x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ ამზადებდენ სტალინისეული საბჭოთა კავშირის უმაღლესი პარტიული ფუნქციონირების შვილები, "კრემლის ბავშვები" ფაშისტურ გადატრიალებას 1943 წელს
image


"მგლის ლეკვების საქმე"


ზოგადად, სტალინის ეპოქის "გულწრფელ" მეხოტბეთა უდიდესი ნაწილი მაშინაც იყვნენ და ეხლაც არიან დაბალი სოციალური ფენების, კომუნისტური რეჟიმის წვრილი მოხელეები და მათი ლუზერი, გაუნათლებელი შთამომავლობა, ხალხი, ვისაც "სტალინის დროს კუჭი სავსე ჰქონდა". რაც შეეხება იმდროინდელ ელიტას, სსრკ-ს უმაღლესი თანამდებობის პირების შვილებს, "ოქროს ახალგაზრდობას" - მათ "მუშურ-გლეხური სამოთხე" მისი უტოპიური იდეოლოგიით, თანასწორობის ფარისევლური ლოზუნგებით სძულდათ. ისინი დიდი სამამულო ომის მიმდინარეობისასაც კი მოხიბლულნი იყვნენ ადოლფ ჰიტლერის პიროვნებით და მესამე რაიხის ნაცისტური" იდეოლოგიით. მათ შექმნეს საიდუმლო იატაკქვეშა ორგანიზაცია "მეოთხე რეიხი", რომლის მიზანიც იყო იატაკქვეშა პროფაშისტური მთავრობის შექმნა, შემდეგ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა, საბჭოთა ბელადების ნეიტრალიზება, "კუხარკების და ბომჟების კომპარტიის განადგურება" და ნაცისტური" დიქტატურის დამყარება.


ორგანიზაციის შემქმნელი და ლიდერი იყო საბჭოთა კავშირის საავიაციო მრეწველობის მინისტრის გენერალ-პოლკოვნიკ ალექსეი ივანეს ძე შახურინის შვილი, ვლადიმერ შახურინი, სსრკ-ს ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ანასტას მიქოიანის შვილები, ვანო და სერგო, სტალინის ქვისლის, სტანისლავ რედენსის შვილი, აგრეთვე საბჭოთა მხედართმთავრებისა და პარტიული უმაღლესი ფუნქციონერების შვილები. ორგანიზაციაში მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს იღებდნენ, ორგანიზაციაში გაწევრიანება ხდებოდა ნაციონალ-სოციალისტური" ფიცის საფუძველზე, რა დროსაც ფიცზე ხელს საკუთარი სისხლით აწერდნენ. ორგანიზაციის არსებობის შესახებ შემთხვევით გახდა ცნობილი, კერძოდ 1943 წლის 3 ივნისს. ორგანიზაციის ლიდერი, ვლადიმერ შახურინი, ორგანიზაციის წევრი, მისი კლასელი სერგო მიქოიანი და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში საბჭოთა კავშირის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე უმანსკის ქალიშვილი ნინა უმანსკაია კრემლის ახლოს სეირნობდნენ, რა დროსაც ვლადიმერ შახურინს შელაპარაკება მოუვიდა ნინა უმანსკაიასთან, რომელიც მშობლებთან ერთად მამამისის ელჩობის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა წასულიყო, ვლადიმერ შახურინმა მოსთხოვა უმანსკაიას, რომლის მიმართაც სიმპატიები ჰქონდა, არ წასულიყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და დარჩენილიყო სსრკ ში, რაზეც ვერ დაიყოლია, გაბრაზებულმა შახურინმა "ვალტერის" სისტემის პისტოლეტი ამოიღო და ამერიკაში სსრკ-ის ელჩის შვილს, ნინა უმანსკაიას თავში ესროლა, შემდეგ კი საფეთქელზე მიიბჯინა და თავი მოიკლა. სსრკ ცეკას მდივნის ანასტას მიქოიანის შვილი სერგო მიქოიანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.


