x
image
ღიმილიანი
თუ თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ეს საშინელი 6 ეტაპი ერთად გადალახეთ, თქვენი ქორწინება წარმატებული და ბედნიერი იქნება
image


რამდენად ბედნიერი და წარმატებული იქნება ქორწინება, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, რადგან ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ადვილად დავნებდეთ თუ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე და ვიზრუნოთ პრობლემების მოგვარებაზე. ყველა წყვილს აქვს პრობლემები თავდაპირველად. გაუგებრობები ურთიერთობაში სავსებით ბუნებრივია. მარტივია ადვილად დანებება და ურთიერთობის გაწყვეტა, სამაგიეროდ, რთულია საკუთარ თავზე მუშაობა, რაიმეს შეცვლა უკეთესობისკენ და ურთიერთობისათვის ბრძოლა, მაგრამ თუ თქვენ მტკიცედ გაქვთ გადაწყვეტილი ერთად ყოფნა, ბოლოს მიიღებთ დამსახურებულ ბედნიერებასაც.


თუ ამ ეტაპებს ქორწინებისას გაივლით, იგი სამუდამოდ გაგრძელდება ჰარმონიულად:

image

1. კრიტიკა

ყველას არ შეუძლია კრიტიკის ატანა, განსაკუთრებით თუ ის პირდაპირია, ასოცირდება თავდასხმასთან და შეიძლება დიდი პრობლემის მიზეზი გახდეს.


დოქტორი ჯონ გოტმენი თავის წიგნში " აპოკალიფსის ოთხი ცხენოსანი" წერს: როცა შენ აკრიტიკებ შენს მეუღლეს, შენ ცდილობ თქვა, რომ ის რაღაცას არასწორად აკეთებს. სიტყვების " შენ ყოველთვის" ან " შენ არასდროს" გამოყენება ყველაზე ხშირი შეცდომაა და არ მოაქვს დადებითი შედეგი, თქვენს პარტნიორს თავდაცვის ინსტიქტი უჩნდება. გამოსავალია კონკრეტულ მაგალითზე მითითება და არა განზოგადება და პიროვნულ თავისებურებებზე თავდასხმა.


2. წინააღმდეგობა და კედლის აღმართვა

image

ბევრ ჩვენგანს, ალბათ, გამოუცდია მომენტი, როცა ჩვენს პარტნიორს არ უნდოდა ჩვენი მოსმენა, ლაპარაკი და პრობლემის გადაჭრა. თითქოს მათ ეს სულაც არ ეხებოდათ და არც აღელვებდათ.

დოქრორი ჯონ გოტმენი ამბობს, რომ კაცების 80% პროცენტი ასე იქცევა. თითქოს მათ არაფერი აღელვებდეთ, მაგრამ ეს ტყუილია. მნიშვნელოვანია კარგად განსაზღვროთ, როდისაა თქვენი მეუღლე ემოციურად გაუწონასწორებელი და ამ დროს არ დაატანოთ ძალა გესაუბროთ . თუ პრობლემა განსახილველია, სჯობს შეარჩიოთ სწორი დრო და სიტუაცია, როცა ორივე უფრო მშვიდად იქნებით.




3. მიზიდულობა სხვა ადამიანის მიმართ

image

ქალების 70 % ურთიერთობაში აღიარებს, რომ ჰყავს სხვა თაყვანისმცემლები. ეს სავსებით ნორმალური შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია აკონტროლოთ თქვენი გრძნობები და გაცნობიერებული გქონდეთ, რას აკეთებთ. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, როცა რაიმე ეჭვი გაქვთ, თქვენს ცხოვრებაში ბევრი ცდუნება იქნება, მაგრამ ნდობა ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობაში.

4. უპატივცემლობა

image
უპატივცემლობა, შეურაცხყოფა მორალის საკითხია. ის შეიძლება გამომჟღავნდეს სარკაზმში, მიმიკებში, იუმორში და ბოლოს ყველანაირ ურთიერთობას ანადგურებს.

უნდა ისწავლოთ თუ როგორ გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება. რაც უფრო პოზიტიური ხართ, მით ნაკლებად გამოხატავთ უპატივცემლობას, ძალიან მძიმეა საკუთარ თავზე მუშაობა, მაგრამ თქვენმა პარტნიორმა უნდა დაინახოს თქვენი სიყვარული და არა მხოლოდ გაღიზიანება და აგრესია

5. ბოლო აფეთქება

არასოდეს უნდა დაგავიწყდეთ, რომ პრობლემები თქვენი ცხოვრების ნაწილია და ყველაფერი დროებითია. თუ თქვენ ყველაზე რთულ დაბრკოლებებს გადალახავთ ერთად თქვენი ურთიერთობა უფრო მეტად გამყარდება. ქორწინება მხოლოდ სიხარულისა და ბედნიერების გაზიარება არაა, არამედ პრობლემებისაც.

6. პატიება და ერთმანეთის ისეთად მიღება, როგორებიც ხართ

imageეს არის ეტაპი, როცა ჩვენ ბოლოს და ბოლოს ვაცნობიერებთ იმ ფაქტს, რომ ვერასდროს გადავჭრით პრობლემას, თუ არ მოვიპოვებთ სიმშვიდეს თანაცხოვრებისას. ყველას ცხოვრების თავისი გზა და სტილი აქვს. როცა იმ ეტაპამდე მივალთ, რომ გადავაბიჯებთ ჩვენს თამოყვარეობასა და სიამაყეს და ვაპატიებთ, შევთანხმდებით მივიღოთ ერთმანეთი ისეთებად, როგორებიც ვართ, ჩხუბის სიხშირე შემცირდება და გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ ახალ ეტაპზე გადავინაცვლეთ.


და ბოლოს, სამუდამოდ ერთად

image

ყველა ამ ეტაპის გადალახვის შემდეგ, ბევრი წვალებისა და ტკივილის ფასად, თქვენ ერთად მშვენივრად იგრძნობთ თავს. თქვენ უკვე გაქვთ შეთანხმების თქვენეული ფორმა ერთმანეთთან. იცით, როგორ მოაგვაროთ ერთად პრობლემები და არა გაექცეთ მათ.

ახლა თქვენ საერთო ისტორია გაკავშირებთ, ამ დროს თქვენ აცნობიერებთ, რომ ქორწინება არც თუ ისე ადვილია, მაგრამ თქვენ ამაყობთ გადალახული დაბრკოლებებით. მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ თავს დაცულად გრძნობთ თქვენს პარტნიორთან და თქვენ ბოლოსდაბოლოს ერთად კარგად ხართ.



რომელი ეტაპია ყველაზე საშიში ურთიერთობაში? თქვენ გაიარეთ ეს ეტაპები?

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება!





0
427
2-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
427
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0