x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დრო შეაჩერა, დააბრუნა მშვიდი განწყობა და ამოვისუნთქეთ შვებით. ამას ჰქვია სწორი PR და განწყობის მიცემა-იუნა შაფათავა
imageიუნა შაფათავა განახლებულ "კურიერს" და მის ყოფილ და ამჟამინდელ წამყვანს ნათია ლაზაშვილს სოციალური ქსელით ეხმურება და წერს:


"რა კარგი და სწორი სვლა გააკეთა ნათია ლაზაშვილმა.
მაღალი და თხელია, ერთხელ მყავს ალბათ 20 წლის წინ პლეხანოვზე ნანახი.
დრო შეაჩერა, დააბრუნა მშვიდი განწყობა და ამოვისუნთქეთ შვებით.
ამას ჰქვია სწორი PR და განწყობის მიცემა.
არ ვიცი როგორ წარიმართა გადაცემა, მაგრამ ამ ერთმა პიჯაკმა უკვე თქვა ყველაფერი.


მშვიდობა საქართველოს და ერთობა, მადლობა ნათია ლაზაშვილს და ახალ გუნდს, საშინელი იმიჯის არხზე გაბედული პირველი ნაბიჯებისთვის. ნაჯოჯოხეთარზე აშენებულის არ მწამს, იმედია სერიოზული რიბრენდინგი მოყვება მალე რ2-ს და ჩემ წაშლილ, პირადად ჩემ ნამუშევარ არქივსაც- და ვინც წაშალეს, ყველას მასალას - აღადგენენ, მადლობა წინასწარ და წარმატებებს გისურვებთ! "

image


შეგახსენებთ, "რუსთავი"-2-ში განვითარებული მოვლენების გამო, თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ მთავარი საინფორმაციო გამოშვება "კურიერი"ეთერში დაბრუნდა.

0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0