x
image
ღიმილიანი
ეჭვიანი ხართ? ეჭვიანობა შეიძლება ურთიერთობის მთავარი პრობლემა გახდეს - 3 რჩევა ეჭვიან ადამიანებს

ოდესმე გიეჭვიანიათ? თუ კი, დაგვეთანხმებით, რომ საშინელი გრძნობაა. ბევრი ადამიანისათვის ის ასოცირდება საწამლავთან, რომელიც წამლავს თავად ეჭვიან ადამიანს და ასევე ამ ადამიანის პარტნიორს.

ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზებს:

1. ეჭვიანობა სიყვარულის ნიშანია!

ანდა

2. ადამიანები, რომლებიც სისულელეებზეც კი ეჭვიანობენ ყურებამდე არიან შეყვარებულები!




ეჭვიანობა ანგრევს ურთიერთობებს და ასეთი მსჯელობა მცდარია, რადგან ეჭვიანობის მიზეზები სავსებით სხვაგან უნდა ვეძებოთ!

image


" ეჭვიანობა შეიძლება ურთიერთობის მთავარი პრობლემა გახდეს. თერაპევტების გამოკითხვის თანახმად, ქორწინებაში მყოფ წყვილებში რომანტიკული ეჭვიანობა ჩხუბის სერიოზული საფუძველია." წყარო - psychologytoday.

აღნიშნული საიტის ბლოგზე ასევე ჩამოთვლილია კვლევის მიხედვით, რა არის ნამდვილი მიზეზი ეჭვიანობის ანუ რა იმალება ამ ქმედების მიღმა.


გთავაზობთ ექვსივე ფაქტორს მოკლედ:

1. დაბალი თვითშეფასების კოეფიციენტი

2. ნევროტიზმი - როცა ადამიანს ახასიათებს განწყობის, შფოთვის და ემოციურად არასტაბილურობის ზოგადი ტენდენცია

3. დაუცველობის, საფრთხის განცდა

4. პარტნიორზე დამოკიდებულება

5. ურთიერთობაში არასაკმარისობის შეგრძნება, ძირითადად, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ საკმარისად კარგი არაა პარტნიორისთვის

6. შემაშფოთებელი დამოკიდებულების სტილი: ქრონიკული ორიენტაცია რომანტიკულ ურთიერთობებზე, რომელიც მოიცავს შიშს, რომ პარტნიორი მიატოვებს ამ ადამიანს ან არ შეიყვარებს მეტად ან საკმარისად.


კვლევაში გარკვევით არის ნათქვამი, რომ ეს ყველაფერი, დაკავშირებული ეჭვიანობასთან, გამოწვეულია დაუცველობის განცდით და არა იმ სიყვარულის უსაზღვრობით, რომელიც ეჭვიან ადამიანს აქვს პარტნიორის მიმართ!



და ბოლოს, რა უნდა ქნათ, თუ ეჭვიანი ხართ?



1. შეწყვიტეთ თქვენი პარტნიორის ფეისბუკ გვერდის კონტროლი, რადგან რაც უფრო მეტად ეცდებით კონტროლი გაამყაროთ, მით უფრო ბევრი თავსატეხი გაგიჩნდებათ და ასე დააზარალებთ პარტნიორის და საკუთარ ნერვულ სისტემას.

2. ალბათ, ყველაზე მნიშვნელპოვანი ისაა, რომ საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ, ეცადეთ ირწმუნოთ თქვენი თავის და შესაძლებლობების. გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ აიმაღლოთ თვითშეფასება.


3. აუხსენით თქვენს პარტნიორს, რა გემართებათ, მაგრამ არა გაბრაზებულმა და გაღიზიანებულმა, რადგან კომუნიკაციის ფორმას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.


დაიმახსოვრეთ: თქვენი და თქვენი პარტნიორის სიყვარული დამყარებული უნდა იყოს ნდობაზე და თუ თქვენ მას არ ენდობით, მაშინ ყველაფერი კრახით დასრულდება !



გისურვებთ ლაღ და სასიამოვნო ურთიერთობას!



0
148
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0