x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
შიშის ღამე ნიუ იორკში
image


სახელმწიფო ძალიან მყიფე მექანიზმია და ნებისმიერ ფორსმაჟორულ სიტუაციაში შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს: ნებისმიერი მასშტაბური დივერსია, ტერაქტი, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატაკლიზმა შესაძლოა ამის მაპროვოცირებელი გახდეს. სწორედ ამ დროს ეძლევათ მოქმედების ასპარეზი და უჩნდებათ შანსი მოროდიორებს, ექსტრემისტებს და ა.შ. 1977 წლის 13, 14 ივლისის ღამემ ნიუ იორკში მიიღო "შიშის ღამის" სახელწოდება.


ძლიერი ჭექა ქუხილის დროს მეხი დაეცა ნიუ იორკის ერთ ერთ ელ ქვესადგურს, რამაც გამოიწვია 2 ავტომატური დამცველის გამორთვა, ერთ ერთმა მათგანმა ავტომატურად ჩართვა ვეღარ მოახერხა, იმიტომ რომ რამდენიმე ცენტის ღირებულების მქონე ე.წ. "კონტრგაიკა" იყო მოშვებული. ამ დროს მეორე მეხი დაეცა გადაცემის ხაზებს, ავტომატურმა დამცველებმა ორი ხაზი გათიშეს, რომელთაგან ერთის ჩართვა ვერ მოხერხდა, მესამე მეხი კიდევ ერთ ქვესადგურს დაეცა და მისი გამორთვა გამოიწვია. ამის შემდეგ ავარიულად გამოითიშა სხვა გადამცემი ხაზები და ქვესადგურები. ქალაქი სიბნელემ მოიცვა. დაიწყო მასობრივი მოროდიორობა.


ძირითადად ფერადკანიანი მძარცველები მასობრივად თავს ესხმოდნენ მაღაზიებს და ქალაქის შეძლებული თეთრკანიანი მოსახლეობის სახლებს. იმისათვის, რომ პოლიციის ყურადღება გადაეტანათ, ისინი ცეცხლს უკიდებდნენ სხვადასხვა შენობებს, სკოლებს, საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, კომერციულ ფართებს. ქალაქში ერთ ღამეში დაფიქსირდა შენობებისათვის ცეცხლის წაკიდების 1077 შემთხვევა. მასობრივი ხანძრების ჩაქრობისას მძიმედ დაშავდა 100-ზე მეტი მეხანძრე. ქალაქის მერმა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. პოლიციის მიერ დაკავებული იქნა 3800 კაცზე მეტი, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო - ქალაქში მოროდიორობით იყო დაკავებული 100 000 კაცზე მეტი. მეტიც, პოლიციელებს დაკავებული 3800 კაციდან უმეტესობის გაშვება მოუწიათ, წინასწარი დაკავების საკნებში ადგილები აღარ იყო. უწესრიგობები მოედო ბროდვეისაც. მაღაზიების ვიტრინების რკინის ჟალუზებს ტროსებს აბავდნენ და ისე გლეჯდნენ. გაძარცვული იქნა 1500 მაღაზიაზე მეტი. ათასობით მოქალაქის სახლი.



ამ ავარიამ გამოიწვია ჰიპ-ჰოპ კულტურის გაფურჩქვნა: ათასობით ღატაკმა შავკანიანმა მუსიკოსმა მოახერხა მაღაზიებიდან ძვირფასი დიჯეური დანადგარების გატაცება. ეს ამ ადამიანებისთვის შობასავით იყო, მეორე დღეს ათასობით ახალი დიჯეი გაჩნდა.


0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0