x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
პედოფილი მილიონერი მღვდელი-რა საიდუმლოს მალავდა "ურალის ვატიკანი"
image

ბოლო დროს, სექს-სკანდალებმა ეკლესიის გარშემო საკმაოდ ხშირია. მაგრამ ამჯერად, სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი არა მარტო მღვდელია, არამედ მდიდარი საეკლესიო მეწარმე, რომელიც დეპრესიულ ურალის მხარეში აშენებდა არა მარტო მონასტრებს, არამედ აყვავებდა სოფლის მეურნეობას, ქალაქში ხსნიდა საწარმოებს. ამის გარდა მან იშვილა 70 ბავშვი, რომელთა უმრავლესობამ უკვე დიდი ხანია იპოვა ახალი ოჯახი ... მაგრამ მისი სამწყსოსთვის მოულოდნელად ნიკოლაი სტრემსკი დააპატიმრეს.მღვდელს და მეწარმეს ბრალად ედება არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედებები.

დაზარალებულად აღიარეს შვიდი ბავშვი. სტრემსკისთან ერთად დააპატიმრეს მისი ქალიშვილი ქმართან ერთად. რა საიდუმლოებას ინახავდა ”ურალის ვატიკანი” და ვინ არის სინამდვილეში მისი წინამძღვარი?



როდესაც ორშაბათს დილით ადრე, საგამოძიებო კომიტეტის რამდენიმე მიკროავტობუსი მიადგა სტრემსკის ფეშენებლურ ვილას, რომელიც მდებარეობს დაბა სარაკტაშის ცენტრში, ადგილობრივებმა იფიქრეს, რომ ტრადიციულად მღვდელი ისევ გამოთვრა, რაღაც გადაამლაშა, ახლა ისინი თავისებურად გაარკვევენ საქმეს და შემდეგ ისევ უკან დაბრუნდება ...



მაგრამ ამჯერად ვერ გამოძვრა, სტრემსკი დააპატიმრეს. ამ ამბავმა შოკში ჩააგდო მთელი ორენბურგის ოლქი. ადგილობრივებმა დიდი ხანია იცოდნენ მღვდელმსახურის "საქმენი საგმირონი", მაგრამ ითმენდნენ ყველაფერს, რადგან სარაკტაშისთვის ის ერთგვარი ნათლიმამა იყო. ადგილობრივი ხელისუფლება და რიგითი მოსახლოება მასზე ლოცულობდა. ზემოთ დიდი კავშირების და სამეწარმეო ალღოს წყალობით, მამა ნიკოლაიმ ააყვავა პროვინციული დაბის ეკონომიკა, გააჩინა სამუშაო ადგილები და ქველმოქმედებასაც ეწეოდა. ალბათ სწორედ ამიტომ ბევრ რამეს პატიობდნენ, როგორც საერო, ისე სასულიერო პირები.


ნათლიმამა შეიძლება ყოფილიყო როგორც საშიში მტერი, ასევე კარგი მეგობარი. გამოიარა ავღანეთის ომი, მას შემდეგ იგი ყოველთვის მყარად იდგა ფეხზე, ქარი გამუდმებით მის სასარგებლოდ უბერავდა.


ახლა იგი დააპატიმრებულია და ადგილობრივები ელოდებინ რას იტყვიან მისი ყოფილი აღსაზრდელები, რა ხდებოდა სინამდვილეში ამ დიდ აყვავებულ და ერთი შეხედვით ღვთისმოსავ მართლმადიდებლურ ოჯახში?

image

გამოძიების თანახმად, 2018 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, სტრემსკიმ ”არაერთხელ ჩაიდინა ექვსი არასრულწლოვანი აღსაზრდელის მიმართ უხამსი ქმედება”, ხოლო ერთი ბავშვი გააუპატიურა. მისი ქალიშვილი ელენა სტრემსკაია და მისი მეუღლე ვიქტორ შჩერბაკოვი ეჭვმიტანილები არიან, იმაში, რომ იმავე წლის აგვისტოში ავტოფარეხში სამი მცირეწლოვანი ბავშვი ჩაკეტეს, სადაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდათ დამწყვდეული. აღსანიშნავია, რომ ელენა აყვანილია, რადგან ნიკოლაი და გალინა სტრემსკებს საკუთარი შვილი არ გაუჩნდათ.


