x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დღეიდან „კურიერს“ მხოლოდ ერთი წამყვანი ეყოლება - ნათია ლაზაშვილი
image



ნათია ლაზაშვილი რუსთავი 2-ის ერთერთი მთავარი სახე რომ გახდება ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელები უკვე ადასტურებენ. ლაზაშვილი კვლავ კურიერის მთავარ გამოშვებას, ყოველ სამუშაო დღეს 21:00 საათზე გაუძღვება. ახალი სატელევიზიო სეზონი რუსთავი 2-ზე სწორედ დღეს უნდა დაიწყოს. ეთერში გავა დილის და შუადღის გადაცემები, ღამის გასართობი პროგრამა „გვიანი შოუ“. ასევე „კურიერის“ 10:00-12:00-15:00-18:00 და 21:00 საათიანი გამოშვებები.


საინფორმაციო სამსახურის მთავარი პრიდიუსერი ხათუნა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ 9 საათიან კურიერს მხოლოდ ერთი წამყვანი ეყოლება და დღის მთავარ გამოშვებაში წყვილი აღარ იქნება.


ის კურიერის წამყვანი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და რუსთავი 2 მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში სახელისუფლებო ზეწოლების და სარედაქციო პილიტიკაში ჩარევის გამო პროტესტის ნიშნად დატოვა.



ლაზაშვილი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ტელეეკრანს 2012 წელს დაუბრუნდა, როცა ივანიშვილის ოჯახმა მეცხრე არხი აღადგინა, სწორედ ის გახდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი. არხის დახურვის შემდეგ ლაზაშვილმა სხვადასხვა უწყების პიარ სამსახურში გადაინაცვლა.


ცნობილია, რომ კურიერში დაბრუნდა რუსთავი 2-იდან რამდენიმე წლის წინ გაურკვეველი მიზეზებით წასული რამდენიმე ჟურნალისტი.


განახლებულ „კურიერში“ სამუშაოდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ში სხვადასხვა ქართული არხებიდან აქტიური ჟურნალისტები გადადიან. უკვე დადასტურდა, რომ „იმედიდან“ სოფო ოხანაშვილი, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურიდან გურამ (გუკა) როგავა ამიერიდან რუსთავი 2-ზე კურიერის რეპორტიორად იმუშავებენ. ინფორმაციას თავად ჟურნალისტები უკვე ადასტურებენ და ამის თაობაზე სოციალურ ქსელშიც წერენ. როგავა შესაძლოა დღის კურიერის წამყვანიც იყოს. „კურიერში" რჩება თეონა ცხომელიძე, რომელიც განახლებულ კურიერშიც გააგრძელებს საქმიანობას,


განახლებული „კურიერი“ ეთერში 16 სექტემბრიდან უნდა გასულიყო, თუმცა საინფორმაციო გამოშვებების აღდგენა ვერ მოხერხდა. შემდეგ 23 სექტემბერი დაანონსდა, თუმცა ეთერის დაწყება კიდევ გადაიდო. არხის დირექტორმა პაატა სალიამ მხოლოდ ის განმარტა, რომ კურიერს ირაკლი იმნაიშვილი, ხათუნა ბერძენიშვილი და ნინო შუბლაძე უხელმძღვანელებენ.


სოფო ოხანაშვილი „იმედზე“ 5 წლის განმავლობაში „ქრონიკის“ ჟურნალისტი იყო, მანამდე ის „მოამბის“ კორესპონდენტად მუშაობდა. ხოლო გურამ როგავა პირიქით, ჯერ „ქრონიკაში“, შემდეგ კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე.


"დავ­ტო­ვე „პირ­ვე­ლი არხი“, სა­დაც 3 წელი და 3 თვე გა­ვა­ტა­რე. მად­ლო­ბა მა­უ­წყე­ბელ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს. წა­მო­ვე­დი, მაგ­რამ ვრჩე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის იდე­ის გულ­შე­მატ­კივ­რად! ახლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვის დროა. შევ­ხვდე­ბით მალე!“ - და­წე­რა რო­გა­ვამ.


განახლებულ კურიერს „იბერიას“ ყოფილი სახე - თამარ ურუშაძეც გაუძღვება, რომელიც ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მოდის. მან გვარამიას გუნდის „იბერიის“ შენობაში შესვლის შემდეგ კრიტიკული და ემოციური პოსტიც გამოაქვეყნა.


რუსთავი 2 ზე რჩება კურიერის წამყვანი ანუკა ქინქლაძეც, რომელიც თავდაპირველად ეკრანზე სწორედ ბიძინა ივანიშვილის მეცხრე არხზე გამოჩნდა, სადაც წლების მანძილზე საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა.


ცნობილია ისიც, რომ არხზე დარჩენილებს შორის პოპულარული სახეებიც არიან. რუსთავი 2-ზე გადაცემა "სხვა შუადღეს" გვანცა დარასელია, თიკა ფაცაცია, არჩილ სოლოღაშვილი და ქრისტინე იმედაძე წაიყვანენ. ერთი თვის წინ არხი დატოვა გადაცემის ორმა წამყვანმა: ნინო ხოშტარიამ და ბაია დვალიშვილმა. ასევე, ერთ-ერთი რუბრიკის ხელმძღვანელმა, მარინა ბერიძემ. როგორც გადაცემის პროდიუსერი, თამუნა კობერიძე ამბობს გადაცემას სხვა ახალი წამყვანებიც ეყოლება.


