x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ გამოიყურება და სად მდებარეობს ცნობილი მუსიკოსების საფლავები
image

ისინი მილიონებით ადამიანების კუმირები იყვნენ, მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუსიკის და საერთოდ ხელოვნების განვითარებაში.დღეს ისინი ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ თაყვანისმცემელებს ახსოვთ ისინი, სტუმრობენ მათ საფლავებს და იქვე ასრულებენ მათ სიმღერებს. მოდით ვნახოთ, სად მდებარეობს ცნობილი მუსიკოსების საფლავები.


1-ელვის პრესლი-საფლავი მდებარეობს გრეისლენდში, Meditation Garden-ში, იქვეა დასაფლავებული მუსიკოსის მშობლები.ელვისის დაბადების დღეს(8 იანვარს) ყოველწლიურად 500 000 თაყვანისმცემელი სტუმრობს.


image


2-ჯიმი მორისონი-დაკრძალულია პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტი მსოფლიოში, ყოველწლიურად მორისონის საფლავს 1, 5 მილიონი თაყვანისმცემელი სტუმრობს, ხშირია ვანდალიზმის შემთხვევებიც.

image


3-მაიკლ ჯექსონი-დაკრძალულია გრენლეიდში(კალიფორნია)Forest Lawn Cemetery -ის მავზოლეუმში, სადაც შესვლა აკრძალულია.

image



4-ჯიმი ჰენდრიქსი-დაკრძალულია რენტონში(შტატი ვაშინგტონი) გრინვუდის სასაფლაოზე.იქვე განისვენებს დედამისი.

image



5-ფრენკ სინატრა-ერთ-ერთი პოპულარული ტუსიტული მარშრუტი, საფლავი მდებაროებს პალმ-სტინგსის მემორიალურ პარკში(კალიფორნია)სინატრას საფლავში ჩააყოლეს ერთი ბოთლი "Jack Daniels"-ი და კოლოფი სიგარეტი Camel-ი.ზოგიერთ თაყვანისმცემლებს მის საფლავზე მოაქვთ მისი საყვარელი ვისკი, იქვე სვამენ და ეწევიან Camel-ს.

image


6-ჯონ ლენონი-კრემაციის შემდეგ მუსიკოსის ფერფლი სამ ნაწილად გაყვეს, ნაწილი დედის საფლავზე მოფანტეს, მეორე ნაწილი იოკო ონოსთან ინახება, ხოლო მესამე ნაწილი Strowberry Fields-ზეა მოფანტული ლივერპულში.

image


7-ფრედი მერკური-მომღერლის საფლავის მდებარეობა მთელი 20 წელიწადი უცნობი იყო, არსებობდა ვერსია, რომ კრემაციის შემდეგ მისი ფერფლი ბომბეიში წაიღეს, თუმცა მოგვიანებით ლონდონის დასავლეთ ნაწილში, სასაფლაოზე აღმოაჩინეს მემორიალური დაფა, სადაც აწერია, რომ აქ განისვენებს ფაროხ ბულსარა.

image


8-ემი უაინჰაუზი-მომღერალი დაკრძალულია ლონდონში, ედჯუერის ებრაულ სასაფლაოზე ბებიის გვერდით, რომელიც ჯაზ-მომღერალი იყო.

image


9-ლუი ამსტრონგი-ჯაზის მეფე დაკრძალულია ნიუ-იორკში, Flushing Queens-ის სასაფლაოზე.

image


10-ჯო დასენი-ამერიკული წარმოშობის ფრანგი მუსიკოსი დაკრძალულია ჰოლივუდში, Hollywood Forever-ის სასაფლაოს ებრაულ მონაკვეთზე, (Beth Olam Mausoleum)მანდვეა დასაფლავებული მისი პაპა-ბებია.

image


11-უიტნი ჰიუსტონი-მომღერალი დაკრძალულია ქალაქ ჰიუსტონში Fairview -ის სასაფლაოზე, მამის გვერდით.

image


12-ლუჩანო პავატორი-დაკრძალულია მშობლიურ მოდენაში საგვარეულო სასაფლაოზე, სადაც განისვენებენ მისი წინაპრები.

image


13-ჯონი კეში-როდესაც მისი მთელი ცხოვრების სიყვარული ჯუნი კარტერი გარდაიცვალა, ჯონი 4 თვეში მიჰყვა, დაკრძალულები არიან ტენესიში Hendersonville Memory Garden-ში, სხვათა შორის ამ სასაფლოზე ბევრი ქანთრის ვარკვლავი განისვენებს.

image


14-2 pac-რეპერის კრემაცია გარდაცვალებიდან მეორე დღესვე მოხდა, დედამ აფენი შაკურმა ფერფლის ნაწილი ლოს-ანჯელესში განსაკუთრებულ ადგილზე მიმოფანტა, ნაწილი კი ჯორჯიაში Stone Mountain -ის რეზიდენციის ბაღში მოფანტა.

image


15-რონი ჯეიმს დიო-დაკრძალულია ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდში Forest Lawn – Hollywood Hills -ის სასაფლაოზე.

image

0
339
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
339
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0