x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
" მე არ ვხიპიშობ" - რუსეთის პირველი ქურდი "შიშკანი" დააკავეს (ვიდეო)
image
რუსეთში დაკავებულ იქნა რუსეთის კრიმინალური სამყაროს პირველი პირი, ოლეგ მედვედევი, მეტსახელად "შიშკანი, " რომელსაცვ ბრალად ედება უმაღლესი თანამდებობის დაკავება კრიმინალურ იერარქიაში, ასევე, არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.


სამართალდამცველების თქმით, ქვეყნის მთავარმა ქურდმა კრიმინალური საზოგადოება შექმნა 2010 წელს.


გამოძიების თანახმად, შიშკანის ბანდის წევრების მიერ ჩადენილია შემდეგი მძიმე დანაშაულებები: 2012 წელს მომხდარი რამენსკოეს ქარხნის გენერალური დირექტორის და მისი სამი ნათესავის მკვლელობა, 2014 წელს მამაკაცის მკვლელობა, რომელმაც უარი განაცხადა უკანონო სამეწარმეო საქმიანობიდან მოგების ნაწილის მიცემაზე, ასევე, თავდასხმა და მამაკაცის მკვლელობა 2015 წელს.


"რვა ადამიანის დაკავების ღონისძიებები ჩატარდა ფსკოვის, რიაზანის, ტვერისა და მოსკოვის რეგიონებში. გატაცებული ქალის და მისი ახლობლების სამარხების ადგილის ძებნა გრძელდება." აცხადებს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი ირინა ვოლკი.


შეგახსენებთ, რომ შიშკანოვი ივლისის შუა რიცხვებშიც დააკავეს ორი თვით.


0
312
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0