რუსთავი 2 ზე დარჩა ანი გიუნტერიც. ის საზოგადოებას ტელეკომპანია 202-ის იუმორისტული გადაცემებიდან ახსოვს და რამდენიმე წელია რუსთავი 2-ის დილის გადაცემის ჩართვებში სხვადასხვა რუბრიკებს უძღვება.


ჟურნალისტების გარდა არხზე მსახიობებიც დაბრუნდნენ. სხვადასხვა დროს რუსთავი 2-იდან გაურკვეველი მიზეზებით წასული მსახიობები „კომედი ჯგუფს“ უერთდებიან. უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ პოპულარული მსახიობები ეკა აბშილავა და სიკო ჭუმბურიძე, რომელიც „კომედი შოუს“ ერთერთი ძველი სახეები არიან, რუსთავი 2-ზე დაბრუნდნენ. ისინი განახლებულ „კომედი შოუში“ გამოჩნდებიან. ამის შესახებ მიშა ანდღულაძემ განაცხადა. აბშილავა და ჭუმბურიძე კომედი ჯგუფის სამუშაო თათბირს უკვე ესწრებოდნენ.


კომედი შოუში დაბრუნებული იუმორისტი სიკო ჭუმბურიძე განმარტავს, რომ ენერგიულად და შემართებით დაუბრუნდნენ საქმეს. მისი თქმით, აქცენტს ახალი პერსონაჟების შექმნაზე გააკეთებენ.


მიშა ანდღულაძეს სურს, რომ ხაზგასმით დააფიქსიროს და დიდი წარმატებებები უსურვოს „მთავარ არხს“, რადგან ერთი გუნდია და ისინი ემსახურებიან იუმორს.


ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზია "მთავარი არხი", დროებით "იბერიის" შენობიდან მაუწყებლობს. ამ ფაქტს "იბერიას" ჟურნალისტების აღშფოთება მოჰყვა, რომელთა ნაწილს სახელფასო დავალიანება დღემდე არ აუღია.


„იბერიას“ საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი თამარ ურუშაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

.

"თითქმის ერთი წელი გადის, რაც იბერიის, ჩუბინაშვილის 41-ნომერის კარი დაგვიხურეს. მოგვიჯახუნეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების, ბოდიშის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მოგვიხურეს ისე, რომ ამ დღის მერე, ათობით ჟურნალისტს დირექტორი რკინის გისოსებიანი ღობის მეორე მხრიდან გველაპარაკებოდა და შენობაშიც არ გვიშვებდნენ. არხი დახურეს. ტელევიზია გააჩერეს. ჟურნალისტები, ოპერატორები, მემონტაჟეები, პროდიუსერები, ტექნიკური თუ შემოქმედებითი ჯგუფფის წევრები პირდაპირი გაგებით ქუჩაში გამოყარეს. მას შემდეგ გუნდის უდიდესი ნაწილი ისევ სამსახურს ეძებს. იყო სასამრთლოები, მოგებული გადაწყვეტილების გასაჩივრებები შემდგომ ინსტანციაში. წარმატებები ყველა კოლეგას, მაგრამ იყო და არა იყო რა? ნატო ჩხეიძე (Nato Chkheidze) იქნებ გაგვცეთ პასუხი, იმ ასობით ადამიანს, ვისაც ასე მოექეცით. აღარაფერს აღარ აქვს ფასი?! აღარც მორალი არსებობს, აღარც ზნეობა? აღარც კოლეგიალობა? მხოლოდ ერთი მხარე და ერთი სიმართლეა?", -წერს თამარ ურუშაძე.

.

„იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილიც ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

.

"იმ ეზოდან საიდანაც დღეს ლაივებს გვთავაზობენ, ბევრი ისტორია მაკავშორებს, ჯერ კოდევ 2004 წლის 19 თებერვალს, როცა სპეც-დანიშნულების რაზმი შემოვარდა, იბერია დაარბიეს და ავტომატიანი სპეცრაზმელების წინ მოკროფონით ხელში ვიდექი. ამის მერე მეორე ისტორიადაიწყო, როდესაც სექტემბერში, როცა პირადად მეგონა, რომ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდი, აღმოჩნდა, რომ ოქუაშვილს სინამდვილეში თავისუფალი სიტყვა კი არა მილიონები აინტერესებდა. თითქმის ერთი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჟურნალიატოსთვის ყველა კარი ჩაკეტილი აღმოჩნდა. იმის მაგივრად, რომ მე და ჩემ კოლეგებს, რომლებიც იბერიაში ვმუშაობდით, კოლეგების მხრიდან სოლიდარობა მიგვეღო, დღეს ჩვენს ადგილებზე, ჩვენს სამუშაო მაგიდებთან, ჩვენს მოკრძალებულ ნიუსრუმში და სტუდიებში დასხდნენ. ძალიან გულსატკენია, მაშინ როცა ჩვენი ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, იბერიის შენობაში ასე შესვლა და იქიდან მაუწყებლობის დაწყების დაანონსება. თქვენს ადგილებზე თუ რუსთავი 2 ში მისვლა არ შეიძლება, ჩვენი ადგილების დაკავება მოსულა?" - დაწერა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში.

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0