x
მეტი
  • 22.10.2019
  • სტატია:95827
  • ვიდეო:343156
  • სურათი:457775
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი კამიკაძე

image


იაპონური ლინკორი "იამატო" მსოფლიოს ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდი, გაგზავნილ იქნა სასიკვდილო მისიით - ამერიკულ ფლოტთან საბრძოლველად, იაპონიისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კუნძულ ოკინავაზე ამერიკული შეჭრისათვის ხელის შესაშლელად. ლინკორის 3332 კაციანმა ეკიპაჟმა იცოდა, რომ განწირული იყო უცილობელი დაღუპვისათვის, მაგრამ მისიის შესრულებას პირნათლად შეუდგა. მას ამერიკული 227 ერთეული სამხედრო თვითმფრინავი უტევდა, მისი მიმართულებით ნასროლი იქნა რამდენიმე ათასი ტორპედო და ავიაბომბა, რომელთაგან მოხვდა ათი ტორპედო და 13 ავიაბომბა, ამის მიუხედავად ლინკორის ეკიპაჟი აგრძელებდა ბრძოლას, მათ მოახერხეს 10 ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის განადგურება.


1945 წლის 7 აპრილს ადგილობრივი დროით 14 სთ 23 წუთზე დეტონაცია განიცადა ლინკორის მთავარი კალიბრის 456 მილიმეტრიანმა ჭურვების საცავმა, რის შემდეგაც ლინკორი ჩაიძირა და თან ჩაიყოლა იაპონური საიმპერატორო ფლოტის 3063 მეზღვაური.


0
271
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0