x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქმრის რწმენა


image


დეტროიტის ერთ ერთ ენერგოკომპანიაში მუშაობდა ახალგაზრდა ელექტრიკოსი, კვირაში 11 დოლარად. ის დღეში 10 საათი შრომობდა, სახლში მისული კი შუაღამემდე მუშაობდა თავის პატარა ფარდულში - ცდილობდა, ძრავის ახალი სახეობა გამოეგონებინა. მამამისი ფიქრობდა, რომ ის დროს უქმად კარგავდა, მეზობლები ეძახდნენ გიჟს, ნათესავები - ლუზერს. არავის სჯეროდა, რომ მისი საქმიანობიდან რამე გამოვიდოდა. არავის, მისი ცოლის გარდა, რომელიც მას ღამე მუშაობისას ეხმარებოდა, ცივ და ბნელ ფარდულში მომუშავეს ნავთის ლამფით უნათებდა. ცოლს ეყინებოდა თითები, არაერთხელ გაცივდა, დაემართა ფილტვების ანთება, მაგრამ მას სჯეროდა თავისი ქმრის.


წლების შემდეგ ფარდულიდან ხმა გაისმა, მეზობლებმა დაინახეს თუ როგორ გამოვიდა ფარდულიდან ცხენშეუბმელი ეტლით კაცი თავის ცოლთან ერთად. კაცს ერქვა ჰენრი ფორდი.


დიდი ხნის შემდეგ, როცა ჰენრი ფორდს მთელი მსოფლიო გაიცნობდა, ჟურნალისტმა ჰკითხა ფორდს თუ შემდეგ ცხოვრებაში როგორ პიროვნებად მოვლენას ისურვებდა. ფორდმა უპასუხა: "მოვევლინები ნებისმიერ პიროვნებად და ვიქნები ისევ წარმატებული, თუ ჩემი ცოლი იქნება ჩემს გვერდით."

0
133
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0