x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
თავის იდეის დასაცავად იარაღით ხელში დადგომის მზაობის მქონე ინდივიდთა რიცხვი თანამედროვე ეპოქაში მეტისმეტად მცირეა
image


თავის იდეის დასაცავად იარაღით ხელში დადგომის მზაობის მქონე ინდივიდთა რიცხვი თანამედროვე ეპოქაში მეტისმეტად მცირეა.


კიდევ უფრო მცირეა იმ შემთხვევაში თუ ინდივიდი "რეალიზებული" "წარმატებული" და "მდიდარია", ამ შემთხვევაში სასიკვდილო რისკზე წასვლის მზაობის შანსი თითქმის ნულს უახლოვდება, მაგრამ არსებობენ გამონაკლისებიც.


სსრკ კომუნისტების რევანშის მცდელობისას (გკჩპ 1991 წლის აგვისტო) ერთ ერთი, ვინც მოსკოვის თეთრ სახლს კომუნისტებისაგან იარაღით ხელში იცავდა იყო მსოფლიოში სახელგანთქმული მუსიკოსი მსტისლავ როსტროპოვიჩი. მთელი მსოფლიო მოიარა მისმა ფოტომ ავტომატით, რომელიც თეთრი სახლის დერეფანშია გადაღებული.



როსტროპოვიჩი მოსკოვში ჩავიდა 19 აგვისტოს პარიზიდან. იმ დროისათვის მას უკვე ჩამორთმეული ჰქონდა საბჭოთა მოქალაქეობა. პარიზში საკუთარი ფეშენებელური სახლიდან გამოსვლისას მან თავის ცოლს, გალინა ვიშნევსკაიას უთხრა, რომ ბანკში მიდიოდა, მაგრამ ბანკის მაგივრად წავიდა პარიზის აეროპორტში, აიღო მოსკოვის პირველივე რეისზე ბილეთი და უვიზოდ ჩაფრინდა. სასაზღვრო კონტროლს მან უთხრა, რომ ინტელიგენციის კონგრესზე დასასწრებად იყო ჩასული (იმ დღეებში მართლაც ტარდებოდა მოსკოვში ინტელიგენციის კონგრესი).

0
96
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0