x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ყველგან, ყველაზე ხმამაღლა ვიყვირებ!...- მაია ასათიანი რუსთავი 2-ზე ახალი იმიჯით დაბრუნდა
image


მაია ასათიანი საკუთარ გუნდთან ერთად რუსთავი 2-ზე რჩება და პროფილის ახალ სეზონს იწყებს. მას სხვა ალტერნატივა არც ჰქონდა, რადგან, ცნობილია, რომ გვარამიას ახალ არხზე ყვითელი ფორმატის გადაცემები საერთოდ არ იქნება, ამდენად მაია ასათიანი მთავარ არხზე ვერ გადავიდოდა.


„მე დაპყრობილ ქვეყანაში დავიბადე! მე მახსოვს ბრეჟნევის სურათი ჩემი სახლის წინ და ტანკები ჩემი ბავშვობის ქუჩაზე. მე დაპყრობილ ქვეყანაში დავიბადე, სადაც მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა. დღეს თავისუფალი ქვეყნის შვილი ვარ, ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი. ყოველთვის, ყველგან, ყველაზე ხმამაღლა ვიყვირებ, რომ ჩემი სამშობლოს 20 პროცენტი ოკუპირებულია და რუსეთი ჩემი ქვეყნის მთავარი მტერია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, რომ მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა.

მე ვარ მაია ასა­თი­ა­ნი, ჩემი ქვეყ­ნის რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი და ჩვენ ვი­წყებთ!“ - მაია ასათიანი განახლებულ​ „პრო­ფი­ლში“ ახალი იმიჯით დაბრუნდა.



თოქ-შოუ „რუს­თა­ვი2“-ზე ეთერში ისევ ხუთშაბათს გავა.



0
1110
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
1110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0