x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
თბილისში ახალი მულტიფუნქციური სივრცე “მონოჰოლი” იხსნება

image

მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი სივ­რცე „მო­ნოჰო­ლი“, რო­მე­ლიც 2000 ადა­მი­ანს იტევს, 28 სექ­ტემ­ბერს პირ­ველ სტუმ­რებს უმას­პინ­ძლებს. სწო­რედ 28 სექ­ტემ­ბერს ივენ­თე­ბის სე­რია DCBL „MONO HALL“-ში, რო­მე­ლიც ბაქ­რა­ძის 2 ნო­მერ­ში მდე­ბა­რე­ობს, მსოფ­ლი­ოს ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის სცე­ნის ლე­გენ­დად წო­დე­ბულ ბრი­ტა­ნელ დაბ-ტექ­ნო პრო­დი­უ­სერს Andy Stott წარ­მო­გიდ­გენთ.


მისი სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მი Merciless 2006 წელს გა­მო­ვი­და, შემ­დეგ მოჰ­ყვა Unknown Exception და Luxury Problems, 2014 წელს კი მისი რე­ლი­ზი Faith In Strangers Resident Advisor-ის გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით 2014 წლის სა­უ­კე­თე­სო ალ­ბო­მად და­სა­ხელ­და. Andy Stott-ის ჟღე­რა­დო­ბა უნი­კა­ლუ­რი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რაც მრა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.


სთოთ­თან ერ­თად ლაივ შეს­რუ­ლე­ბით მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ასე­ვე ბრი­ტა­ნუ­ლი სცე­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი მოღ­ვა­წე და Delsin Records-ის ოჯა­ხის წევ­რი Claro Intelecto წარ­დგე­ბა. ტექ­ნო­სა და ჰა­უ­სის სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რი ფორ­მე­ბით წარ­მოდ­გე­ნა კლა­როს სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია. Peace of mind EP-ის გარ­და, მისი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ლი­ზე­ბია "Metanarrative" და "Reform Club", ასე­ვე რე­მიქ­სი რო­მელ­მაც მისი კა­რი­ე­რა გან­სა­ზღვრა, depeche mode's 1982 "Leave in silence". კლა­რო ახა­ლი რე­ლი­ზით დელ­სინს 2017 წელს, ალ­ბო­მით "Exhilator" და­უბ­რუნ­და, ბოლო ალ­ბო­მის "Reform Club"-ის რე­ლი­ზი­დან კი 5 წლის გას­ვლის შემ­დეგ "Exhilarator" კი­დევ ერთხელ ამ­ტკი­ცებს, რომ მისი ახა­ლი რე­ლი­ზი ნამ­დვი­ლად მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა და დრომ მისი რო­გორც პრო­დი­უ­სე­რის სა­ხე­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რა. არ­ტის­ტებს მას­პინ­ძლო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი ელექტრო­ნუ­ლი მუ­სი­კის სცე­ნის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ლა­დუ­კა ნი­ნუა პრო­ექ­ტით OIMACTTA და კლუბ მტკვარ­ზე-ს რე­ზი­დენ­ტი BERO გა­უ­წე­ვენ.



0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0