x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
სრულყოფილი არავინაა: ფიტნეს - ექსპერტმა ვარსკვლავების სხეულის მთავარი ნაკლოვანებები გამოავლინა

image


ბევრს ჰგონია რომ ვარსკვლავები ყველანაირად იდეალურები არიან. მათ ხომ ბევრი საშუალება გააჩნიათ რომ მუდამ შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, თუმცა, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ, და მათაც ისეთივე ნაკლოვანებები აქვთ როგორც თითოეულ მოკვდავს. თვით სუპერმოდელებსაც კი, შეიძლება, რომ სხეულის გარკვეულ ზონებზე მოშვებული კანი და ცელულიტი აღენიშნებოდეთ, რომელიც გლამურული ჟურნალების ფოტოსესიებისთვის პროფესიონალების მიერ, საგანგებოდ იმალება. ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს გოგონებიც თავიანთი თანატოლებისგან არაფრით გამოირჩევიან. მაშ ასე, მოდით ვნახოთ, თუ როგორ აფასებს პროფესიონალი ფიტნეს-ინსტრუქტორი ცნობილი ლამაზმანების ფიზიკურ ფორმას და ერთად გავარკვიოთ, სხეულის თუ რომელ კონკრეტულ ნაწილზე ესაჭიროებათ მათ განსაკუთრებული "მუშაობა".



ჯიჯი ჰადიდი - ექსპერტის აზრით, მას მოშვებული კუნთების ტონუსში მოყვანა ესაჭიროება



imageimage


ბელა ჰადიდი - ფიტნეს - ინსტრუქტორის აზრით, უკეთესი იქნება თუკი მოდელი პირველ რიგში, ცელულიტისგან გათავისუფლდება და დუნდულების კუნთებს გაიმკვრივებს



imageimage

ჰეილი ბოლდუინი - ტრენერის აზრით, ჰეილის მუშაობა მხრის სარტყელზე ესაჭიროება


image

კორტნი კარდაშიანი - ფიტნეს- ინსტრუქტორი, რეალითი შოუს ვარსკვლავს, ზედმეტი ცხიმების დაწვას ურჩევს



image


ქეით აპტონი - მოდელს მასიური ტორსი და თხელი კიდურები აქვს, ამიტომ ექსპერტი განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას მას, სწორედ ამ ზონებზე ურჩევს


imageimage


კენდალ ჯენერი - გოგონას კუნთოვანი "კორსეტის" შექმნა ესაჭიროება, რათა მომავალში პრობლემები არ შეექმნას



imageimage


ჯორჯინა როდრიგესი - ტრენერის აზრით, მოდელი კარგ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, თუმცა, მისი სხეული კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას მაშინ შეიძენდა, კუნთების "გამოსაშრობად" მას სპეციალური ვარჯიშების პროგრამით რომ ესარგებლა


imageimage


ალესანდრა ამბროსიო - ინსტრუქტორის აზრით, ურიგო არ იქნებოდა მოდელს გულმკერდის, ზურგისა და კიდურების კუნთები რომ გაემაგრებინა


imageimage



0
1808
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1808