x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
10 ანალიზი, რომელიც უნდა გაიკეთოთ, თუ წონაში დაკლებას ვერ ახერხებთ
წონაში დაკლების წარუმატებელი მცდელობა შეიძლება ენდოკრინული ფუნქციის დარღვევით იყოს გამოწვეული. ნახეთ, რომელი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროთ, თუ დიდი ხნის განმავლობაში წონაში დაკლებას ვერ ახერხებთ.

ჩვეულებრივ წონაში დასაკლებად დიეტას მიმართავენ. ითვლება, რომ ზედმეტი კილოგრამების მოშორება გარე ჩარევის გარეშე შესაძლებელია. სამწუხაროდ, დადებით შედეგს ყველა ვერ აღწევს.

ოპტიმალური რაციონის შედგენა საკმაოდ რთული საქმეა, რომელსაც პროფესიონალური მიდგომა სჭირდება. გარდა ამისა, ჭარბი წონის მოშორებას მხოლოდ საკვების შეზღუდვით ვერ შეძლებთ. სწორ კვებას გონივრული ფიზიკური ვარჯიში უნდა შეუთავსოთ.

ხშირად ისე ხდება, რომ სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინების მიუხედავად ძალისხმევა შედეგს არ იძლევა. ასეთი სიტუაცია ენდოკრინული დარღვევით შეიძლება იყოს განპირობებული.


ნახეთ რომელი კვლევები უნდა ჩაიტაროთ, თუ გახდომას ვერ ახერხებთ.

image

თიროქსინი და ტრიიოდოთირონინი

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები თიროქსინი (T3) და ტრიიოდოთირონინი (T4) ნივთიერებათა ცვლაში უშუალო მონაწილეობას იღებენ, მათ ინტენსივობას და სიჩქარეს არეგულირებენ. მათი ნორმიდან გადახრა წონის უკონტროლო მატებას იწვევს.


თიროტროპული ჰორმონი

თიროტროპული ჰორმონი (TSH) ჰიჰოფიზის ჯირკვლის მიერ იწარმოება. ის ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას არეგულირებს და მასზე T3 და T4 ჰორმონების წარმოებაა დამოკიდებული. TSH-ის შემცირებული დონე ჰიპოთირეოზს იწვევს, რაც სიმსუქნის ერთ-ერთი სიმპტომია.


სისხლში გლუკოზის დონე

ჯანსაღი ადამიანის სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია არამდგრადია. მისი მნიშვნელობა სქესის და ასაკის, დღის მონაკვეთის, ფიზიკური ვარჯიშის, საკვების და გადატანილი სტრესის და დაზიანების მიხედვით იცვლება. ანალიზი უზმოზე უნდა ჩაიტაროთ. გლუკოზის გაზრდილი დონე ნახშირწყლების ცვლაში პრობლემების და დიაბეტის განვითარების მაღალ რისკის მაჩვენებელია.


გლიკირებული ჰომოგლობინი

გლიკირებული ჰორმონის განსაზღვრული დონე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივ 3 თვე) ორგანიზმის მიერ შაქრის შესახებ წარმოდგენას იძლევა. სისხლში ამ ცილების კონცენტრაცია, თუ 5, 9%-ს არ აღემატება, ნორმად ითვლება. 8%-ზე მეტი კი ჩვეულებრივ შაქრიანი დიაბეტით იტანჯება. მაღალი დონის შემთხვევაში დაკლებას არა მხოლოდ ვერ შეძლებთ, არამედ ჯანმრთელობას ზიანს მიაყენებთ.


image

ინსულინი

პანკრეასის ჰორმონი ნახშირწყლების ცვლას არეგულირებს. გაზრდილი ინსულინი მადის მატებას იწვევს და ცხიმის საცობების წარმოქმნას ააქტიურებს. ბუნებრივია, ეს გასუქების განვითარების მაღალ რისკს ზრდის.


გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი

კვლევის შედეგი აჩვენებს, თუ ორგანიზმი გლუკოზას რამდენად სწრაფად ითვისებს. პროცედურა უზმოზე ჩაიტარეთ. ანალიზი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ჯერ სისხლში გლუკოზის დონე გაზომეთ და 1 ჭიქა ტკბილი წყალი დალიეთ. შემდეგ ტესტი 30, 60 და 90 წუთის შემდეგ გაიმეორეთ და შეადგინეთ გრაფიკი, რომლითაც გლუკოზის კონცენტრაციის თანდათანობით შემცირებას შეაფასებთ. ნორმისგან გადახრა ფარული დიაბეტის ან პრედიაბეტის მდგომარეობაზე მიგანიშნებთ.


ესტრადიოლი

ჭარბი წონა შეიძლება განპირობებული იყოს ჰორმონის მაღალი დონით, რომელიც კანქვეშა ცხიმის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. ერთ-ერთი ასეთი ნივთიერებაა ესტრადიოლი. ესტრადიოლის ჭარბი რაოდენობა მუცლის ცხიმსა და ბარძაყებში ცხიმების დაგროვებას აჩქარებს.


კორტიზოლი

თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი, რომელიც ენერგეტიკული პროცესების რეგულირებაში მონაწილეობას იღებს. ის სხეულის სტრესზე რეაგირებაზე, ასევე ცხიმოვან უჯრედებში შენახული ენერგიის გათავისუფლებაში და მის ორგანოებსა და ქსოვილებში გადატანაშია პასუხისმგებელი. დაბალი შემცველობა პროცესების დათრგუნვას და ცხიმის ჭარბი რეზერვის შექმნას იწვევს.


image

ტესტოსტერონი

ერთ-ერთი ძირითადი მამაკაცის ჰორმონი, მაგრამ ქალის ჰორმონშიც გვხვდება. ტესტოსტერონის და ესტრადიოლის ბალანსი ქალის რეპროდუქციულ სისტემას განსაზღვრავს. ჰორმონის როგორც ჭარბი რაოდენობა, ასევე დეფიციტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და ჭარბ წონას იწვევს.


ლუტეინიზირებული ჰორმონი (LH) და ფოლიკულო-სტიმულირებადი ჰორმონი (FSH)

ეს ჰორმონები ჰიპოფიზის ჯირკვალში იწარმოებიან და საკვერცხეების მუშაობას არეგულირებენ. თუ ქალს ჭარბი წონის პრობლემა მენსტრუაციული ციკლის დარღვევის პარალელურად აწუხებს, ეს ამ ჰორმონების დისბალანსზე საუბრობს. ადამიანის სხეულის ენდოკრინული სისტემა კვების და ცხოვრების წესის ნებისმიერი ცვლილების მიმართ მგრძნობიარეა. როცა ჯირკვლები არასწორად ფუნქციონირებს, სპორტით დაკავება არა მხოლოდ უსარგებლო შეიძლება იყოს, არამედ სახიფათოც. თუ წონაში დაკლების მცდელობა შედეგს არ იძლევა, ენდოკრინოლოგს მიმართეთ და ჰორმონების ანალიზები გაიკეთეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ქიტინური დიეტა: ვჭამთ მწერებს წონაში დასაკლებად

image

როგორ ვიკვებოთ ისე, რომ წონაში არ მოვიმატოთ: 2 წესი და 8 პრინციპი

image

17 ყველაზე ნოყიერი პროდუქტი - ანუ როგორ დავივიწყოთ შიმშილის გრძნობა

image

დიეტოლოგის რჩევები - სწორი მენიუ მომავალი დედებისთვის

image

კვების ცხრილი: ორგანიზმი თავად მიგანიშნებთ, თუ რა აკლია

image


უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
703
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
703