x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვასწავლიან
გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა,  როგორც გვასწავლიან


ჩამოვწეროთ ყველა ის მთავარი ფაქტი, რაც უნდა ვიცოდეთ გიზას პირამიდების შესახებ:

ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და შესანიშნავია გიზას პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდს შესაბამისად ეწოდება "გიზას დიდი პირამიდა". გიზას პირამიდები აშენებულია პითაგორას სამკუთხედების მოდელით. პითაგორას სამკუთხედის გვერდების ერთმანეთთან კვეთა არის 3:4:5. ფუძე კვადრატს წარმოადგენს. გვერდების სიგრძეებია (230.4; 230:52; 230:6; 230:54), ხოლო კუთხეები ჰორიზონტის მხარეების მიმართ გამაგონებელი სიზუსტითაა ორიენტირებული.

მანძილი გიზას დიდი პირამიდის წვერიდან დედამიწის ცენტრამდე ზუსტად შეესაბამება მანძილს პირამიდის წვერიდან ჩრდილოეთ პოლუსამდე და ეს ზუსტად შეესაბამება მანძილს დედამიწის ცენტრიდან ჩრდილოეთ პოლუსამდე.



გიზას დიდი პირამიდა


თავიდან გიზას დიდი პირამიდის სიმაღლე იყო 147 მეტრი. ამჟამად მისი სიმაღლე 136 მეტრია. მას რომ გარშემო შემოვუაროთ 1 კილომეტრზე დიდი მანძილის გავლა მოგვიწევს. მხოლოდ ამ ერთი პირამიდის ასაშენებლად დაიხარჯა მინიმუმ 2, 300, 000 ლოდი, რომლებიც დღესაც ისეთი სიზუსტით ერწყმიან ერთმანეთს, რომ მათ შორის ნემსსაც ვერ გავატარებთ. ფართობი, რომელსაც გიზას დიდი პირამიდა იკავებს 5, 15 ჰექტარია (1 ჰექტარი=1000 კვ.მ). ამ ფართობში 200 ჩოგბურთის კორტი მოთავსდება. გიზას დიდი პირამიდა რჩებოდა ყველაზე მაღალ შენობად დედამიწაზე 38 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში (სინამდვილეში ბევრად მეტი ხნის), ახ.წ. 1311 წლამდე სანამ არ აშენდა ლინკოლნის კათედრალი ინგლისში. მაგრამ მხოლოდ ცენტრალური კოშკი იყო მისი სიმაღლის განმსაზღვრელი, რომელიც მალევე დაინგრა. აშენებიდან რამდენიმე საუკუნის შემდგომ და ახლა აღარ არსებობს.


გიზას დიდ პირამიდას აქვს არა 4 გვერდი, არამედ 8 გვერდი. აქამდე ეს თვით საუკეთესო მკვლევარებმა და ეგვიპტოლოგებმაც კი არ იცოდნენ, ვინაიდან ეს იმდენად შეუმჩნევლადაა გაკეთებული ინჟინრების მიერ, რომ მხოლოდ მზის ისეთი კუთხიდან დაცემის დროს ჩანს, როგორც მხოლოდ გაზაფხულისა და შემოდგომის ბუნიობისას ხდება. და ამასაც მხოლოდ მაშინ დავინახავთ, თუ პირამიდას ზევიდან დავყურებთ. ასეთი კონსტრუქციის შექმნას უმაღლეს დონეზე განვითარებული მათემატიკა ესაჭიროება.


