x
გოგონამ საპასუხო მესიჯი მიიღო გარდაცვლილი ძმის ტელეფონიდან
image


ამერიკელმა გოგონამ მესიჯი მისწერა გარდაცვლილ ძმას და პასუხი მიიღო. აღმოჩნდა, რომ ნომერი სხვა აბონენტს მისცეს, მაგრამ მზად იყო, მხარში დადგომოდა გოგონას.


ისტორიის გმირმა გოგონამ Reddit-ზე გამოაქვეყნა გულისამაჩუყებელი მიმოწერა, სადაც ნათლად ჩანს, რომ თავიდან მან ძმის ნომერზე გააგზავნა შეტყობინება, მეორე დღეს კი პასუხი მიიღო.


" ვწუხვარ, რომ ვიღაც გენატრებათ, მაგრამ თქვენ არასწორ ადგილას მოხვდით"- წერდა აბონენტი.



გაირკვა, რომ ნომერი სხვა აბონენტს მისცეს. გოგონამ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ეშინოდა ამ მომენტის, როცა ტელეფონის ნომერს სხვას მისცემდნენ. მან ასევე აღიარა, რომ პირველი შემთხვევა არაა, როცა "ძმას" სწერდა.


გოგონას მეგობარმა შესთავაზა ძმაზე აზრები გაეზიარებინა. აბონენტმა განაცხადა, რომ ისინი არ იცნობდნენ ერმანეთს, მაგრამ გოგონას დაუჯერა, რომ ის თავისი მესიჯებით თავს არ მოაბეზრებდა. მისი სიტყვებით, მისი ნახევარდაა ახლა სიკვდილის პირას და ზუსტად ესმის გოგონას გრძნობების.


კომენტარებში მომხმარებლები წერდნენ, თუ როგორ განიცდიდნენ მომხდარს. ერთმა მოჰყვა, დღემდე რომ თავიდან კითხულობს მეგობრის მონაწერებს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. სხვამ, როგორ რეკავდა ხუთჯერ ან ექვსჯერ დედასთან 2011 წელს, როცა ძალიან ცუდად იყო.


" ყველაფერი წავშალე ჩემი მეგობრის მონაწერებიდან, რასაც ძალიან ვნანობ. ერთადერთი რაც ძმისგან დამრჩა, 2007 წლის ხმოვანი შეტყობინების ფრაგმენიტია. გაუფრთხილდით ასეთ რამეებს"- ურჩია კიდევ ერთმა მომხმარებელმა .







ასევე ნახეთ

სიშიშვლემ კაცი სიკვდილს გადაარჩინა


ვანგას წინასწარმეტყველებები არ ახდა


მამაცი ძაღლი რეილი (+ვიდეო)


ცოლ-ქმარს გოგო შეუყვარდათ და შვედური ოჯახი შექმნეს


კატამ სახლში ნარკოტიკები მიიტანა


სექსი თვითმფრინავში : როგორია მოლოდინი და რეალობა?

0
283
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0