თავად სტრემსკი უარყოფს ყველა ბრალდებას და ამბობს, რომ ბავშვებმა ეს ყველაფერი გამოიგონეს. ჯერჯერობით, მღვდელი 12 ნოემბრამდეა დაკავებული და გამოძიების მსვლელობის განმავლობაში შეჩერებული აქვს საეკლესიო მსახურება.

image

თუ შევხედავთ უზარმაზარ სამონასტრო კომპექსს - უმსხვილესს მთელი ურალის რეგიონში, რომელსაც ხშირად "ურალის ვატიკანს" უწოდებენ - ადვილი წარმოიდგენია რა ნიჭი და დამსახურება დააბედა უფალმა ღმერთმა წინამძღვარს.



მოწყალების ყოვლადწმინდა სამების ტაძარი ნიკოლაი სტრემსკიმ თითქმის ნულიდან ააგო. მამა ნიკოლაი - საკმაოდ ორაზროვანი და საკამათო პიროვნებაა, რომელმაც განვლო ავღანეთის ომი, შემდეგ კი გახდა ნიჭიერი მეწარმე, რუსეთში ერთ-ერთი დიდი ოჯახის პატრონი. მისი მტრებიც კი არ უარყოფენ სტრემსკის დაუშრეტელ ენერგიას, რისი წყალობითაც მან ააგო "ურალის ვატიკანი". სტემსკი 1990-იანი წლების დასაწყისში ჩავიდა პირველად სარაკტაშში, სადაც დახვდა პატარა საყდარი სახურავზე ჯვრით. ახლა ამ ადგილზე უზარმაზარი რელიგიური კომპლექსი დგას, რომელსაც საკუთარი მეურნეობა გააჩნია, სამონასტერო კომპექსში არის საწარმოები, სადაც 200 ადამიანია დასაქმებული, ამათგან ზოგიერთს გადასცა საცხოვრებელი ფართიც. მონასტერს აქვს საკვირაო სკოლა და მოწყალების სახლი მარტოხელა მოხუცებისთვის ...

imageფოტოზე:ყოვლადწმინდა სამების სამონასტრო კომპლექსი სარაკტაშში



ამასთან, საქველმოქმედო საქმიანობის მიუხედავად, მღვდელი სრულ ფუფუნებაში ცხოვრობდა, გააჩნდა პრესტიჟული ავტომობილების ავტოპარკი, საკუთარი ღვინის მარანი და სხვა. . და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მას არასოდეს უცდია მოკრძალებულად ყოფნა, პირიქით ამაყობდა თავისი სიმდიდრით.

imageფოტოზე: სტრიმსკის "ოქროს" მერსედესი


თუმცა საიდან ამდენი ფული და სიმდიდრე?როგორც ცნობილი გახდა, მისი "ნიჭი" სრულიად მარტივი მაქინაციებს უკავშირდება: სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დროს მიიღო შეღავათი სპირტის შემოტანაზე, ამაზე ბევრი იყო საუბარი, მაგრამ მაშინ (ჩერნომირდინის დროს) ყველაფერი კანონიერად მიაჩნდათ. მართალაც, ის ფაქტი, რომ მართლმადიდებლური მონასტრის მშენებლობის დროს სარგებელი გამოიყენო, იმით რაც ხალხს ანადგურებს - ალკოჰოლი, ბევრ რამეს მეტყველებს.ყოველ შემთხვევაში, სწორედ სპირტის გაყიდვით იშოვა აურაცხებელი ქონება "უფლისგან დალოცვილმა" წინამძღვარმა.

image

0
203
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0