გიზას დიდი პირამიდა 8-გვერდიანია


გიზას პირამიდებში არ არის აღმოჩენილი რაიმე კვალი იმისა, რომ იქ ოდესმე ვინმე სანთელს, ლამპარს, ჩირაღდანს ან სხვა ამგვარს წვავდა გზის გასანათებლად მშენებლობის პროცესში ან მშენებლობის დასრულების შემდგომ. ჩნდება კითხვა: მაშინ რით ანათებდნენ პირამიდას შიგნიდან მშენებლობის პროცესში, ან რით ინათებდნენ გზას პირამიდაში გადაადგილებისას უკვე მას შემდეგ რაც მისი მშენებლობა დაასრულეს? მზის ამრეკლავების თეორიის სისწორე არ დაადასტურა ჩატარებულმა ექსპერიმენტმა. ამრეკლავების სინათლე რამდენიმე გვირაბში "მოხვევის" შემდგომ უბრალოდ ქრება და შეუძლია ადამიანს გზა სულ მცირე მონაკვეთზე გაუნათოს, ხოლო დანარჩენი, პირამიდის შიდა გზის უდიდესი ნაწილის გავლა სრულ სიბნელეში მოუწევდათ თუ არაფერს აანთებდნენ.


პირამიდებში არაა აღმოჩენილი რაიმე ნამწვის კვალი


გიზას დიდი პირამიდის გვერდის (230, 37 მ) ნამრავლი ორზე, გაყოფილი პირამიდის თავდაპირველ სიმაღლეზე (146, 64 მეტრი) იძლევა 3, 14-ს. რიცხვს, რომელსაც ეწოდება "პი".

პირამიდის ოთხივე გვერდის ფართობი მისი თავდაპირველი სიმაღლის კვადრატს უდრის.

გიზას დიდი პირამიდა აშენებულია დედამიწის ხმელეთის ზუსტად გეოგრაფიულ ცენტრში. ეს დამთხვევაა? ყველაზე მასშტაბური და კაცობრიობის ისტორიის ყველაზე იდუმალებით მოცული შენობა აღმოჩნდა აშენებული კონტინენტებს შორის ზუსტად გეოგრაფიულ შუა წერტილში (იხ. Geographical centre of Eart).


გიზას დიდი პირამიდა დედამიწის ხმელეთის ცენტრში


მერიდიანი, რომელიც გიზას დიდ პირამიდაზე გადის წყლებს და კონტინენტებს ზუსტად ორ თანაბარ ნაწილად ჰყოფს.

მთელი ეგვიპტის მასშტაბით აბსოლუტურად არცერთი იეროგლიფი, პაპირუსი, თუ ნახატი არ საუბრობს პირამიდებზე, არ გვიჩვენებს მათი აგების დროს, ვადებს, ტექნოლოგიას ან სხვა ამგვარ ინფორმაციას. საერთოდ არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან ისინი პირამიდების შესახებ. 2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არქეოლოგმა მარკ ლენერმა აღმოაჩინა პაპირუსი, რომელზეც წერია, რომ თითქოს 2 ტონაზე დიდი ქვები ნილოსის მეშვეობით გადაჰქონდათ ძველ ეგვიპტელებს გიზას პლატომდეო. საქმე იმაშია, რომ სინამდვილეში პაპირუსის ტექსტში საერტოდ არაა ნახსენები ქვების წონა და ზომა ან სიტყვა "პირამიდა". პირამიდის გარშემო გიზას პლატოზე უამრავი სხვა ნაგებობა შენდებოდა, ვინაიდან ეს ადგილი ეგვიპტისთვის ელიტარულად მიიჩნეოდა. აქ იყო მცირე ტაძრები და სხვა ამგვარი ნაგებობები. სწორედ ამ ნაგებობების ასაშენებლად გამოიყენებოდა ის ქვები, რომლებიც ამ პაპირუსშია ნახსენები.


მარკ ლენერის მიერ აღმოჩენილი პაპირუსი


პირამიდებში არ არის აღმოჩენილი არანაირი გამოსახულება, ნახატი, იეროგლიფი ან სხვა მსგავსი რამ. მისი კედლები არის სრულიად სუფთა. ეს არ ახასიათებს არცერთ ეგვიპტურ ნაგებობას. ეგვიპტელებს წესად ჰქონდათ, რომ ადგილსაც კი არ ტოვებდნენ თავიანთ ტაძრებში თუ სამარხებში კედლებზე მოუხატავად ან რაიმეს დასაწერად. შედარებისთვის იხილეთ ერთ-ერთი ეგვიპტური ტაძრის და გიზას დიდი პირამიდის ინტერიერი:


ხონსუს ტაძარი ეგვიპტეშიგიზას პირამიდის ინტერიერი


გიზას დიდ პირამიდაში 2016 წელს აღმოაჩინეს საიდუმლო ოთახი, საცავი, რომლის დანიშნულება დღემდე გაურკვეველია. ასევე გაურკვეველია და ყველაზე საინტერესოა ის, თუ რა ინახება შიგნით. სათავსო დაახლოებით 30 ან მეტი მეტრის სიგრძისაა. აღმოჩენა გაკეთდა მას შემდეგ, რაც გამოყენებული იქნა ინოვაციური სკანირების მეთოდი "Scanpyramids"-ის პროექტის ფარგლებში. ნაწილაკები სახელად მუონები (Muons) ურთიერთქმედებენ დასასხივებელ ობიექტთან, აღწევენ მასში და სპეციალური აპარატის მეშვეობით წარმოგვიდგება მიწისქვეშეთის, ან ამ შემთხვევაში კედლის იქით მდებარე სივრცის სამგანზომილებიანი გამოსახულება. მსგავსი აპარატურა გამოიყენება მაგალითად ვულკანური ლავის, არხების ან მიწისქვეშ გამავალი წყლის მილების ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად. მეცნიერებს რა თქმა უნდა, არ უნდათ და აკრძალულიც აქვთ პირამიდის რაიმე სახით დაზიანება, აქედან გამომდინარე შიდა კედელს, რომელიც ჰყოფს პირამიდის დანარჩენ შიდა სივრცეს ახალაღმოჩენილი ოთახისგან, ვერ დაანგრევენ, ამიტომ ჯერ საცავში შესვლა და იმის გარკვევა თუ რა არის შიგნით, ვერ მოხერხდა.


საიდუმლო ოთახი გიზას პირამიდაში აღმოჩენილია


დღევანდელ აკადემიურ მეცნიერებაში მიიჩნევა, რომ გიზას პირამიდები აშენდა ძვ.წ. 2551-2528 წლებში. ანუ გიზას პირამიდებს მიაკუთვნებენ ე.წ. "ძველი სამეფოს პერიოდს (ძვ.წ. 2686-2181 წწ.)

გიზას დიდ პირამიდის მშენებლობისთვის გამოყენებული მინიმუმ 2, 300, 000 ლოდიდან დიდი უმრავლესობის წონა 2-3 ტონამდეა. არის ბევრად დიდი ლოდებიც, რომელთაგან ზოგიერთის წონა 80 ტონამდე აღწევს. ამ ლოდების პირამიდებამდე მიტანა უკიდურესად გაჭირდებოდა მაშინდელი ტექნოლოგიების გამოყენებით, ვინაიდან ადგილი, სადაც მოიპოვებოდა და მზადდებოდა ლოდები, გიზას პირამიდების მშენებლობის ადგილიდან დასორებულია 500 მილით, ანუ 804 კილომეტრით. (თუ რამდენად რთულია ტონობით წონის მქონე ნებისმიერი მასალის დიდ მანძილზე გადატანა დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი, იხილეთ შემდეგი სტატია: "მეგალითების ქვათა ღაღადი - დაკარგული ცივილიზაციის ნარჩენები").

გიზას პირამიდების და ამერიკაში თეოტიუაკანის პირამიდების შედარებისას გაირკვა, რომ ორივე მათგანი ზუსტად ემთხვევა ორიონის თანავარსკვლავების განლაგებას ისე, როგორც ეს დედამიწიდან ჩანს და შესაბამისად ერთმანეთსაც ზუსტად ემთხვევიან.


