x
მეტი
  • 20.11.2019
  • სტატია:96726
  • ვიდეო:343731
  • სურათი:458628
არქიტექტორი და ეთნოლოგი გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი გარდაიცვალა
გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი

2019 წლის 24 სექტემბერს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი, ეთნოლოგი და არქიტექტორი, ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი.

იგი წლების მანძილზე, როგორც არქიტექტორი, მონაწილეობდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში, აფიქსირებდა ტრადიციული არქიტექტურისა და ხალხური გამოყენებითი ხელოვნების ძეგლებს.

აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას ხელმძღვანელობით მოამზადა და 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეძღვნებოდა ქართველ მთიელთა საცხოვრებლის ინტერიერის პრობლემებს.


მთელი ამ წლების მანძილზე გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილი სამეცნიერო-კვლევით მუშაობასთან ერთად ეწეოდა აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას. მუშაობდა ჟანრების ფართო სპექტრში: ფერწერა, გრაფიკა, პლაკატი, სამეცნიერო ილუსტრაცია, სასაქონლო ნიშანი, ემბლემა, პიქტოგრამა და სხვ.

ის იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი.

დავითაშვილი


გიორგი დავითაშვილი

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:George Chubini
George Chubini
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0