x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ვარსკვლავების დიეტები - როგორ აკონტროლებენ ისინი წონას?
ალბათ გგონიათ, რომ ვარსკვლავებს, რომლებიც პოდიუმზე, წითელ ხალიჩასა თუ ჟურნალების ყდებზე კაშკაშებენ, იდეალური გენები აქვთ და სულაც არ უწევთ დიეტების დაცვა? ცდებით! ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ, უწევთ სპორტ-დარბაზებში სიარული, კვების რაციონის შემცირება და ბევრი აკრძალვები, რის შედეგადაც გამოიყურებიან ასე იდეალურად.


image



დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ჩვენი ცნობილების ექსპრეს-დიეტებს, თუ როგორ ახერხებენ ისინი წონის კონტროლს.




1. ჟიზელ ბიუნდჰენის ხაჭოს დიეტა.image



მნიშვნელოვანი შოუს ან გადაღებების წინ 3 დღით ადრე, ცნობილი მოდელი კრძალავს ყველანაირ საკვებს ხაჭოსა და კვერცხის გარდა. ჟიზელის საუზმეს 3 დღის მანძილზე მოხარშული კვერცხი, ხოლო ვახშამს კი 200 გრ ხაჭო და ფინჯანი უშაქრო ჩაი წარმოადგენს. ამრიგად ის 3 დღეში 3 კგ-ს დაკლებას ახერხებს. თუ მეტი გაქვთ დასაკლები, შეგიძლიათ იგივე გააკეთოთ, მაგრამ მე-4 დღეს მოხარშული ქათამი და ცოცხალი ბოსტნეულიც მიირთვათ. მე-5 დღიდან ისევ 3 დღე ხაჭო და კვერცხი მიირთვით. ეფექტის შესანარჩუნებლად შემდეგ მიირთვით ყველაფერი, ოღონდ ზომიერად.







2. ჯენიფერ ლოპესის ცილოვანი დიეტა.image


ფორმის შესანარჩუნებლად 50 წლის ჯენიფერ ლოპესი მიმართავს 10 დღიან ცილოვან დიეტას. დიეტის მთავარი ამოცანაა, რომ უარი თქვათ ნახშირწყლებზე, რადგან ორგანიზმმა ენერგია თქვენი ცხიმებიდან დაწვას. საჭიროა 10 დღის განმავლობაში უარი თქვათ ფქვილზე, მარცვლეულზე, ბოსტნეულზე, პარკოსან პროდუქტებზე, შოკოლადზე, შაქარსა და მარილზე. ცილოვანი საკვები ხელს შეუწყობს ახალი უჯრედებისა და ქსოვილების შექმნას და შინაგანი ორგანოებისა და კუნთების დაცვას.







3. კიმ კარდაშიანის დიეტა წვნიანით და წყლით.image


განსაკუთრებულ დღეებზე წარდგენამდე, ეპატაჟური კიმი წონის სწრაფი კლებისთვის მიმართავს სუფთა წყალს, წვნიანებსა და ჩაის. 4 დღის მანძილზე ჭამს მხოლოს წვნიანს-სუპს და სვამს სუფთა წყალს და მწვანე ჩაის. შედეგად 4 კგ-ს დაკლებას ახერხებს. გარდა იმისა, რომ ასე ორგანიზმი სუფთავდება ტოქსინებისგან, სუფთავდება კანიც. მსგავსი დიეტა 7 დღეზე მეტი არ არის რეკომენდებული.







4. ჰაიდი ქლუმის მჟავე კომბოსტოს დიეტა.image


სუპერმოდელი უკვე მრავალი წლის მანძილზე მიირთმევს მჟავე კომბოსტოს, ანუ კომბოსტოს მწნილს, როგორც წონის მაკონტროლებელს. საჭმლის მონელების ნორმალიზებისთვის მჟავე კომბოსტოში შემავალი ბოჭკოები და C ვიტამინი უდიდეს როლს თამაშობს. მაგალითად, სადილზე მოხარშული კვერცხი, მომდევნო კვებაზე კომბოსტოს მჟავე და საღამოს თევზი ან ბოსტნეული და ასე რამდენიმე დღე თუ იკვებებით, რამდენიმე კილოგრამს აუცილებლად დაკარგავთ.







5. ევა ლონგორიას 14 დღიანი სწორი კვება.image


სასოწარკვეთილი დიასახლისი აღირებს, რომ ძალიან უყვარს ჭამა, ამიტომ ხანგრძლივ აკრძალვებს, ვერ გაუძლებს. 10-14 დღის განმავლობაში კი ის გამორიცხავს მავნე პროდუქტებს მის რაციონში და მიირთმევს მხოლოდ მარცვლეულს, უცხიმო პროდუქტებს, ხორცს, თევზს, ბოსტნეულს. შედეგად 4 კგ-ს იშორებს.







6. კენდალ ჯენერის ვაშლის დიეტა.image


კენდალის დიეტა კარგი მაგალითია ქალებისთვის, რომლებმაც ზამთრის განმავლობაში ბევრი ზედმეტი კილოგრამები აკრიფეს. ის 7 დღის განმავლობაში ჭამს მხოლოდ ვაშლს (არა მჟავეს), ფაფებს წყალზე დამზადებულს და მიირთმევს ჩაის უშაქროდ. თუმცა შეგახსენებთ, რომ ქალებს, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ, სჯობს ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ დაიცვათ.







7. პოლინა გაგარინას 9 დღიანი დიეტა.image


პოლინას კლასიკური დიეტა შედგება 9 დღისგან: 3 დღის განმავლობაში ის ჭამს მხოლოდ მოხარშულ ბრინჯს, 3 დღის განმავლობაში მოხარშულ ხორცს და 3 დღის განმავლობაში ბოსტნეულს. ყველა დღეს შეგიძლიათ შეუზღუდავად დალიოთ ნებისმიერი სითხე ყავა და ჩაი- უშაქროდ. პოლინა ამ დიეტაზე ექვსი თვე იყო და შედეგად 40 კგ დაიკლო. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი დიეტები აუცილებლად უნდა აკონტროლოს ექიმმა.





0
101
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0