გიზას პირამიდების,  თეოტიუაკანის პირამიდების და ორიენის თანავარსკვლავედის ვარსკვლავთა განლაგება


როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიზას პირამიდებს დღევანდელი მეცნიერები მიაკუთვნებენ ძვ.წ. 26-ე საუკუნეს. მოდით ვნახოთ რა ხელსაწყოები ჰქონდათ "ძველი სამეფოს პერიოდის" ანუ ძვ.წ. 2686-2181 წლებში მცხოვრებ ეგვიპტელებს. აი ასეთი იარაღები ჰქონდათ მათ და ისინი სპილენძისგან ან ბრინჯაოსგან იყო დამზადებული. არქეოლოგიური მასალა, არტეფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ შესამჩნევი რაოდენობით ბრინჯაოს იარაღები ეგვიპტეში პირველად ჩნდება ძვ.წ. 2613 წლიდან ძვ.წ. 2494 წლამდე პერიოდში.


ძველი სამეფოს პერიოდის ეგვიპტური იარაღებიძველი სამეფოს პერიოდის ეგვიპტური იარაღებიძველი სამეფოს პერიოდის ეგვიპტური იარაღები

ეს კი არის დოლორიტის ქვის ჩაქუჩები, რომლებსაც სამშენებლო მიზნებით იყენებდნენ ეგვიპტელები მთელი ძვ.წ. მესამე ათასწლეულის განმავლობაში:


დოლორიტის ქვის ჩაქუჩები


ახლა კი შევხედოთ რამდენიმე ნიმუშს იმ ეგვიპტური ნაკეთობებისა, რომელსაც დღევანდელი მეცნიერები, ეგვიპტოლოგები, არქეოლოგები მიიჩნევენ ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულში დამზადებულად:


imageimage

თითოეული ამ ქვათაგანი 20-30 ტონას იწონის. აქ საკითხავია არა მხოლოდ ის, თუ როგო დაამუშავეს ეს ქვები იმ პრიმიტიული იარაღებით, რაც ეგვიპტელებს ჰქონდათ ძვ.წ. III ათასწლეულში, როდესაც მეცნიერების დღევანდელი მტკიცებით, ეგვიპტელებმა თურმე ააშენეს პირამიდები და ეს საოცარი სტრუქტურები, არამედ ისიც საკითხავია თუ როგორ გადააადგილეს ისინი და მეტიც, გადაადგილების შემდეგ, როგორ ასწიეს აღნიშნული ქვები და როგორ დაალაგეს ერთმანეთზე? რა გამოდის, ამ ყოველივეს ამშენებელ ხალხს ამწეკრანები ან რამე მსგავსი მაღალი ტექნოლოგიები ჰქონდა?


ოსირიონი


საინტერესოა ისიც, რომ ხერხი სწორედ ეგვიპტელებმა გამოიგონეს. არქეოლოგიური მონაცემები გვიჩვენებს, რომ დღევანდელი მონაცემებით, პირველად სწორედ ეგვიპტელებმა გამოიგონეს ხერხი. ყველაზე ძველი ხერხები, რომელიც დამზადებული იყო ბრინჯაოსგან, აღმოჩენილია ეგვიპტეში სამარცხში ნომრით 3471 და განეკუთვნებოდა ეგვიპტის ადრეულ დინასტიურ პერიოდს (ძვ.წ. 3150-2686 წწ.), მაგრამ არცერთ მათგანს არ შეეძლო გრანიტის ქვა ასე გაეჭრა:


ეგვიპტეში აღმოჩენილი ნაჯახით ჭრის კვალი,  რომელიც ძვ.წ. III ათასწლეულით დაათარიღეს


ის ქვები, რომლისგანაც აშენებულია გიზას პირამიდები, შედგება გრანიტისგან (granite), ბაზალტისგან (basalt) და კირქვისგან (limestone). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სპილენძის (copper) და ბრინჯაოს (bronze) ხელსაწყოებს შეუძლიათ დაამუშაონ მოჰის შკალით მაქსიმუმ 3-3, 5 ბალის სიმაგრის ნივთიერებები, საგნები. გრანიტი კი არის 7-8 ბალის სიმაგრის, ბაზალტი 6 ბალის, ხოლო კირქვა 3.5.