image



რაღა თქმა უნდა შემთხვევის ადგილზე ეგრევე მირბინეს მილიციის წარმომადგენლებმა. შახურინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, იგი ექიმების დიდი მცდელობების მიუხედავად ორი დღის შემდეგ, კრემლის ელიტარულ საავადმყოფოში გარდაიცვალა, გარდაცვლილების ვინაობა მაშინვე იქნა დადგენილი. გარდაცვლილების ვინაობის გათვალისწინებით სისხლის სამართლის საქმეს ეგრევე მიენიჭა გრიფი "სრულიად საიდუმლოდ". საგამოძიებო სპეციალურ ჯგუფში შევიდნენ სხვადასხვა ძალოვანი უწყებების ყველაზე კვალიფიციური გამომძიებლები, მათ შორის სსრკ-ს გენერალური პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი ლევ შეინინი, საქმეს კურირებდა თავად ლავრენტი ბერია, რომელიც ყოველდღიურად გამოძიების მიმდინარეობაზე მოხსენებას აბარებდა სსრკ-ს გენერალურ მდივანს სტალინს.


თავიდან ძირითადი ვერსია იყო გერმანული დივერსიული ჯგუფის მოქმედება საბჭოთა კავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობის შვილების გასანადგურებლად, თუმცა გამოძიების პროცესში დადგინდა იატაკქვეშა ნაციონალ სოციალისტური ორგანიზაციის არსებობის შესახებ. შახურინის ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სპეციალური სამალავიდან მისი დღიური, სადაც იგი დეტალურად აღწერდა იატაკქვეშა ორგანიზაციის სტრუქტურას, მიზნებს და წევრებს. ორგანიზაციაში შემავალ პირებს ჰქონდათ SS-ის ანალოგიური წოდებები. ისინი აპირებდნენ სსრკ პარტიის უმაღლესი პირების ლიკვიდაციას და პრონაცისტური გადატრიალების მოწყობას. შახურინის ბინიდან ამოღებული იქნა აგრეთვე ნაცისტური დროშა, იარაღი და ადოლფ ჰიტლერის "მაინ კამპფი", ასევე წიგნი "ლაპარაკობს ჰიტლერი". გაირკვა, რომ ისინი ამ დროშის კრემლის თავზე აღმართვას აპირებდნენ. სტალინი გაცოფებული იყო გამოძიების შედეგებით, იატაკქვეშა ნაცისტური ჯგუფის წევრებს მან უწოდა "მგლის ლეკვები", თუმცა მოლოდინების მიუხედავად ცოცხლად დარჩენილები მკაცრად არ დაუსჯიათ, ისინი 1 წლის ვადით სსრკ-ის სხვადასხვა რეგიონებში გადაასახლეს, რაც განპირობებული იყო მათი მამების უმაღლესი მდგომარეობით და სტალინთან სიახლოვით.


ორგანიზაციის ლიდერის მამა, მინისტრი შახურინი სტალინს საკუთარ "მასწავლებელს" ეძახდა და მასთან ძალიან დაახლოვებული იყო, თუმცა სტალინმა მას მისი შვილის ორგანიზაციის შესახებ გაუხსენა 1946 წელს, როდესაც იგი დაადანაშაულეს სსრკ სამხედრო-საჰაერო ძალებთან კორუფციულ გარიგებებში და დააპატიმრეს. მისი სახლიდან ამოღებულ იქნა რამდენიმე მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა, შახურინს სტალინის გარდაცვალების შემდეგ რეაბილიტაცია გაუკეთეს და იგი ისევ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. ფუფუნებით და სიმდიდრით გარშემორტყმული 1975 წელს ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ელჩი უმანსკი თავის ცოლთან ერთად 1945 წლის 24 ივნისს მექსიკაში ავიაკატასტროფისას დაიღუპა. დღემდე არ არის დადგენილი, იგი მოკლეს თუ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა იყო.

1
274
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
274
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1