x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ორი ახალგაზრდას მიერ აწყობილი ავტომობილი საბჭოთა კავშირიდან,რომელმაც დროს გაუსწრო
image

ფუტურისტული მოდელი სრულიად არ ჰგავდა იმ ავტომობილებს, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირში იწყობოდა.



საინჟინრო მეცნიერება ძალზე პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში, ენთუზიასტი-თვითნასწავლი ინჟინრები და დიზაინერები იკრიბებოდნენ სპეციალურ ფესტივალებზე, რათა საკუთარი ნამუშევარი წარედგინათ საზოგადოებისათვის.


ერთ-ერთი ასეთი ფესტივალი გაიმარათა ლენინგრადში 1981 წელს, ორმა ახალგაზრდა სტუდენტმა, რომლებიც დაესწრნენ გამოფენას, იმდენად მოიხიბლნენ ნანახით, რომ გადაწყვიტეს საკუთარი ხელით აეწყოთ ავტომობილი.


გენადი ხაიმოვმა და დიმიტრი პარფენოვმა მიტოვებულ გარაჟში დაიწყეს მომავალი ავტომობილს აწყობა, ჩონჩხის ასაწყობად ახალგაზრდებმა ძველი წყალგაყვანილობის მილები გამოიყენეს, დაგეგმილი იყო ორი მანქანის აწყობა.



სსრკ-ში ავტონაწილები ყოველთვის დეფიციტში იყო, ამიტომ ახალგაზრდა ინჟინრებმა ის სათადარიგო ნაწილები გამოიყენეს, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო ბაზრაზე:ავტომობილს ВАЗ-2105 -ის ძრავა და "ზაპოროჟეცის" სიჩქარის კოლოფი ჩაუდგეს, ხოლო დისკები ВАЗ-2121 (ნივა)-ს დაუყენეს. ავტომობილის ძარისთვის პენოპლასტი და ბოჭკოვანი მინა(ფიბერგლასი) გამოიყენეს.ბედის ირონიით ახალგაზრდებს არ ჰქონდათ არც საინჟინრო და არც სამრეწველო დიზაინის განათლება მიღებული.

image

4 წლის შემდეგ 1985 წელს ხაინოვმა და პარფენოვმა დაასრულეს ორი ავტომობილის აწყობა, ორივე პრაქტიკულად ერთნაირი იყო, განსხავდებოდა მხოლოდ ფერით, მოწყობილობების პანელზე იყო ღილაკები და გადამრთველები, რომელიც აქამადე არც ენახა საბჭოთა ავტომრეწველობას, ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული საინჟინრო კალკულატორები, რომლებიც აკონტორლებდა საწვავის რაოდენობას და სხვა მონაცემებს, ეს იყო უმნიშვნელო, მაგრამ ესთეტიკური რევოლუცია საბჭოთა ავტომრეწველობაში, როგორც დიზაინით, ასევე ტექნიკური მახასიათებლებით.

image


მოყვარულმა ინჟინრებმა საკუთარი ნამუშევარი 'ექსპო"-85 ზე წარადგინეს, რომელიც ბულგარეთში გაიმართა, ხაინოვის თქმით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 175კმ/სთ. იყო.

როგორც ამბობენ ავტომობილი პრაღის ავტოფესტივალზე ნახა ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ნუჩო ბერტონემ და შოკირებული იყო:როგორ შეძლო ორმა ახალგაზრდამ ყოველგვარი შესაბამისი გამოცდილების, განათლების, მთვარობის და ინვესტორების ხელშეწყობის გარეშე ასეთი შედევრის შექმნა.

image

ორი ნიჭიერი ახალგაზრდის შესახებ გაიგო გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმაც, მან შესთავაზა ახალგაზრდებს მიეღოთ მონაწილეობა ახალი ავტომობილის შექმნაში, რომლის გამოშვებაც 2000 წელს იყო დაგეგმილი.


თუმცა ხაინოვს და პარფენოვს სულ ერთი წელი დასჭირდათ, რომ შეექნათ ფუტურისტული მინივენი "Охта", მაგრამ პროექტს განხორციელება არ ეწერა, 1991 წელს სსრკ დაიშალა.

image


სსრკ-ს დაშლის პარალელურად ხაინოვი და პარფენოვიც გაიყარნენ, ორივეს პატარა სამშენებლო ფირმა ჰქონდა გახსნილი, მოგვიანებით კომპანია Dragon Motor-თან თანამშრომლობით გენადი ხაინოვმა რამდენიმე საინტერესო პროექტი შექმნა:სპორტული ავტომობილი "Лаура " და ყველგანმავალები ЛуАЗ-ის და УАЗ-ის ბაზაზე. გენადი ხაინოვი 2019 წლის 12 სექტემბერს გარდაიცვალა 59 წლის ასაკში.


image


image

ასევე იხილეთ

რუსეთში, ქალაქ ზელინოგრადში 3 აგვისტოდან 6 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა რიგით მესამე ავტოფესტივალი Жифест-2019, რა დროსაც ერთად იკრიბებიან ის ადამიანები ვინც ფლობს, უყვარს, ახსოვს და გულგრილი არ არის ამ ქარიზმატული ავტომობილის მარკის მიმართ. ფესტივალზე წარმოდგენლი ამ მარკის ავტომობილის ყველა ნიმუში, რომელიც საბჭოთა პერიოდში გამოდიოდა-ВАЗ-2101, 2...

1) წნული საჭისთვის-სხვათა შორის ვინც საბჭოთა ავტოკლასიკის მოყვარულია და ვისაც სურს საკუთარ ავტომობილში ძველი დროის ატმოსფერო შექმნას, საჭის წნულის შოვნა დღესაც არის შესაძლებელი, ინტერნეტ-მაღაზიებში გადააწყდებით განცხადებებს, ერგება თითქმის ყველა საბჭოთა მსუბუქ ავტომობილს ეს იქნება ЗАЗ, ВАЗ, ИЖ თუ Москвич-ი. 2)სიჩქარის გად...

1)Packard - ერთ-ერთი ის ბრენდია, რის გამოც დეტროიტს "მოტორის ქალაქი" დაერქვა, თითქმის ერთდროულად დაარსდა Ford-თან(1903 წელს)ერთად, "პაკარდის" ქარხანა ამზადებდა ლუქსი კლასის ავტომობილებს, მაღალი ხარისხის და საიმედოობით ლიდერიც გახდა ამ სეგმენტში, თუმცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Packard -ი საშუალო კლასის ავტომობილებზე გადავიდა და დამარცხდა...

ალბათ უცნობია, ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 1947 წლიდან საბჭოთა კავშირში დაგეგმილი იყო ყველა ავტომობილისთვის საკუთარი სახელი დაერქვათ, ეს მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა, ძირითადად მსუბუქ ავტომობილებზე, დანარჩენი კი დარჩა უსახელოდ-ქარხნის აბრევიატურით და ციფრებით. ГАЗ-51-2, 5 ტონიანი ...

0
357
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0