მოჰის სიმაგრის შკალაზე (Mohs hardness scale) კარგადაა ნაჩვენები თუ რა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული ნებისმიერი სახის ხელსაწყო, რომ მან ზემოქმედება მოახდინოს, გაჭრას ან დაამუშაოს კონკრეტული მასალისგან შედგენილი ნივთი:


მოჰის სიმაგრის შკალა


ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურად თითქმის შეუძლებელია რომ სპილენძის და ბრინჯაოს იარაღებით დაამუშაო კვარციტი ან გრანიტი. აქვე ხაზგასასმელია ფაქტი, რომ რკინის გამოყენება ეგვიპტეში დაიწყეს მხოლოდ და მხოლოდ ძვ.წ. 1200 წელს (იხ. Iron age in Egypt). სპილენძის ხანის დადგომამდე ეგვიპტეში ოფიციალური ისტორიის თანახმად იყო სულ ქვის ხანა, ჯერ პალეოლითი, შემდეგ მეზოლითი და ბოლოს ნეოლითი.

ნეოლითური ხანა ეგვიპტეში დაიწყო ძვ.წ. 6000 წელს და გაგრძელდა ძვ.წ. 5000 წლამდე.

ამ დროიდან ეგვიპტეში დაიწყო სპილენძის ხანა და გაგრძელდა ძვ.წ. 3300 წლამდე. შემდეგ ეგვიპტეში დაიწყო ბრინჯაოს ხანა (ძვ.წ. 3300-1200).

ძვ.წ. 1200 წლიდან ეგვიპტეში დაიწყო რკინის ხანა. ამ დროს დაიწყეს ეგვიპტეში ნელ-ნელა რკინის იარაღების დამზადება-გამოყენება და ისიც შედარებით იშვიათად. საკმაო ხანი დასჭირდათ, სანამ სპილენძის და ბრინჯაოს იარაღს სრულად ჩაანაცვლებდნენ რკინის იარაღებით. ეს ეგვიპტეში მხოლოდ ძვ.წ. 500 წლიდან მოხდა. (იხილეთ სტატია: ეგვიპტური ცივილიზაციის პერიოდიზაცია).


გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა,  როგორც გვასწავლიან


უძველესი რკინის სადნობები, რომელიც ეგვიპტეშია ნაპოვნი მხოლოდ ძვ.წ. 664-525 წლებში დაიწყო ფუნქციონირება ეგვიპტის ქალაქ ნაუკრატისში (Naukratis). ჩნდება კითხვა როდის და ისტორიის რომელ პერიოდში ჰქონდათ ეგვიპტის ცივილიზაციას ტექნოლოგიები, რომელიც იყო დამზადებული უფრო მყარი მასალისგან, ვიდრე რკინა ან ფოლადია, ვინაიდან რკინის და ფოლადის ხელსაწყოებისგანაც კი ურთულესი იქნებოდა ამ ქვებთან მუშაობა და მათაც არ შეეძლებოდა იმგვარად დაემუშავებინა გიზას პირამიდების ასაშენებლად გამოყენებული ქვები, როგორც ჩვენ მას დღეს ვხედავთ. ვინაიდან რკინის სიმყარე არის მხოლოდ 4 ბალი მოჰის შკალით, ხოლო ფოლადის 4, 5 ბალი. ის გაჭრიდა ამ ქვებს მხოლოდ კირქვისგან რომ ყოფილიყო ქვები შემდგარი, მაგრამ ეს ქვები გრანიტისგან და ბაზალტისგან შედგება.


გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა,  როგორც გვასწავლიან


აქვე აღსანიშნავია, რომ ფოლადი დედამიწაზე პირველად ძვ.წ. 1800 წელს დაამზადეს პროტოქართველებმა ანატოლიის ტერიტორიაზე (Kaman Kalehoyuk). ხოლო რკინის წარმოება ასევე პირველად დედამიწაზე დაიწყეს სამხრეთ კავკასიის და ანატოლიის ტერიტორიაზე მცხოვრებმა პროტოქართველებმა ჯერ კიდევ ძვ.წ. მე-40 საუკუნისთვის, მაგრამ აქაც კი, არ დამდგარა რკინის ხანა ძვ.წ. 1200 წლამდე, ვინაიდან რკინის ხანის კულტურად მიიჩნევა მხოლოდ ის კულტურა, სადაც დამზადებული და გამოყენებული რკინის ნივთების რაოდენობა აჭარბებს სპილენძისა და ბრინჯაოს ნივთებს. ეგვიპტეშიც სწორედ იმ დროს დადგა რკინის ხანა, როცა ეგვიპტესა და ანატოლიაში და საერთოდ მთელს ახლო აღმოსავლეთში - ძვ.წ. 1200 წლიდან. ევროპაში კი ძვ.წ. 1100 წლიდან.


გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა,  როგორც გვასწავლიან


არსებობს პრიმიტიული მეთოდი, რომლითაც მხოლოდ ქვიშის, წყლისა და ბრინჯაოს ბირდაბირის გამოყენებით შეგვიძლია ძალიან დიდი გაჭირვებით გავჭრათ ასეთი ქვები, მაგრამ აქ ორი დიდი პრობლემა წარმოიშვება, პირველი ის რომ ამგვარი ბირდაბირი არ არის აღმოჩენილი ეგვიპტეში არქეოლოგიურად უკვე მრავალი ათეული წლის განუწყვეტელი ძიების შემდეგაც კი. ეგვიპტეში აღმოჩენილია უამრავი იარაღი, მაგრამ ის ხერხები, რომელიც აღმოჩენილია არის მხოლოდ და მხოლოდ ხელის, ძალიან მცირე ხერხები, დღევანდელ სტანდარტულ ხერხზე ორჯერ მოკლე.


გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა,  როგორც გვასწავლიან


არცერთ ეგვიპტურ იეროგლიფურ წარწერაში კედლებზე, არცერთ პაპირუსში და არცერთ კედლის მხატვრობაზე გამოსახული არ არის პროცესი, თუ როგორ აშენებდნენ გიზას პირამიდებს. არცერთ მათგანზე არაა გამოსახული ადამიანები ბირდაბირით ან თუნდაც მცირე ხერხით ხელში, რომლებიც ჭრიან ქვებს. არადა ეგვიპტელები სწორედ იმით გამოირჩეოდნენ, რომ ყველაფერს გამოსახავდნენ თავიანთი ტაძრების კედლებზე, მათ ყოფას, ცხოვრებას, ტექნოლოგიებს რაც ჰქონდათ.

მეორე პრობლემაა დროის საკითხი. ასეთი ბირდაბირები რომ ჰქონოდათ ძველ ეგვიპტელებს (რაც არ დასტურდება) და ამით რომ ემუშავა მაშინდელი ეგვიპტის აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს კვირაში შვიდი დღის და დღეში 24 საათის განმავლობაში, პირამიდების მშენებლობა დასრულდებოდა დაახლოებით 65 საუკუნეში, დაახლოებით ახ.წ. მე-21-ე საუკუნის დასაწყისში.


გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა,  როგორც გვასწავლიან


ქვები, რომლითაც პირამიდებია აშენებული თითქმის ყველა მათგანი არის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ზომის, წონის და ფორმის. ეს არ არის ქარხნული წესით დამზადებული, ერთი ყალიბით გაკეთებული ქვები, მაგრამ ამის მიუხედავად ერთმანეთში იმდენად კარგად ჯდება, რომ სიზუსტე მილიმეტრობითაა დაცული.


გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა,  როგორც გვასწავლიან

გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა,  როგორც გვასწავლიან


თუ მშენებლები დღეში 10 ცალ, მინიმუმ ორტონიან (და ზოგჯერ 3, 5, 10, 20 და 80 ტონამდეც კი) ლოდს გამოჭრიდნენ, დაამუშავებდნენ და გადაადგილებდნენ 800 კილომეტრის მანძილზე, აიტანდნენ და დადებდნენ სამშენებლო ობიექტზე (პირამიდაზე) და თან ისე, რომ ყოველი ქვა მილიმეტრობის სიზუსტით ერთმანეთში ჩამჯდარიყო ისე, რომ მათ სორის ნემსის გატარების საშუალებაც კი არ ყოფილიყო, მაშინ გიზას დიდი პირამიდის დასრულებას დასჭირდებოდა 664 წელიწადზე მეტი, ანუ 6 საუკუნე და 64 წელი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ პირამიდის მშენებლობას, როდესაც არ გაქვს ზუსტად ერთნაირი ზომის, წონის და ფორმის ქვების წარმოების საშუალება სჭირდება უმაღლესი მათემატიკის დღევანდელთან მიახლოებული ცოდნა და ექსტრემალურად რთული გამოთვლების წარმოება თუ რომელი ქვა სად განათავსო. წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ არა პირამიდას, არამედ ქვების გაურკვეველ გროვას.


გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა,  როგორც გვასწავლიან


საინტერესო ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტოლოგებს სურთ დაგვარწმუნონ, თითქოს გიზას პირამიდები სამარხებია, გიზას არცერთ პირამიდაში არასოდეს, არავის არანაირი სამარხი არ აღმოუჩენია. ეს არის მტკნარი სიცრუე, რომელსაც არ ამყარებს არქეოლოგიური მონაცემები და ამ წინადადების მტკიცებით ფორმაში ჩაწერა ისტორიის სახელმძღვანელოებში შეიძლება თამად მივიჩნიოთ ისტორიის გაყალბების მცდელობად.


გიზას პირამიდების შესახებ ყველაფერი ისე არაა,  როგორც გვასწავლიან


საერთოდ, უნდა დავფიქრდეთ, რატომ უნდა მონდომობოდა ვინმეს რომ შედგომოდა ამდენად ურთულეს და ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის პრიმიტიული ტექნოლოგიების პირობებში სრულიად შეუსრულებელ მისიას, როგორიც არის თუნდაც ერთი ისეთი პირამიდის მშენებლობა, როგორიც გიზას პირამიდებია? დღევანდელ დღესაც კი, დიახ, ჩვენს ცივილიზაციას უკვე შეუძლია გიზას დიდი პირამიდის ასლის დამზადება, როდესაც გვაქვს კომპიუტერული სისტემები, უზუსტესი გამოთვლები, მათემატიკის განვითარების ისტორიული მაქსიმუმი, უახლესი ტექნოლოგიები და დიდი რესურსები, მაგრად რად დაგვიჯდება დღევანდელ ცივილიზაციას, რომ გავაკეთოთ გიზას დიდი პირამიდის ასლი? ეს იქნება არა მხოლოდ ყველაზე ძვირიანი პროექტი, რაც კი ოდესმე განგვიხორციელებია, არამედ ამას დასჭირდებოდა რამდენიმე დიდი ქვეყნის გაერთიანებული რესურსები და ასობით მილიარდი დოლარი. თუკი დღევანდელი ტექნოლოგიებითაც კი 4 წელი სჭირდება ბეისბოლის მოედნის აშენებას, რა დროს და რესურსს წაიღებს ეს პროექტი? ეს დღევანდელ ტექნოლოგიებს თუ დავიხმართ აშენებისას, მაგრამ თუ ვეცდებით, რომ ზუსტად იმ ტექნოლოგიებით გავაკეთოთ, რა ტექნოლოგიებიც ძვ.წ. მე-3 ათასწლეულის ეგვიპტელებს ჰქონდათ, მთელი დედამიწის ყველა სახელმწიფოს რესურსი რომ ჩავდოთ, ეს პროექტი მაინც არ გამოვა, ან დასჭირდება რამდენიმე ათეული საუკუნე და ბოლოს მაინც არაფერი გამოვა. მივიღებთ არა პირამიდას, არამედ ქვების გროვას.


