x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ნათია ლაზაშვილი ეთერში იმავე პიჯაკით დაბრუნდა, რითიც 13 წლის წინ დაგვემშვიდობა
image


განახლებული კურიერი ნათია ლაზაშვილმა ემოციური სიტყვებით გახსნა.


"დავბრუნდი იმიტომ, რომ არ მინდა ეს არხი გაჩერდეს." ის იმედს გამოთქვსმს, რომ არხის ისტორიაში ეს ბოლო შემთხვევა იქნება და "კურიერი" აღარ გაჩერდება...


რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას დღეს კურიერის განახლებული ეთერი მოეწონა. უფრო მეტიც, ფეისბუქში 9 საათიანი კურიერის ლაივ ვიდეო გვარამიამ "დაგულა", ანუ შეფასების სახით გულის ემოცია დაუწერა.



სხვა შთაბეჭდილებების შესახებ გვარამიას სოციალურ ქსელში არაფერი დაუწერია და არც შენიშვნები გამოუხატავს, თუმცა რაკი ლაივ ვიდეოზე მისი "გული" ამ დრომდე ფიქსირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მან განახლებული კურიერის პირველ გამოშვებას უკვე უყურა და სურვილი გაუჩნდა, გული დაეწერა.


იმის გათვალისწინებით, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქს ირონიის გამომხატველი სხვა უარყოფითი სმაილებიც აქვს, ჩანს, რომ ამ შემთხვევაში გვარამიამ დადებითი შეფასება გააკეთა.


სხვათაშორის, უნდა ითქვას, რომ ნათია ლაზაშვილის არხზე დაბრუნება ბევრმა დადებითად შეაფასა.


image


სხვათაშორის, ნათია ლაზაშვილს პირველ ეთერში იგივე პიჯაკი ეცვა, რიმელიც 13 წლის წინ, კურიერის ბოლო გამოშვებაში, სადაც მაყურებელს დაემშვიდობა. მისმა ამ ჟესტმაც სოციალურ ქსელში დადებითი გამოხმაურება ჰპოვა.

ნახეთ განახლებული "კურიერი" ვიდეო

0
514
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
514
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0