x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
რას სიურპრიზებს გვიმზადებს ოქტომბერი?-ტაროს კარტების პროგნოზი
image

შემოდგომა უკვე ძალას იკრებს.წვიმა, ცივი ქარი და დაბალი ტემპერატურა თითქოს სახლიდან გასვლის სურვილს გვიკარგავს, მაგრამ როგორც ცნობილი ავსტრალიელი ტაროლოგი და ასტროლოგი ანჟელა პერლი გვპირდება, ოქტომბერში ბევრ სიურპრიზსა და სასიამოვნო მოვლენას უნდა ველოდოთ.

ამჯერად ანჟელა პერლი ოქტომბრის სრულ ტარო პროგნოზს წარმოგიდგენთ:

1.ვერძი


ოქტომბერში ვერძები საინტერესო შეთავაზებას მიიღებენ. ეს შეიძლება ოჯახის შექმნას ან სამსახურს ეხებოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შეთავაზება სასიხარულო და სასიამოვნო იქნება და კეთილდღეობას მოგიტანთ.

ცოტა ხნით გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდებით, მაგრამ ეს მიღებულ შეთავაზებას უკავშირდება. შესაძლოა, ცოტა ხნით ამ შეთავაზებაზე იფიქროთ და განიხილოთ, ან კიდევ, შესაძლოა, გაურკვეველი სიტუაცია იყო შექმნილი და ამ წინადადებით ყველაფერი თავის ადგილას დალაგდეს.

რაღაც ეჭვები გექნებათ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი თქვენს ხელთ აღმოჩნდება.


2.კურო

კუროებს მნიშვნელოვანი მოვლენა ელით წინ. ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდით, ხორცს შეისხამს. კარტები როგორც ფინანსურ, ისე ოჯახურ მატებას გპირდებიან.თუ ბავშვის ყოლას გეგმავდით, დიდი ალბათობის ეს ოქტომბერში მოხდება.

ამ თვეში სწრაფად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები და იმოქმედოთ.იქნება სიტუაცია, როცა სწრაფად უნდა იმოქმედოთ და მომენტი დაიჭიროთ. გამოიყენეთ შანსი და ხელიდან არ გაუშვათ. დაყოვნება არ შეიძლება.


3.ტყუპები

ტყუპები ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, რომელშიც მათი მოქმედება უნდა შეაფასონ. შესაძლოა ეს მნიშვნელოვანი გასაუბრება, კონკურსი ან რაიმე მსგავსი იყოს. თუ საკუთარ ბედში ცდილობთ გარკვევას, ამ თვეში გადაწყვეტილებას აუცილებლად მიიღებთ.

ბედი რაღაც არჩევანის წინ დაგაყენებთ. ეს კარგია, რადგან შეძლებთ ის აირჩიოთ, რაც თქვენთვის უფრო კარგია და ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.


4.კიბო

კიბო მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებს. ან შესაძლოა ეს რაღაც იდეა იყოს, რომელიც მთლიანად მოგიცავთ. ეს თქვენს ცხოვრებაში უჩვეულო ცვლილებებს შემოიტანს. კეთილდღეობა გელით. ამ თვეში უჩვეულოდ დიდ შემოსავალს მიიღებთ. ეს შეიძლება იყოს საქმიანი გარიგება, მემკვიდრეობა, ქალრბისთვის კი-ორსულობა. მოხდება რაღაც მნიშვნელოვანი, რაც ნამდვილად გაგახარებთ.


5.ლომი

ლომებს მოგზაურობა ელით. შესაძლოა საცხოვრებელი ადგილი ან სულაც ქვეყანა გამოიცვალოთ. ამ მოგზაურობაში მოულოდნელ დახმარებას მიიღებთ, ვიღაც კომპანიონობას გაგიწევთ და დადებითი ემოციებით დაიმუხტებით.

თუ რამე იდეა გაქვთ, სწორედ ოქტომბერში მოგეცემათ მისი რეალიზების საშუალება. ნებისმიერი წამოწყება იღბლიანი იქნება. ამიტომ, თუ რამის წამოწყება გსურთ, თამამად შეუდექით საქმეს ოქტომბერში. კარგი დროა, რომ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ.


