის როლი, როგორც ამერიკის პარტნიორის გაიზარდა. ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია 1955-წ გახდა მართვადი პასტია ომის შემდგომ პედიოდში. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სტაბილურობამ ხელი შეუწყო წარმოების გაფართოებას და შექმნეს ახალი ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდის მოდელი. ომის დასრულებამ მიიყვანათ ძაიბათსუების ლიკვიდაციამდე. კეირეცუს სისტემა ე.წ. ბიზნეს იმპერიების განახლებული მოდელი, რომელსაც მეორე მსოფლიო ომამდე ერქვა ძაიბაცუების სისტემა, ოჯახური კონგლომერატები იყო, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა დარგებს მოიცავდნენ და მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან იმისთვის, რომ ბაზარზე დომინირებული პოზიციები მოეპოვებინათ. მეორე მსოფლიო ომის დროს მათი გავლენა ეკონომიკაზე საგრძნობლად მნიშვნელოვანი იყო. 7-8- ძაიბაცუ აკონტროლებდა ეკონომიკის დიდ ნაწილს. (ამბობდნენ რომ ისინი მთავრობებსაც აკონტროლებდნენო) ამიტომ მეორე მსოფილო ომის მერე, როდესაც იაპონია აღმოჩნდა ამერიკის საოკუპაციო ზედამხედველობის ქვეშ, ამერიკელი ადმინისტრატორები ცდლობდნენ ლიბერალური ეკონომიკური კურსის განსაზღვრას და დახმარებას, ამიტომ ჩათვალეს რომ ეს ძაიბაცუს სისტემა მთლიანად უნდა დაშლილიყო და შეცვლილიყო კონკურენტული ჯანსაღი ეკონომიკური გარემოთი, შედეგად კანონდმებლობაში გარკვეული ცვლილებები შემოიღეს. ცდილობდნენ დემოკრატიული, სრულყოფილი საყრდენები გაჩენილიყო იაპონიაში და შექმნეს აშშ-ს ანალოგიური პროპკავშირული საქმიანობა, რომელიც უკრძალავდა დამსაქმებელს ბრძოლას არაკორექტული მეთოდებით სამუშაო ძალის გამაერთიანებელ პროპკავშირებს, ანუ ეს პროპკავშირული საქმიანობა ითვლებოდა ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტად და სამუშაო ძალის უფლებების დასაცავად ისინი უნდა ყოფილიყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ძაიბაცუ რამდენიმე წელიწადში სხვა სახით დაბრუნდა, როგორც სხვადასხვა დარგის კომპონენტების გაერთიანებები, ცდილობდნენ სამეურნეო ურთიერთობების განვითარებას (ერთმანეთის რესურსები, აქციები, წილები სჭირდებოდათ, მაგრამ ამის უკან მაინც ძველი ინტერესები იყო.) და აშშ-ს მერე მათ კეირაცუებად მოიხსენიებდნენ (ძაიბაცუსგან განსხვავებით სათავეში მხოლოდ ბანკი უნდა მდგარიყო-მათ წინა პლანზე მაინც ბიზნეს ინტერესები ჰქონდათ წამოწეული და სხვადასხვა კომპანიებს შიგნის ჰქონდათ მერთმანეთის აქციების წილები, ერთის წარმატება მეორის წარმატება იყო და პირიქით, ამიტომ ყველა ერთმანეთის მოგებით იყო დაინტერესებული).1973-1979 წლებში ნავთობის სრული იმპორტი მოახდინა იაპონიამ და ნავთობის ფასის ზრდამ ეკონომიკას ძლიერი ზიანი მიაყენა. თუმცა მოთხოვნა მაინც იყო იაპონურ ავტომობილებზე, სამომხმარებლო ელექტონიკაზე რაც დაეხმარა შეენარჩუნებინათ რეალური GDP-ს ზრდა 1980-იან წლებში 4%-ით. ამ ყველაფრით უცხოელი ინვესტორების ყურადღება მიიპყრეს. ამან გამოიწვია ფასების ზრდა უზრავი ქონების ბაზარზე და აქ დაუშვეს სერიოზული შეცდომა იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა, როცა ასეთი ბუმის პერიოდში ხელი შეუწყვეს იაფი კრედიტების გაცემას, ადგილობრივ ინვესტორებზე ახალი ბიზნესის დასაწყებად. მათთვის კრედიტების გაიაფება ასეთ სიტუაციაში არის სერიოზული პრობლემა და ნელ ნელა დაწიეს საპროცენტო განაკვეთი 2-3 წლის განმავობაში 7% დან 2.5%-მდე. კომერციულ ბანკებს სესხის აღება ცენტრალური ბანკიდან იაფად და მარტივად შეეძლოთ. მათ უნდა გაესესხებინათ ეს ფული ბიზნესის გაფართოების მსურველებისთვის. (რადგან იყო ინფლაციური პესიმიზმი, იფიქრეს რომ 2-3% ის ფარგლებსი ვიჭერთ ინფლაციას, მაგრამ ეს აქციების ბუმი, უძრავი ქონების ბუმი ადრე თუ გვიან აისახება დანარჩენ სექტორებზეცო და ინფლაციის სადავეები შეიძლება ხელიდან გაგვექცესო) თუმცა იაპონიის ბანკმა რეცესიის საფრთხე რომ დაინახა დაიწყეს დაგვიანებით საპროცენტო განაკვეღის სწრაფად აწევა და ამავე ბიზნეს წრეებმა შეამცირეს ინვესტიციების მოცულობა, შედეგად სამომხმარებლო ოპტიმიზმი გადვიდა სამომხმარებო პესიმიზმში. საპროცენტო განაკვეთი 2.5%-დან ფაქტობრივად გასამმაგდა. ეს გასამმაგება იყო რეცესიული პოლიტიკა. ბიზნეს წრეებმა დაიწყეს ინვესტიციების შემცირება, მოხდა ნიკეის ინდექსისი მკვეთრი დაცემა, პანიკა, ბევრი საშუალო ზომის ბანკი გაკოტრდა და მთავრობამ ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობის თანდა დახარჯა, როთა ზოგიერთი ბანკის ვალები, დაგროვილი სესხები მაინც დაეფარა. ეს იყო ფაქტობრივად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რამაც მშპ-ს 200% ზე მეტი ვალის დაგროვება გამოიწვია. 1987-1989 წლებში ფულის მასა იყო გაზრდილი. 1997-1992 წ-ში ქვეყანა როცა უკვე კრიზისში იყო, პროფიციტს ხელგაშლით არ ხარჯავდნენ, თუმცა მეტი ხარჯების დაგეგვმა დაიწყეს ვიდრე რა მოლოდინიც იყო შემოსავლიდან და გადავიდა დეფიციტში. ბიუჯეტს კი ავსებდნენ იმ ობლიგაციებიდან და ფასიანი ქაღალდებიდან, რომელსაც ხალხს ჰყიდიდნენ. 1950-1972(73) წლამდე სანამ ნავთობის პირველი კრიზისი მოხდებოდა, ეკონომიკური სასწაული პერიოდად მოიხსენიებდნენ. მხდარი შეხედულებები იაპონიის ეკონომიკური სასწაული გამომწვევ მიზეზებზე მარშალის გეგმა-მიაჩნიათ იაპონიის ეკონომიკური სასწაულის გადამწყვეტ ნაბიჯად. იგი შეიქმნა იმისთვის, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების პერიოდში ბრეტონ ვუდსის სისტემის ფარგლებში აეცილებინათ თავიდან დიდი დეპრესიის მსგავსი შედეგი ან მომავალში უფრო სწრაფად აღმოფხვრათ გამოწვეული პრობლემები. ქვეყნები ვინც ომში დაზარალდნენ მიიღებდნენ დახმარებას, თუმცა ეს არასაკმარისი აღმოჩნდა და აშშ-მა, ჯორჯ მარშალმა, თანხებს აშშ-ს