ფარაონი ხუფუ, ანუ ხეოფსი ეგვიპტეს მართავდა ძვ.წ. 2589-2566 წლებში. მეცნიერები, რომელთაც დღეს აკადემიები ჭკუას ეკუთხებიან ეგვიპტის საკითხებთან მიმართებაში, მიიჩნევენ, რომ ფარაონმა ხეოფსმა ააგებინა მთელი ეგვიპტის ხალხს გიზას პირამიდები იმისთვის, რომ საკუთარი სახელი უკვდავეყო, ვინაიდან ის მეგალომანიით გახლდათ შეპყრობილიო. ახლა გადავხედოთ რას გვეუბნება არქეოლოგია: ჯერ ერთი "ხუფუს პირამიდაში" არ აღმოჩენილა სამარხის რაიმე კვალი. მეორეც ის, რომ ფარაონ ხუფუს ანუ ხეოფსის ერთადერთი სტატუეტია აღმოჩენილი და ისიც 7.6 სანტიმეტრის სიგრძის. ისმის კითხვა: ჯდება თუ არა ეს მეგალომანიაკის ხასიათში?


გიზას პირამიდა და ხეოფსის ქანდაკება

ფარაონ ხუფუს ერთადერთი შემორჩენილი სტატუეტი - 7.5 სმ.


ბევრმა შესაძლოა არ იცის, რომ დიდი პირამიდის ქვეშ არის გაყვანილი გვირაბები, რომლის გათხრასაც დასჭირდებოდა კოლოსალურად დიდი სამუშაო. საერთოდ თუ იქნებოდა შესაძლებელი ეს, ძველი სამეფოს პერიოდში არსებული ხელსაწყოებით. ვინაიდან მიწა პირამიდების ქვეშ არის არა ნიადაგი, არამედ მყარი ქვანაფენი კირქვის ქანები, რომელიც უნდა გაეთხარათ მუშებს სპილენძის და ბრინჯაოს იარაღებით, რაც იგივეა, რომ ხის ნაჯახით ვცადოთ ხის მოჭრა. დამიჯერეთ, რომ არაფერი გამოგივათ. გვირაბები კი გაყვანილია 3 სართულის სიღრმეზე.


გვირაბები გიზას დიდი პირამიდის ქვეშ

გიზას პლატოზე, სადაც პირამიდები დგას, სწორედ პირამიდების შემოგარენში აღმოჩენილია უამრავი, ათეულობით მწისქვეშა ჩასასვლელი, რომელთაგან ზოგიერთი მალევე წყდება, მაგრამ ზოგიერთი მიდის სიღრმეში და სად, ჩვეულებრივი თვალისთვის არ ჩანს, სანამ არ მოხდება ამ ყველაფრის შესწავლა, შიგნით ჩასვლა და გადაღება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ვიდეოები არ გავრცელებულა, რომელიც ნათელს მოჰფენდა ყველაფერს და კითხვებს აღარ დატოვებდა. ეგვიპტის მთავრობას კი ზოგიერთი მათგანის ჩასავლელი დალუქული აქვს და მკაცრად კონტროლდება. ეს სრულიად მისაღები იქნებოდა გავრცელებული რომ იყოს ეგვიპტოლოგების მიერ ვიდეოები იმის შესახებ თუ რა ხდება ამ გვირაბების სიღრმეში და სად სრულდება ისინი.


მიწისქვეშა ჩასავლელი გიზას პლატოზე მიწისქვეშა ჩასავლელი გიზას პლატოზე მიწისქვეშა ჩასავლელი გიზას პლატოზე


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. ქართული მითოლოგია

5. საქართველო

6. საქართველო (ნაწილი II)

7. ნაციზმი

8. ჰიტლერი

9. მეცნიერება

10. რელიგია

11. პარანორმალი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
1730
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
1730
  
2019, 25 სექტემბერი, 18:24
შესწორება - 1 ჰექტარი=10,000 კვ.მ. (და არა ათასი)
0 1 1