x
image
ზურმუხტისთვალება
Mediator image
ბერძნების პატრიოტიზმი

image


1821 წელს ბერძნებმა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლა დაიწყეს ოსმალეთის იმპერიისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. ერთ ერთ ბრძოლაში ბერძნებმა ალყა შემოარტყეს ათენის აკროპოლს, აკროპოლში გამაგრებულ თურქულ არმიას დენთი ბლომად ჰქონდა, სამაგიეროდ ინტენსიური და სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ შემოაკლდათ ტყვია. თურქებმა გამოსავალს მიაგნეს, მათ დაიწყეს აკროპოლის კოლონების დაშლა, რომლებიც ტყვიის მსხვილი ძელაკებით ერთმანეთთან დაკავშირებული იყო, ისინი ამ გზით მოპოვებული ლითონიდან ტყვიებს ასხავდნენ და ბერძნებს ესროდნენ. როცა ბერძნებმა ამის შესახებ გაიგეს, თავად გაუგზავნეს ალყაში მყოფ თურქებს ტყვიის დიდი პარტია, რათა თავისი უნიკალური ისტორიული ძეგლის განადგურება არ დაეშვათ.

1
97
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
97
  
2019, 26 სექტემბერი, 9:31
ასხავდნენ კი არა, ასხამდნენ.
0 1 1