x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
მოდელი პასპორტიდან ამოხეული ცარიელი ფურცლის გამო საპატიმროში გამოამწყვდიეს

imageშოტლანდიელი გლამური მოდელი ლეისლი მონტგომერი-ჰენდერსონი მოხვდა უსიამოვნო სიტუაციაში ტაილანდში ვიზიტის დროს.


გოგონა სხვა მოდელებთან ერთად 10 დღის განმავლობაში გეგმავდა ქვეყანაში დარჩენას, მაგრამ აეროპორტის თანამშრომლებმა არ მიიღეს მისი პასპორტი და ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.

imageროგორც გოგონა ამბობს, მის პასპორტს აკლდა ორი ცარიელი ფურცელი, რომელზეც ორიოდე წლის წინ სითხე გადაესხა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ემოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ესპანეთში და აშშ-ში.


მაგრამ გლამური მოდელის პრობლემები ამით არ დასრულებულა, იგი საპატიმროში გადაიყვანეს, გოგონა რომელიც ასეთ მოპყრობას მიჩვეული არაა, შოკირებული იყო: ბინძურ საკანში" ჩამსვეს, რომელიც ტარაკანებით იყო სავსე", მისივე თქმით ისე ექცეოდნენ, როგორც ცხოველს.

საკანში 24 საათი ყურყუტის შემდეგ შემცბარი ლეისლი უკან გლაზგოში გააგზავნეს, სადაც არანაკლებ შეშფოთებული ოჯახის წევრები ელოდნენ.

მოდელმა სოციალური ქსელით მადლობა გადაუხადა 280 000 გამომწერს, რომლებიცამხნევებდნენ ამ რთულ პერიოდში.

"არავის ვუსურვებ რაც გამოვცადე, ისინი ისე გექცევიან თითქოს ცხოველი იყო.ამ გამოცდილებას დიდხანს ვერ დავივიწყებ"

1
292
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
292
  
2019, 28 სექტემბერი, 17:56
ამიტომ,არ მოექცეთ უპასუხისმგებლოდ თქვენს დოკუმენტებს.
0 1 1