x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
„გვარამია სულ თავდაყირა რომ დადგეს, თვითმფრინავითაც ვერ დამეწევა“ - გია ჯაჯანიძე

image

.

გასულ კვირას ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სხვა რაკურსის“ წამყვანი გია ჯაჯანიძე ცინიკურად მოიხსენია. (იხილეთ პოსტი) გვარამიას პოსტს მოგვიანებით ჯაჯანიძე გამოეხმაურა.
.
„გვარამიას ამ პოსტზე არ ვუპასუხებ, მასზე ბევრი წლით უფროსი ვარ და თავისი ცოდნით, განათლებითა თუ ინტელექტით სულ თავდაყირა რომ დადგეს, იმხელა გამოცდილება მაქვს, ვერც თვითმფრინავით დამეწევა და ვერც რაკეტით. გვარამიას მსგავსი ბევრი რევოლუციონერი მინახავს და ვიცი, სად არიან დღეს, ისიც ვიცი, გვარამია სად იქნება... გვარამია დაბადებული არ იყო, თავისუფალ აზრს რომ ვქადაგებდი. ეტყობა, ჩათვალა, რომ ივანიშვილის რეზიდენციაში პავილიონი მექნება და გაიღიმა. გვარამიას თავისი საქმე და მიმართულება აქვს, თვლის, რომ თავის თავთან მართალია.
.
გვარამიას არც ვიცნობ, ერთხელ მყავს ნანახი, ჩემთვის საყვარელი ადამიანის ქორწილში ხელი მაქვს ჩამორთმეული. არც კი ვიცი, გამიზნულად დაწერა თუ სპონტანურად შემოაგდო, იმაზე ნამდვილად არ ავიტკიებ გულს, ერთ დღეს გვარამიას ჩემზე რაღაცის თქმა რომ მოუნდა“, - ამბობს ჯაჯანიძე „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ კომენტარში.
.
შეგახსენებთ, ნაპროკურორალმა ტელემენეჯერმა, რუსთავი2-ის ყოფილმა დირექტორმა და ამჟამად „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის მიმართვა გამოაქვეყნა. გვარამია ირონიულად მოიხსენიებს მაია ასათიანს და გია ჯაჯანიძეს:
.

“ამიერიდან, ხალხმრავალი მიტინგების დღეებში, ჩატარდება ორთა შერკინება (აი, ოქსფორდის და კემბრიჯის საწყლოსნო გასწრობანა როა, ისეთი) – ვისი დრონი უფრო ღრმად გავა კოსმოსში, "ტვ იმედის" თუ "ტვ რუსთავის". გამარჯვებული დასაჩუქრდება ბიძინას წმინდა ნაწილით მისი გარდაცვალების შემდეგ; ხოლო ვინც ამ წმინდა ნაწილებისგან უფრო სწრაფად ააწყობს ერთ სრულ ორგანოს, ის დაჯილდოვდება სოლოლაკის სასახლეში პავილიონის მოწყობის უფლებით, შესაბამისად, მაია ასათიანის ან გია ჯაჯანიძის (მაშინაც ეყოლებათ ეთერში) შოუს გადაღების უფლებით.” - წერს გვარამია.


შეგახსენებთ, მაია ასათიანი რუსთავი 2-ზე რჩება. მისი გუნდი ჩვეულებისამებრ მოამზადებს გადაცემებს. თუმცა ცნობილია, რომ ნიკა გვარამიამ ახლადშექმნილ არხზე ყვითელი შინაარსის გადაცემების გაშვებაზე მთლიანად უარი თქვა. შესაბამისად, ასათიანს მათთან გადასვლის შეთავაზებაც არ ჰქონია.

0
453
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0