x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ტატიანა რომანოვას განწირული სიყვარული
image


ტატიანა რომანოვა რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ქალიშვილი იყო. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გარეგნობით, თავის ულამაზეს დედმამიშვილებს შორისაც კი. მისი გრაციოზული ფიგურა, სხივჩამდგარი დიდრონი თვალები, იდეალური პროფილი, გამჭრიახი გონება და საოცარი პიროვნული თვისებები იყო განმაპირობებელი იმისა, რომ ტატიანა მსოფლიოში ყველაზე სასურველ საპატარძლოდ ითვლებოდა.


იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ასევე ქველმოქმედებით, ეხმარებოდა ღატაკებს, ქვრივ _ობლებს, პირველი მსოფლიო ომის წლებში ის მოხალისე მედდად მსახურობდა ცარსკოსელსკის ჰოსპიტალში, სადაც დაჭრილ მეომრებს უვლიდა, უხვევდა დაჩირქებულ ჭრილობებს, აჭმევდა საჭმელს და ა.შ.


დაჭრილებს შორის იყო მამაცი გერმანული წარმოშობის რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცერი დიმიტრი მალამა. პრინცესა და უბრალო ოფიცერი ერთმანეთით მოიხიბლნენ, ოფიცერი იყო პოეტური, რომანტიული, სამშობლოს მოყვარული. იგი ბრძოლის ველზე გამოჩენილი უპრეცენდენტო სიმამაცისათვის იმპერატორმა დააჯილდოვა მოოქროვილი ხმლით.



პრინცესა და მალამა ერთად სეირნობდნენ ჰოსპიტალის ეზოში, ის ძალიან მოსწონდა იმპერატრიცას, მაგრამ ოფიცერმა შეძლო ყავარჯნების გარეშე გავლა და მას მოუწია ფრონტის ხაზზე დაბრუნება. მათ მიმოწერა არ შეუწყვეტიათ, ისინი მიმოწერის დროსაც კი ერთმანეთს "თქვენობით" მიმართავდნენ.


შემდეგ იყო კომუნისტური რევოლუცია, ტატიანა მის ოჯახთან ერთად იყო დატყვევებული ეკატერინბურგში, მისი აღსასრული იყო საშინელი. 1918 წლის 17 ივლისს იგი მისი ოჯახის წევრებთან ერთად დახვრიტეს. პრინცესას სიკვდილშიც არ გაუმართლა - ჯალათების მიერ ნასროლი ტყვიები კორსეტმა აისხლიტა და იგი ხიშტებით და დანებით აჩეხეს, შემდეგ ოჯახის წევრებთან ერთად მისი გვამი დაწვეს, გაუქმებულ შახტში ჩაყარეს და კასრებით მჟავა დაასხეს. გაიგო რა თავისი სატრფოსა და საიმპერატორო ოჯახის აღსასრულის შესახებ, მალამა გადავიდა სამხრეთ რუსეთში და მოხალისედ ჩაეწერა თეთრგვარდიელთა არმიაში, სადაც მას ესკადრონის მეთაურობა ჩააბარეს. იგი უპრეცენდენტო სიმამაცით და კომუნისტებისადმი უდიდესი სიძულვილითა და სისასტიკით გამოირჩეოდა. თავისი შეყვარებულისთვის შურის საძიებლად ბრძოლის ველზე რამდენიმე ასეული ბოლშევიკი ჯარისკაცი და ოფიცერი განგმირა.


იგი ბრძოლის ველზე მუდამ ეძებდა სიკვდილს, რომელმაც იგი იპოვა 1919 წლის გაზაფხულზე. მან ცარიცინთან გამართულ ბრძოლებში თავის ესკადრონთან ერთად უამრავი ბოლშევიკი გაჟუჟა და მარტოდ დარჩენილმა და დაჭრილმა შეტევა მიიტანა წითელარმიელთა ბატალიონზე, რა დროსაც მას ათობით ტყვია მოხვდა და ხმლებით აჩეხეს.

0
264
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0