x
არქეოლოგიური პრეისტორია

მუზეო

გაჩენის დღიდან კულტურის ჩანასახი ადმიანის ისტორიის მანძილზე იმდენივე წელს ითვლის ჩვენს ერაში რამდენივე საუკუნეშიც თითოეული მოკვდავი რეალურად ვიმყოფებით და აღსანიშნავია ნამდვილად მათი დღემდე მოღწეული გადმონაშთები თუ ის კულტურული მემკვიდრეობა რომელიც სამუზეუმო ექსპონატებად მემატიანის საგანძურს მრავალფეროვნად ამშვენებს.

მუზო

ჩემს ხელთ არსებული ფოტომასალით კი იმ მოკრძალებული არქეოლოგიურ მუზეუმს წარმოგიდგენთ, რომელიც თავად ერთ-ერთი იტალიელი არქეოლოგის პირად კოლექციას უკავშირდება და მისი სახელი დიდებული პაოლო გრაციოზია, რომლის სახელობის მუზეუმიც ქალაქ ფირენცეში მდებარე საისტორიულო ბიბლიოთეკის ობლატეს კოშკში 1946 წლიდან დაარსდა, ხოლო ის საჯარო სივრცისთვის მასში დაცული ექსპონატებით 1975 წლიდან ფუნქციონირებს ფართო აუდიტორიის წინაშე.

პაოლი

ფიორენტინულ სამუზეუმო პრეისტირიულ სივრცეში თითოეული დამთვალიერებელი სხვადასხვა ფაქტების ირგვლივ- ქვის ხანის დასაწყისიდან მოყოლებული მეტალურგიული ევოლუციის ჩათვლით ნაპოვნ მემკვიდრეობას შეხვდება, რომელიც მსოფლიოს ირგვლივ ადამიანურ კულტურულ განვითარებაზე მოგვითხრობს და ნაპოვნია ისინი როგორც იტალიის, ასევე ევროპისა და აფრიკის მიდამოებში.

მიმოცხადია, როდესაც არქეოლოგიურ კვლევა-ძიებისა და მის ირგვლივ აღმოჩენილ სამუშაოებზე ვსაუბრობთ გვერდს ვერც საქართველოს სახელმწიფოს ავუვლით თავისი უმდიდრესი პალე-ნეოლითური საგანძურით, რომელსაც ეროვნული მუზეუმი საკადრისად მასპინძლობს და თაობებსაც საპატიოდ უნახავს იმ ცნობილი სლოგანივით “ვისი გორისა ვართ", რომ ჰქვია.სწორედ პაოლო გრაციოზის მუზეუმში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ჰომო გეორგიკუს ფაქტზეც მოგვითხრობს საისტორიულ ამბავს, რომელიც დმანისში საქართველოს ტერიტორიაზე 600-780 ქრისტემდე თარიღდება.

მუმო

მუზეუმის ორ მინი დარბაზში შვიდი განყოფილება არის მოთავსებული, სადაც ქრონოლოგიური სიზუსტით გადმოცემულია დინოზავრის ნაფეხურების ჩათვლით რკინა-სპილენძის ხანის განვითარებული ეპოქა თავისი სამარხებითა და სახეცვლილი ფაუნით.

ფაუნა

გარდაცვალების შემდეგ ამ სტატიას სიმბოლური ანდერძის სახით ვტოვებ ხალხში, რომ ჩემი გარდაცვალების შემდეგ არ დამწვან განდივით და არც გალასავით პანთეონში დამასაფლაონ, არამედ ქრისტესავით ჭილობში გამახვიეთ და როგორც სამუზეუმო ექსპონატი ამ სამარხივით ეროვნულ მუზეუმში შემომინახეთ, როგორც ეს სამარხი დღეის ჩათვლით 12 200 წლის წლინანდელი, ნაპოვნი 18-20 წლის მამრი ინდივიდია მუზეუმშია შესაბამისი რიტუალით დაცული.

ინდიდა ვინაიდან ჩემი დღევანდელი პოსტი ქვის ხანის მენტალიტეტს ეხება, მინდა რომ დანარჩენ განვითერებულ მსოფლიოს ვამცნო მათი წინაპრების იმიჯზე, რომელთაც არც ფერარით უვლიათ ამ სამყაროში და არც შესუნელებული ლობიო უჭამიათ მადიანად მოდერნიზებულ სალობიეში თავისი მწნილითა თუ პრასით, სახლში დაწურულ ღვინოსთან ერთად და თითოეულ პროგრესულ ინოვაციას კი ყოველთვის პოზიტიურად შეხვდით და კრიტერიუმის მიხედვიდაც პერმანენტულად აჰყევით.

ასკი

ჯორჯიანა

მოქალაქე ჟურნალისტი

2019 წელი, ფლორენცია/იტალია

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0