x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
იშვიათი გენეტიკური დაავადების გამო, საშინელებათა ფილმების ვარსკვლავად ქცეული - ხავიერ ბოტეტი

image

სპეცეფექტები, საშინელებათა ჟანრის ფილმებისთვის საჩუქარი რომ ყოფილიყო, მაშინ ესპანელი მსახიობი ხავიერ ბოტეტი შეუფასებელი იქნებოდა. იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე მსახიობი, საშინელი მონსტრების გასაცოცხლებლად კომპიუტერულ დამუშავებას არა, თუმცა, გრიმს ნამდვილად საჭიროებს.


image


ბოტეტის ექვსი წლის ასაკში მარფანის სინდრომის (მარფანის სინდრომი - წარმოადგენს გენეტიკურ დაავადება, რომლის მიზეზიც მე–15 ქრომოსომაზე არსებული ფიბრილინის გენის მუტაციაა. მარფანის სინდრომის დროს ზიანდება გული, თვალები, ჩონჩხი. ამ სინდრომით დაავადებული ადამიანები ძალიან მაღლები და გამხდრები არიან, როგორც წესი, მათ ჰიპერმობილური სახსრები აქვთ) დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც ის 198 სმ-მდე გაიზარდა, თუმცა მისი წონა მხოლოდ - 54 კგ-ს შეადგენს.


image


დამწყები მსახიობისთვისა და სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის მოყვარულისთვის აღნიშნული დიაგნოზი საჩუქარი აღმოჩნდა. ხავიერ ბოტეტის სახელი უკვე დიდი ხანია ისეთ ცნობილ, ჰოლივუდის საშინელებათა ჟანრის ფილმებთან ასოცირდება, როგორებიცაა - "სლენდერმენი", "უცხო: აღთქმა", "რეპორტაჟი 2", "ის", "დააკაკუნო ორჯერ", "ანაბელი 2" და სხვა.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





0
266
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
266