6.ქალწული

ქალწულებს რაღაც შეჯიბრი ან კონკურნეცია ელით. შესაძლოა ეს მნიშვნელოვანი გასაუბრება ან შეჯიბრი იყოს. მოემზადეთ სირთულეებისთვის, მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ საუკეთესო ხართ. უნდა იბრძოლოთ, რომ სასურველი მიიღოთ.

ბავშვებთან დაკავშირრბული ბევრი მოვლენა გელით წინ.თუ ბავშვები გყავთ-ეს მათ სწავლას უკავშირდება, თუ ბავშვის ყოლას აპირებთ-მაშინ ამ თემის შესახებ მოგიწევთ ინფორმაციის მოძიება.


7.სასწორი

სასწორები თავის სიყვარულს შეხვდებიან. ხოლო თუ მეორე ნახევარი უკვე გყავთ, მაშინ წინ სასიამოვნო ნაცნობობა გელით. ამ თვეში ადამიანს გაიცნობთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.

ოქტომბერი კარგი თვეა შერიგებისა და შეთანხმების მიღწევისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, მოლაპარაკებები კარგად ჩაივლის და სასურველ შედეგს გამოიღებს. შესაძლოა, რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ.


8.მორიელი

მორიელებს ნამდვილად გაუმართლებთ ამ თვეში. ყველა წამოწყებაში წარმატება და გამართლება თქვენი მეგზური გახდება. შესაძლოა წინ მოგზაურობა გელით, რომელიც შემდგომი მოვლენების განვითარებას განსაზღვრავს. ასე რომ, იცოდეთ: მოგზაურობა კარგად ჩაივლის და დიდ ცვლილებებს მოიტანს.

ქალებისთვის ეს გამართლება შესაძლოა მათ ორსულობაში გამოიხატოს. თუ დიდი ხანია ბავშვის ყოლას აპირებთ, ის მალე შემოემატება თქვენს ოჯახს. სწორედ ეს სასიხარულო ინფორმაცია შესაძლოა მიიღოთ ამ თვეში.


9.მშვილდოსანი

თუ ბავშვები გყავთ, მათ სწავლასთან დაკავშირებული ალიაქოთი გელით. არაფერი განსაკუთრებული და უჩვეულო. შესაძლოა რაღაც ცნობა მიიღოთ ან მოულოდნელი ამბავი გაიგოთ. ზოგადად, ოქტომბერი თქვენთვის მოზომილად ჩაივლის. განსაკუთრებულ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ. შესაძლოა ამის გამო თავი დაღლილად იგრძნოთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის.


10.თხის რქა

კარგი შემოსავალი ან ძვირადღირებული საყიდლები გელით. ამ თვეში თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რაც თქვენს თვითშეფასებასა და სოციალურ სტატუსზეც დადებითად აისახება. ოქტომბერი კარგი თვეა რამის წამოსაწყებად. ეს თვე თქვენი შემდგომი წარმატებული ცხოვრების სტარტი შეიძლება გახდეს. გამოიყენეთ შანსი! ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან!


11.მერწყული

სექტემბერში მერწყულებს უსიამოვნებები ჰქონდათ, მაგრამ ოქტომბერში ყველაფერი დამთავრდება. მართალია თავს დაღლილად გრძნობთ, მაგრამ ყველაფერი უკვე დასრულებულია და სრული უფლება გაქვთ დაისვენოთ. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და ფიზიკურ მდგომარეობას.

შესაძლოა სტუმრები გეწვიონ და ამან გარკვეული ხლაფორთი გამოიწვიოს. დასვენება დიდი ხნით არ მოგიწევთ, რადგან წინ სხვა საქმეები გელით.


12.თევზები

თევზებმა თავის ცხოვრებას და ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება-უნდა გადახედონ.გადახედეთ ყველა სფეროს. შესაძლოა მას, რაც საიმედო გეგონათ, ნაპრალი გაუჩნდა. ეს შეიძლება ურთიერთობას, ბიზნესს ან სამსახურს ეხებოდეს. რაღაც უნდა დაასრულოთ და მოიშოროთ. ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას და რეჟიმი შეცვალეთ.

თავად მიხვდებით, სად რა არ არის ისე. ძალა უნდა მოიკრიბოთ და დაამთავროთ რაღაც.

1
1746
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1746
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1