მთავრობა მიაშველა. იაპონიის მიერ მიღებული დახმარება რამდენიმე მილიონი დილარის ოდენობით თავის მთლიან შიდა პროდქტთან მიმართებაში გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა ვიდრე დიდი ბრიტანეთის ან საფრანგეთის ანუ ეს მარშალის გეგმა გადამწყვეტი არ იყო ეკონომიკური სასწაულისთვის, თუმცა გარკვეული წვლილი მაინც შეიტანა. ასევე მიზეზად მიაჩნდათ ცივი ომი, რადგან არის გავრცელებული აზრი იმის შესახებ რომ, ამ დროს ამერიკა ბევრ ქვეყანას ეხმარებოდა, მარტო იმიტომ რომ ის იდეოლოგიურად კომუნიზმის საპირისპირო იდეოლოგიას მისდევდა და შესაბამისად იაპონია რახან კომუნისტურ იდეოლოგიას ანიჭებდა მხარს აშშ-სგან განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ იყო. (თუმცა ტაილანდი საბჭოთა იდეოლოგიის საწინააღმდეგოს მისდევდა, აშშ მასაც ეხმარებოდა და სულაც არ ჰქონდა ფენომენალური შედეგი.) ასევე იაპონიაში იყო საციცოხლოდ დაქირავების სისტემა. ახალგაზრდა, რომელიც სკოლას დაამთავრებდა ან შემდგომ საფეხურს გაივლიდა, აუცილებლად ხვდებოდა რომელიმე კომპანიაში, სადაც მას ოჯახის წევრივით იღებდნენ, ყველა სფეროში ამუშავებდნენ რომ ამომწურავი ინფორმაცია ჰქონოდა კომპანიის შიდა სამზარეულოზე და შემდგომ აწინაურებდნენ, ანაზღაურებას უზრდიდნენ და მთელ სამუშაო მომავალს უსაზრღვრავდნენ (თუმცა იყო ბევრი პრეცედენტი, როცა ეკონომიკა უფრო გაიხსნა, ევროპული კომპანიები უკეთესი გარემო პირობებით და ანაზღაურებით თავისთან იბირებდნენ კარგ კადრებს). 1990 წლამდე სანამ რეცესიის ნიშნები გამოიკვეთებოდა, საუბარი იყო იმაზე, რომ ეს სისტემა აშშ-ში და ევროპაში გადაეღოთ, მაგრამ როცა კრიზისი დაიწყო და გაჭინაურდა ეს სისტემა ხელშემწყობი კი არა ლამის კრიზისის გამომწვევიც კი აღმოჩნდა. ასევე ეკონომიკური სასწაულის მიზეზად თვლიან ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სააგენტოს პოლიტიკას. ფინანსთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს ასობით ქცესტრუქტურა და განაყოფები ჰქონდა, საკონსულტაციო საბჭოები, სადაც იწვევდნენ ბიზნესის მაღალი შედეგების წარმომოადგენლებს სათათბიროდ. ყოველწლიურად ცვლიდნენ მოსაზრებებს თუ რომელ დარგში რა ნაბიჯები უნდა განეხორციელებინათ, მთავრობას რა უნდა გააკეთოს და ა.შ. ბევრი ამ სტრუქტურას მიაწერს წარმატებას. თუმცა ბევრი ქვეყნის მაგალითად ეს შეიძლება ვუარყოთ, წონიანი არგუმენტი არ არსებობს, რომ ამ სისტემას მიეწეროთ წარმატება. ეს სტრუქტურა მუდმივად არსებობდა. Dodgeline სანამ ეკონომიკაზე გადავიდოდეთ, იქამდე იყო იოსებ მორელ დოჯი (1890-1964) დეტროიდის ბანკის თავმჯდომარე, რომელმაც 1948 წ იაპონელებს შესთავაზა რჩევები:
აბენომიკის ოთხი ისარი
გამოყენებული ლიტერატურა: Womenomics In Japan_Harvard Business School 2018/01_Boris Groysberg, Mayuka Yamazaki, Nobuo Sato, David Lane_9-417-002 642 შეფასება არ არის
|