x
image
ნინო ბაისონაშვილი
სეკულარიზმი საქართველოში 1918-1921 წლებში
გადაჭარბებად არ ჩაითვლება თუ ვიტყვით, რომ საქართველოს დემოკრატული რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ სამი წელი იარსება, იმ ეპოქისთვის ერთ-ერთი პროგრესული და განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო იყო მსოფლიოში . რაც შეეხება სეკულარიზმის საკითხს, ეკლესიის და სახელმწიფოს ურთიერთობის, ურთიერთდამკიდებულების თემას, დამფუძნებელმა კრებამ ეს საკითხი საკმაოდ დაძაბულ გარემოში მიმოიხილა და გაბედული გადაწყვეტილებაც მიიღო.

1920 წლის 16 ოქტომბერს დამფუძნებელი კრება საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. რელიგიის საკითხი, მოგეხსენებათ, საკმაოდ რთული და სენსიტიური თემაა, საქართველოში კი თითქმის ყოველთვის დიდ ხმაურს იწვევდა რელიგიის გარშემო წამოჭრილი დისკუსიები, თუმცაღა დამფუძნებელ კრებას კარგად ესმოდა სეკულარული სახელმწიფოს მნიშვნელობა. კრების თავმჯდომარე გახლდათ კონსტანტინე ჯაფარიძე. კრებას სხვადასხვა კონფესიის და აღმსარებლობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ მოახერხეს ისეთი კანონპროექტის დამტკიცება, რომელიც საკმაოდ “სახიფათო “ პუნქტებსაც შეიცავდა. კერძოდ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა უზრუნველყოფდა :

1. რწმენის და ღვთისმსახურების სრულ თავისუფლებას, პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები კი ერთნაირი იყო ყველასთვის, განურჩევლად კონფესიისა.

2.სახელმწიფო არ დააფინანსებდა არცერთი აღმსარებლობის საქმიანობას, არ გასცემდა არავითარ ჯილდოს ან სუბსიდიას. ეს საკუთარ თავზე შეეძლოთ კონკრეტული აღმსარებლობის წარმომადგენლებს აეღოთ სურვილის და საჭიროების შემთხვევაში.


3. სახელმწიფო არ ერეოდა მართლმადიდებლური ეკლესიის შიდა საქმეებში.

4.არცერთ სასულიერო დაწესებულებას არ მიენიჭა კერძო საკუთრების ან უძრავი ქონების შეძენის უფლება.

5. სასულიერო დაწესებულებების ხელში არსებული უძრავი ქონება სახელმწიფოს ხელში გადავიდა .

6. განათლების მინისტრს დაევალა იმ საეკლესიო ქონების სიის შედგენა, რომელსაც ისტორიული ან მხატვრული ღირებულება ჰქონდა, რადგან ისინი დაექვემდებარებოდნენ სახელმწიფოს.

7. სდრ-მ აკრძალა საღმრთო რჯულის სწავლება სამოქააქო დაწესებულებებში. რელიგიური პროპაგანდის უფლება მიენიჭა ყველა კონფესიას.

8. ცერემონიები, პროცესიები და სხვა კულტურული ღონისძიებები თვითმმართველობების მიერ უნდა მოწესრიგებულიყო.

1920 წლის 20 ოქტომბერს კომისიის მეორე კრებამ საბოლოოდ დაამტკიცა შემდეგი :

სახელმწიფო არ ერევა არცერთი კონფესიის შიდა საქმეებში, არ კრძალავს ან მფარველობს მათ. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვბრებ ადამიანებს კანონით მიენიჭათ რწმენის თავისუფლება, აგრეთვე მისი შეცვლის, თავისუფალი ქადაგების, პროპაგანდის და სხვა კანონით დადგენილი უფლებები. სახელმწიფო მკაცრად გაიმიჯნა რელიგიისგან, ის არცერთ მათგანს არ დააფინანსებდა. ფინანსური თუ სხვა სახის საკითხების გადასაჭრელად ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენლებს ექნებოდათ სრული თავისუფლება შეექმნათ გაერთიანებები, თემი, მრევლი და სხვა . რაც შეეხება იურიდიული პირის უფლებას, ამას კანონი მკაცრად აკონტროლებდა : ეს უფლება ექნებოდათ მხოლოდ იმ სარწმუნოებრივ საზოგადოებებს, რომელთა მიზანიც არ იქნებოდა კომერციული ან რაიმე სხვა სახის ფინანსური სარგებლის მიღება. image




0
126
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0