x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508468
როგორ მივხვდეთ, იცოცხლებს თუ არა ადამიანი 80 წლამდე
image

მთავარი, რასაც უნდა მიექცეს ყურადღება, არის ის, თუ რამდენად ენერგიულად დადის ადამიანი, ამტიკიცებენ იაპონელი ექიმები.თუ 70 წლის მოხუცი ისევე ენერგიულად დადის, როგორც ახალგაზრობაში, მას პრაქტიკულად 100%-ი შანსი აქვს იცოცხლოს 80 წლამდე და მეტიც.


ჰიდენორი არაი-იაპონიის გერიატრიის და გერენტოლოგიის ნაციონალური ცენტრის პრეზიდენტი:"სიარულის ტემპი არის ინტიკატორი, რომლითაც ზუსტად არის შესაძლებელი კონკრეტული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირება, რაც უფრო სწრაფად მოძრაობს ადამიანი ჩვეულებრივ რეჟიმში, მით უფრო დიდხანს იცოცხლებს"


იაპონელმა გერენტოლოგებმა კვლევები ჯერ კიდევ 1997 წლიდან დაიწყეს, ისინი აკვირდებოდნენ 60-იდან 80 წლამდე ადამიანებს, შედეგები 10 წლის შემდეგ გაანალიზეს, რის შემდეგაც მიიღეს დასკვნა, რომ სიარულის ტემპი(ნაგულისხმებია არანაკლებ 1, 5 მეტრი წამში)პირდაპირ პროპორციულია სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.



"60 წელს ზემოთ გადაცილებული ადამიანების ფიზიკური მდგომარეობა სტაბილურად უმჯობესდება:სიბერე, ისევე როგორც დაუძლურება უკან იხევს როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში.იაპონელები ახალგაზრავდებიან, დღეისთვის ისინი უფრო დიდხანს ინარჩუნებენ ისეთ ფიზიკურ კონდიციებს, რომლებიც ახალგაზრდებს შეეფერებათ"-დასძინა არაიმ.

image

აღსანიშნავია, რომ თითქმის იგივე დასკვნა დადეს ამერიკელმა მეცნიერებმა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტიდან.


ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, რაც უფრო სწრაფად მოძრაობს ადამიანი, მით უფრო ჯანმრთელია და უფრო ნაკლები შანსი აქვს უდროოდ გარდაიცვალოს.

1
400
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
400
  
2019, 27 სექტემბერი, 17:22
აგაშენათ ღმერთმა,მაგ ლოგიკით, კიდევ 20 წელი მაინც ვიცოცხლებ?
0 1 1