x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ტესტი გოგონებისთვის ,,იდეალური ცოლი''

imageტესტი გონონებისთვის “იდეალური ცოლი''


1.გათხოვებას ისურვებდი
ა) ანგარებით (1)
ბ) სიყვარულით (10)
გ) როგორც გამომივა (5)

2.გსურს თუ არა გყავდეს შვილები?
ა) დიახ (10)
ბ) არა (1)
გ) არ ვიცი (5)

3.გინდა გყავდეს:
ა) ერთი ბავშვი (5)
ბ) ერთზე მეტი (10)
გ) არც ერთი (1)

4. თვლი თუ არა, რომ შენი პირველი სერიოზული გატაცება აუცილებლად ქორწინებით უნდა დასრულდეს:
ა) დიახ (10)
ბ) არა (1)
გ) არ ვიცი (5)

5.დასვენების დღეებში ოჯახის წევრებიდან ყველაზე ადრე შენ იღვიძებ:
ა) დიახ (10)
ბ) ხანდახან (5)
გ) არა (1)

6.სადილს გემრიელად და სწრაფად ამზადებ:
ა) დიახ (10)
ბ) არა (1)
გ) გუნება-განწყობის მიხედვით (5)

7.კარგად იცნობ ხელოვნების რომელიმე დარგს:
ა) დიახ (10)
ბ) არა (1)
გ) მინდა ვერკვეოდე (5)

8.შეგიძლია თუ არა, ხელდაუბანელი სუფრას მიუჯდე
ა) დიახ (1)
ბ) არა (10)
გ) ხანდახან (5)

9.ეწევი თუ არა:
ა) დიახ (10)
ბ)არა (1)
გ) ხანდახან, სხვების ხათრით (5)

10.სასმელებიდან უპირატესობას ანიჭებ:
ა) არაყს, კონიაკს, ლიქიორს (1)
ბ)ღვინო, შამპანური (10)
გ) არაფერს (5)

11.როცა გაწყენინებენ, ტირი:
ა) დიახ (1)
ბ) არა (5)
გ) ხანდახან (10)


თუ 95-დან 120-ქულამდე დააგროვე,

დიდი შანსი გაქვს გახდე იდეალური ცოლი, მაგრამ ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად მიიღებ გადაწყვეტილებას გათხოვების შესახებ.შენი გაწონასწორებული ხასიათის, გონიერებისა და წესიერების წყალობით(გარეგნული მონაცემების მიუხედავად), ბევრი მამაკაცი მოგაქცევს ყურადღებას, მაგრამ ნუ იჩქარებ ყოველივე ეს მიუძღვნა პირველივე “თავზეხელაღებულ გმირს'', ვინც არაფერს შეეპუება შენი გულისა და ხელის მოსაპოვებლად.ასეთი გმირები, როგორც წესი, ვერ უძლებენ პირველივე გამოცდას ოჯახში და ისევ გარეთ ეძებენ თავგადასავლებს.ადამიანი, რომელიც ნამდვილ მეგობრობას გაგიწევს, ერთი შეხედვით, შეიძლება ბევრად “მოკრძალებულად'' გამოიყურებოდეს, თუმცა ჩვეულებრივი, არაფერით გამორჩეული გარეგნობის მიღმა ხშირად მტკიცე ხასიათოს სანდო მამაკაცი დგას.ასე რომ, გამოიყენე ის სიმდიდრე, რაც ბუნებამ და კარგმა აღზრდამ მოგცა.


თუ 55-დან 94-ქულამდე დააგროვე,

გაქვს შესაძლებლობა კარგი ცოლი გახდე.
ალბათ, კარგად გაართმევ თავს საოჯახო საქმეებს, მაგრამ ხშირად სევდა მოგეძალება, ცხოვრება ერთფეროვნად მოგეჩვენება და იფიქრებ რომ დღესასწაული არ შედგა.ქმარი შინ ფრთაშესხმული არ მოქრის, ყვავილებს აღარ გჩუქნის, ლექსებს არ გიძღვნის, თუმცა შიგადაშიგ სადილებს გიქებს, ბავშვებს ასეირნებს, სამსახურში დაკავებულია.ამიტომ ხანდახან დაქალებთან ტრაბახობ, რომ კარგი ქმარი შეგხვდა.მაგრამ....რატომღაც ესეც დიდად არ გახარებს....
მოგწონთ ასეთი პერსპექტივა? თუ არა, სასწრაფოდ იზრუნე საკუთარი შინაგანი სამყაროს გასამრავალფეროვნელად.და იკითხე არა მარტო მოპასანი, სტენდალი და ზოლა!


თუ 12-დან 54-ქულამდე დააგროვე,

გული არ გაიტეხო, თუმცა შეიძლება ფიქრობ, რომ საამისო მიზეზი საკმაოდ გაქვს.
ქორწინებაზე სერიოზულად არც გიფიქრია და თუ გიფიქრია, არაფერი კარგი.როგორც ჩანს, არც თუ ისე ბევრი ბედნიერი გათხოვილი ქალი გინახავს.ეტყობა, ოჯახური ცხოვრების უსიამოვნო მხარეებზე იმდენი გსმენია, მიგაჩნია, რომ ასეც უნდა იყოს.ამიტომ არც გიკვირს იმ ქალებისა, ვისთვისაც არც გათხოვება, არც გაყრა-დაშორება პრობლემა არ არის.ფრთხილად, მათი მაგალითი არ გაიმეორო! თუ დროის უაზრო ხარჯვას თავს არ დაანებებ და თვითგანვითარებაზე არ იფიქრებ, შეიძლება ოჯახურმა ცხოვრებამ დიდი იმედგაცრუება მოგიტანოს.თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ბედმა გაგიღიმოს-შეხვდე წესიერ კაცს, რომელიც ბედნიერ ქალად და ცოლად გაქცევს.
ასე რომ, შენი ბედი შენს ხელთაა!!!

6
592
5-ს მოსწონს
ავტორი:ნეფარიძე
ნეფარიძე
592
  
2013, 15 ოქტომბერი, 12:31
აბა ვიბარებ მაღალი კოეფიციენტის მქონე ცოლებს ))
2013, 1 მარტი, 15:36
არ არის შეცდომა :)
2013, 27 იანვარი, 23:16
9.ეწევი თუ არა:
ა) დიახ (10)
ბ)არა (1)

შეცდომა ხომ არ არის??? მშვენიერი ქულა ავიღე ^^ :D
2012, 3 აგვისტო, 17:16
:)))))))))))უი უი Vუი ჩემნაირი ოჯახში არ შეიშვება:)))))))))
2012, 30 ივლისი, 20:03
მაქვს შესაძლებლობა კარგი ცოლი გავხდე.:))))))))))))
0 1 6