x
image
ზოგადი განათლება
''აპეტიტო'' მოხუცებს, რომლებსაც პენსია არ ჰყოფნით, წინა დღის ვარგის საკვებს უფასოდ გაატანს
საოჯახო სამზარეულო ''აპეტიტო'' მოხუცებს, რომლებსაც პენსია არ ჰყოფნით, წინა დღის ვარგის საკვებს უფასოდ გაატანს!
image
„რამდენიმე პენსიონერი გვყავს უკვე თითო ფილიალზე. თავად მოდიოდნენ, გვეკითხებოდნენ და ვატანდით.
დღეს მაგალითად ერთ-ერთ ფილიალზე 8 ადამიანი იყო მოსული. ყველას ისე გავუნაწილე, რომ ეყოთ. ისიც არ გვინდა, რომ ვინმე მოვიდეს და გულნატკენი გავუშვათ, “ - ''აპეტიტოს'' დამფუძნებელი თეკო ვახანია
იმის გამო, რომ შესაძლოა მოხუცებს ინტერნეტთან წვდომა ნაკლებად ჰქონდეთ, “აპეტიტოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ ფილიალებთან მალე აბრას დადგამს, საიდანაც ყველა მიიღებს ინფორმაციას, რომ წინა დღის პროდუქციის უფასოდ წაღების საშუალება აქვთ.
მოხუცებს საკვების მიღება შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:
დიდი დიღომი მირიან მეფის 75.
დიდი დიღომი მირიან მეფის 23.
ყაზბეგის 36.
1
178
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
178
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:30
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1