x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
სერგეი ლავროვმა საქართველოსთან მეგობრობის და ავიარეისების აღდგენის სურვილი გამოთქვა

image

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსთან მეგობრობის და ავიამიმოსვლის აღდგენის სურვილი გამოთქვა.ამის შესახებ ლავროვმა გაზეთ Коммерсант თან ინტერვიუს დროს ისაუბრა:


"ალბათ ამ ფრენებს დავუბრუნებდი. ასე მგონია, რომ ეს სწორი იქნება მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა იმ გამოხტომების კონტრპროდუქტიული პროვოკაციული ხასიათი, რომელიც მოხდა პარლამენტში, როდესაც იქ საერთაშორისო მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობდა"-განაცხადა ლავროვმა.


"ეს იყო შეთანხმებული პროცედურა და სხვა არაფერი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად გამძვინვარებული ხალხის მიერ წინასწარ მომზადებული პლაკატებით ჩაშალეს, მათ ეს გააკეთეს შეგნებულად და ამ რუსოფობიური ისტერიის მიზეზი არ იყო რუსეთის დელეგაციის დაგეგმილი გამოსვლა იმ დარბაზში.მე ყოველთვის მომხრე ვიყავი იმის, რომ საქართველოსთან ვიმეგობროთ"-დასძინა ლავროვმა.


1
74
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
74
  
26 სექტემბერი, 11:40
გაიკეთეთ თქვენი რეისები უკან რუსებო,არც ტურისტები გვინდა,თუ ჩვენს ტერიტორიებს არ დააბრუნებთ.
0 1 1