x
მეტი
  • 08.12.2019
  • სტატია:97197
  • ვიდეო:344047
  • სურათი:459150
იპოვნო ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი დიდი ნიჭია

image


ფრანსუა რაბლე მფლანგველი ბუნებით გამოირჩეოდა. ლიონში მყოფს შემოაკლდა სასტუმროს ფული, სასტუმროს მფლობელი ძალიან აწუხებდა, არ ჰქონდა ლიონიდან პარიზამდე მგზავრობის სახსრები, არადა პარიზში ჩასვლა უკიდურესად სჭირდებოდა. მან დაამზადა სამი პაკეტი წარწერით "საწამლავი მეფისათვის", "საწამლავი დედოფლისათვის" და "საწამლავი დოფინისათვის" (უფლისწულისათვის) და დატოვა ისინი თავისი სასტუმროს ნომერში, გამოსაჩენ ადგილას.


სასტუმროს მფლობელმა რაბლე მაშინვე დააბეზღა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, იგი შეიპყრეს და დაცვის თანხლებით ეტლით ჩაიყვანეს პარიზში მეფე ფრანცისკთან, რათა მას მწერლის ბედი გადაეწყვიტა. პარიზში ჩაიტანეს მის მიერ დამზადებული საწამლავის პაკეტებიც. რაბლემ პაკეტებში არსებული ნივთიერება (შაქარი) მეფის თვალწინ დალია წყალთან ერთად, შემდეგ კი მეფეს, რომელთანაც მეგობრულ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა მოუყვა თუ როგორ გადაწყვიტა თავისი უფულობით შექმნილი პრობლემა, რითიც ფრანცისკე დიდად გაამხიარულა.

0
135
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0