x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
გერმანული ხასიათი
image


1971 წელს ბორნეოს ჯუნგლებში ჩამოვარდა თვითმფრინავი LANSA 508, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, თვითმფრინავი ნაკუწებად დაიშალა. მათ შორის იმყოფებოდა მარია კეპკე გერმანიიდან და მისი ქალიშვილი 17 წლის ჯულიანა კეპკე (juliane Koepke), რომლებიც ოჯახის უფროსთან, ცნობილ გერმანელ მეცნიერთან ჰანს ვილჰელმ კეპკესთან მიემართებოდნენ.


... ჯულიანა აზრზე მოვიდა, ის ჯერ კიდევ სავარძელზე იყო მიბმული, საათი მის ხელხე აჩვენებდა დილის 9 სთ-ს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გოგონა უგონოდ 24 სთ-ის მანძილზე იყო. ჯულიანა იყო ცოცხალი, მაგრამ არა უვნებელი - მას გატეხილი ჰქონდა ლავიწის ძვალი, მოტეხილი ჰქონდა ფეხი, სხეულზე კი მრავალი ჭრილობა, ასევე მიღებული ჰქონდა ტვინის უმძიმესი შერყევა: იგი წარამარა კარგავდა გრძნობას და გული ერეოდა.


რამდენიმე დღე მოუნდა მხოლოდ იმას, რომ ჯულიანა იმდენად მოსულიყო აზრზე, რომ გრძნობა არ დაეკარგა, მან ტოტებისგან და ტანსაცმლის ნაგლეჯებისგან გაკეთებული იმპროვიზირებული არტაშანი დაიდო მოტეხილ ფეხზე და სცადა ეპოვნა დედა და სხვა გადარჩენილები, მაგრამ რამდენიმე დასახიჩრებული გვამის გარდა ვერავინ იპოვნა, საჭმლიდან კი თვითმფრინავის ნამსხვრევებში შეძლო ერთი მუჭა კანფეტის პოვნა. გოგონა ახლომხედველი იყო, სათვალეები კატასტროფისას გაუტყდა, იმისთვის რომ შხამიან გველებთან შეხვედრის რისკის მინიმალიზირება მოეხდინა იგი ჯერ ფეხსაცმელს ყრიდა თავის წინ, შემდეგ კი თავად გადაადგილდებოდა, ეს გადაადგილების ისედაც დაბალ სიჩქარეს (მოტეხილი ფეხის გამო) ძალიან ამცირებდა, მაგრამ უზრუნველყოფდა იმას, რომ შხამიანი გველები გასცლოდნენ.



ყოფილი "ნაცისტი" სამხედროს, ჯულიანას მამისაგან მიღებული აღზრდა, ცოდნა ჯულიანას ეხმარებოდნენ რომ არ დანებებულიყო და უიმედო სიტუაციის მიუხედავად სიარული გაეგრძელებინა. მან იცოდა, რომ უნდა ეპოვნა ნაკადული და გაჰყოლოდა მას, რადგანაც ნაკადული მდინარესთან მიიყვანდა, მდინარის გასწვრივ სიარული კი ადრე თუ გვიან ადამიანების დასახლებასთან. იგი ასეც მოიქცა და მდინარის პოვნის შემდეგ მისი კალაპოტის გასწვრივ გადაადგილდებოდა, ეს ზრდიდა შხამიან გველებთან და მტაცებელ ცხოველებთან შეხვედრის შანსებს, მაგრამ სამაგოეროდ მდინარის კალაპოტის გასწვრივ გადაადგილება გაცილებით იოლი იყო, ვიდრე გაუვალ ჯუნგლებში. ამასობაში ჯულიანას ჭრილობები დაჩირქდა, მათში გაჩნდნენ მატლები, ჯულიანას არ ჰქონდა საჭმელი, იგი ნაპოვნ რამდენიმე კანფეტს იზოგავდა და ჭამდა კენკრას.


ავიაკატასტროფიდან ათი დღის შემდეგ ჯულიანას უიმედობამ აპოგეას მიაღწია, მისი ჭრილობები საშინლად იყო დამპალი, მათში მატლები ფუთფუთებდნენ, რომლებიც მას საშინელ ტკივილს აყენებდნენ და ღამე თუნდ რამდენიმე წუთით დაძინების საშუალებას არ აძლევდნენ. საშინლად იყო დასუსტებული შიმშილისგანაც, მაგრამ მან გადაწყვიტა ბოლომდე ებრძოლა, იგი მიწაზე ფორთხვით გადაადგილდებოდა. მეათე დღის ბოლოს მან იპოვნა მოტორიანი ნავი. ჯულიანამ მამისგან იცოდა, რომ ბენზინი მატლებისა და მკბენარების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა და მან ჭრილობები ბენზინით დაიმუშავა.


შემდეგ დღეს ნავთან ადგილობრივი მცხოვრებლები გამოჩნდნენ. გოგო ისე გამოიყურებოდა, რომ მათ იგი ტყის ავი სული ეგონათ და გაქცევა დააპირეს, მაგრამ გოგომ საბედნიეროდ ესპანურიც იცოდა, მან ესპანურად აუხსნა აბორიგენებს რაშიც იყო საქმე, იგი ნავში ჩასვეს და 9 საათში მიიყვანეს დასახლებულ პუნქტამდე, სადაც პატარა აეროპორტი იყო.



ავიაკატასტროფიდან 12 დღის შემდეგ მას კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაუწიეს და იგი შეხვდა მამამისს. ერთადერთ გადარჩენილზე ამბავი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და მის სანახავად წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტები დაიძრნენ. მისი ჩვენებით მაშველებმა შეძლეს კატასტროფის ადგილის პოვნა, რაც ადრე ვერ მოახერხეს დაბურული ტყის საფარის გამო ციდან არაფერი ჩანდა. გამოირკვა, რომ ავიაკატასტროფისას 14 ადამიანი გადარჩა. მათ შორის ჯულიაზე ნაკლებადდაშავებულებიც იყვნენ, მაგრამ მათ არ ეყოთ ნებისყოფა საკუთარი გადარჩენისათვის ებრძოლათ და მაშველების მისვლის მომენტისათვის ყველა მათგანი გარდაცვლილი იყო.


ჯულიანა დაბრუნდა გერმანიაში, დაამთავრა უნივერსიტეტი, დაიცვა ხარისხი და მშობლებივით სახელგანთქმული მეცნიერი გახდა მის სფეროში. იგი მოგვიანებით დაბრუნდა ამაზონის ტყეებში. მათ გამოსაკვლევად 57 წლის ასაკში მან დაწერა წიგნი "როგორ ჩამოვვარდი ციდან": "მე დიდი ხნის მანძილზე თან მდევდა კოშმარები. მრავალი წლის მანძილზე ვგლოვობდი დედაჩემს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც იმ დღეს დაიღუპა. მე მუდმივად თან მდევდა აზრი: რატომ გადავრჩი იმ დღეს და რატომ დაიღუპნენ სხვები? ეს აზრი ალბათ ცხოვრების ბოლომდე გამყვება თან. მთავარია არც ერთ სიტუაციაში არ დანებდე და ბოლომდე იბრძოლო!"

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0