x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ გავათეთროთ ქვაბები მარტივად?

თანამედროვე გამოგონებებმა მკვეთრად გაამრავალფეროვანა და გააადვილა დიასახლისის ყოფა სამზარეულოში. არსებობს მუდმივი ცხელი წყალი, წურჭლის გასარეცხი თუ გასახეხი უამრავი ხარისხიანი ქიმური საშუალება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი ხარისხის ქვაბები თუ ტაფები, რომლებიც საკვებს არ იკრავს შეწვისა და მოხარშვის დროს.


image


თუმცა, პრაქტიკულად შეუძლებელია ლითონის ქვაბებზე მინარევებისა და ლაქების არ არსებობა და დიასახლისებს ყველა გზის გამონახვა უწევთ მათ მოსაშორებლად.


დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ყველაზე ხელმისაწვდომ, მარტივ და იოლ ხრიკს, თუ როგორ დავუბრუნოთ სითეთრე სპილენძისა და სხვადასხვა ლითონის ქვაბებს. რისთვისაც დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ საკვები მარილი და ღვინის თეთრი ძმარი.




როგორ გავათეთროთ მარტივად ლითონის ქვაბები?



მოათავსეთ ის ქვაბი თუ ტაფა ნიჟარაში, რომლის გახეხვაც გსურთ და დააყარეთ მარილი.


imageimage



შემდეგ დაასხით თეთრი ძმარი. კვლავ მოაყარეთ მეტი მარილი და გააჩერეთ 15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ კი გახეხეთ სახეხი ღრუბლით. მაშინვე შეამჩნევთ, რომ ის წარმოუდგენლად გათეთრდა.


imageimage



ეს მეთოდი ერთ-ერთი მარტივი, ეკონომიური და ხელსაყრელია იმისათვის, რომ დიასახლისებმა, რომლებიც გამუდმებით ტრიალებენ სამზარეულოში და ცხიმიანი საკვების მომზადება უწევთ, რის შემდეგაც ქვაბები და ტაფები კარგავენ პირვანდელ სახეს, გამოიყენონ პრაქტიკულად და დაუბრუნონ ჭურჭელს სითეთრე და ბრწყინვალება.



აქვე ბონუსად გასწავლით კიდევ ერთ მარტივ ხრიკს, თუ როგორ გავათეთროთ ლითონის ქვაბები.


გამოიყენეთ საკვები სოდა და წყალბადის ზეჟანგი. აიღეთ მინის თასი, ჩაყარეთ ჭიქის მეოთხედი საჭმლის სოდა და დაამატეთ იგივე რაოდენობის წყალბადის ზეჟანგი. აღვივდება და წარმოიქმნება სქელი მასა, რომელსაც წაუსვამთ ცხიმიანი ჭურჭლის ზედაპირს და გააჩერებთ რამდენიმე წუთით, შემდეგ კი ჭურჭლის ღრუბლით გაწმენდთ და ჩამორეცხთ წყლით. შედეგით თავადვე გაოცდებით.





იხილეთ აგრეთვე:



იმისათვის, რომ უნიტაზი მუდამ თეთრი და სუფთა იყოს, გამოიყენეთ ეს მეთოდიimage





როგორ გავწმინდოთ სარეცხის მანქანა ობისგან - რჩევები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგებაimage










როგორ გავათეთროთ გაყვითლებული თეთრი მაისური "ქლორის" გარეშეimage







როგორ მოვაშოროთ სახლიდან ობი და ნესტი? ყველაზე მარტივი და უსაფრთხო გზაimage










რა მოხდება თუ უნიტაზის ავზში ძმარს ჩავასხამთ?image









აუცილებლად დაყარეთ თქვენს ლეიბზე სოდა! იცით რატომ?image






როგორ დავუბრუნოთ ბალიშებს სიქათქათე? ბალიშების რეცხვის სწორი მეთოდიimage



0
582
11-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0