x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს შეიძლება ვლადიმირ ზელენსკიც შეეწიროს?

image

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თანამდებობაზე არჩევის დღიდან სკანდალებში იყო გახვეული. ყველას გვახსოვს ხმაურიანი გამოძიება მისი საპრეზიდენტო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირების შესახებ. ამ გამოძიების გამო რამდენიმე ადამიანი ახლა ციხეშია. ასევე გვახსოვს ხმაურიანი სკანდალი მსახიობ, შტორმი დენიელსის (იგივე სტეფანი კლიფორდისის) მონაწილეობით, რომელიც აცხადებდა, რომ თავის დროზე მაშინ ჯერ კიდევ ბიზნესმენ დონალდ ტრამპს რომანი ჰქონდა, 2016 წელს საპრეზიდენტო კამპანიის დაწყებისას კი ადვოკატის შუამავლობით თანხა გადასცეს გაჩუმების სანაცვლოდ. შემდეგ დენიელსის განცხადებებს კიდევ

ერთი, ახლა უკვე მოდელის კარენ მაკდუგალის განცხადებაც დაემატა, რომ ტრამპს მასთანაც ჰქონდა თავის დროზე რომანი.

ამ განცხადებებს არ მოჰყოლია დიდი პოლიტიკური ზიანი, არც ე.წ. მიულერის გამოძიებას დაუზიანებია დონალდ ტრამპის კარიერა, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წევრი ჯერ კიდევ მაშინ მოითხოვდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის
პროცესის დაწყებას. თუმცა ეს ასე არ მოხდა.

კიდევ ერთი რამ, რაც არ მოხდა: დონალდ ტრამპმა, სამწუხაროდ, ვერ დაინახა, რომ მის თანამდებობაზე მყოფი ადამიანისთვის აუცილებელია სიფრთხილე ნებისმიერთან ურთიერთობაში, იქნება ეს პოლიტიკოსი, სხვა ქვეყნის ლიდერი თუ თანამშრომელი ან ხელქვეითი. სამწუხაროდ, მას არ გამოუმუშავდა ან ვერ გამოუმუშავდა, ან არც უცდია საკუთარ თავზე ემუშავა და ჩამოყალიბებულიყო პოლიტიკოსად. ის დარჩა ისეთივე მოუხეშავ ბიზნესმენად, როგორიც 2016 წლამდე იყო.

შედეგმაც არ დააყოვნა და ახალი სკანდალი გაჩნდა, რომელმაც უკვე ორი ქვეყანა - უკრაინა და შეერთებული შტატები დიპლომატიურ გაუგებრობაში გახვია, თან მაშინ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ახლა ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილურობა და ნაკლები სკანდალები...


რა გააფუჭა დონალდ ტრამპმა? იხილეთ ვრცლად

0
225
1-ს მოსწონს
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0