x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნებისყოფისა და მიზანდასახულობის ნიმუში
image


საბჭოთა მეცნიერ-ოკეანოლოგს სტანისლავ კურილოვს, უაღრესად განათლებულ და ძლიერ ადამიანს ძალიან სურდა "ხალხთა ციხის" სსრკ-ის დატოვება, სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ იგი ვერ შეაჩერა ვერც რკინის ფარდამ, ვერც "გაუსვლელის" სტატუსმა, ვერც სასიკვდილო საფრთხემ, ვერც ღამემ და ვერც უცნობმა ზღვამ.


1974 წლის დეკემბერში მთელი მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები შეძრა სენსაციურმა ამბავმა: "გაქცევა სსრკ-დან, საბჭოთა მოქალაქე კომუნისტური ჯოჯოხეთისაგან თავდასაღწევად საზღვაო ლაინერიდან წყნარ ოკეანეში გადახტა!" დეტალებს შორის მითითებული იყო, რომ მამაკაცმა ას კილომეტრამდე მანძილი გაცურა დასვენების, წყლისა და საჭმლის გარეშე და მიაღწია ფილიპინების ნაპირს!


სტანისლავ კურილოვი:



— მხოლოდ ერთი ნახტომი მაშორებდა თავისუფალი სამყაროსა და სილამაზისაგან, მაგრამ იმაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა, რომ დღე გადავმხტარიყავი გემიდან ასობით მომზირალი თვალის წინ, ეგრევე ჩამოუშვებდნენ კატერებს და განახორციელებდნენ დევნას ღამე. გამქცევთა დროა! ციხეებიდან - ღამე გარბიან!


"სოციალისტური სამშობლოს ღალატისათვის" დაუსწრებლად მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

0
196
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0