x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
მარია ტელნაია-როგორ გამოიყურება გოგონა, მსოფლიოში ყველაზე დიდი თვალებით

image განსხვავებული გარეგნობის მქონე ადამიანებისადმი ინტერესი მუდამ ძალიან დიდია, მათით ძირითადად სამოდელო სამყარო ინტერესდება. სწორედ აქედან გამომდინარეა დღეს მოდის სამყაროში განხვავებული გარეგნობის მოდელების რაოდენობა მაღალი რომაა.
თუ ადრე მოდელებისათვის მთელი რიგი სტანდარტები და მოთხოვნები იყო დაწესებული ახლა უკვე ბევრი რამაა შეცვლილი, თუნდაც ვიტილიგოს მქონე მოდელს არავინ გაიყვანდა პოდიუმზე ან სქელი წამწამების მქონე მოდელს. ეს ორი ძველი "უარყოფითი" მახასიათებელი ახლა არანაირად არ ზღუდავს მოდელს გავიდეს პოდიუმზე და გახდეს მოდის სამყაროში ვარსკვლავი.
ხშირად გარეგნობა შეიძლება იყოს ძალიან გასაკვირი. უკრაინელი გოგონას-მარიას დიდრონმა თვალებმა ისე მოხიბლა ინტერნეტის მომხმარებლები, მას ერთხმად უწოდეს მსოფლიოში ყველაზე დიდთვალება.
მარიას დიდრონი თვალები მართლაც, რომ შთამბეჭდავად გამოიყურება. გოგონას გვერდის გამომწერებიდან (რომელთა რაოდენობა 10 000-ს აჭარბებს) რამდენიმე მომხმარებელმა გამოთქვა ეჭვი, ხომ არ იყო მისი თვალები ფოტოშოპის ჩარევის შედეგი!
ლურჯთვალება გოგომ მალევე გაუფანტა ეჭვი მის მხარდამჭერებს, გამოაქვეყნა რა მამის სურათები, რომელიც მარიასავით ლურჯი დიდრონი თვალებით გამოირჩევა.
ფოტოშოპის და ფოტოების პროფესიონალურ დონეზე დამუშავების სპეციალისტებმა კი განაცხადეს, რომ მარიას გარეგნობაში მათ ვერ დააფიქსირეს ფოტოშოპის კვალი.
სიმართლე უნდა ითქვას, როცა გოგონა ამბობდა, რომ ეს მისი ბუნებრივი თვალებია, მისი მისამართით არაკორექტული გამოთქმაც არ დაიშურა ზოგიერთმა ხელმომწერმა კომენტარებში, მარიას არავისთვის უპასუხია უხეშად და არც არავინ დაუბლოკავს.
"მათ გამოთქვეს საკუთარი აზრი და შეხედულება, იქნებ კორექტულობის გარეშე, მაგრამ ეს მათი ნებაა, მე ხომ ვიცი მართალი, რომ ვარ"-ასეთი კომენტარი დადო მარიამ თავის გვერდზე სტატუსად.
კითხვაზე, ხომ არ უქმნიდა დისკომფორტს თანატოლებთან სკოლაში სწავლისას დიდრონი თვალები?
მარიამ უპასუხა: "თვალებთან დაკავშირებით არანაირი კომპლექსი არ მაწუხებდა, ერთადერთი რაც მაწუხებდა ჩემი გრძელი ცხვირი იყო"!


მარია ტელნაია დაიბადა 1989 წლის 28 წელს უკრაინაში ქალაქ ხარკოვში (მეც ამ ქალაქში ვარ დაბადებული და 14 წელი ამ ქალაქში ვსწავლობდი სკოლაში) მარია მოქმედი მოდელია, გარდა მოდელის კარიერისა ის დაკავებულია ილუსტრაციების შექმნით და მიჰყავს საკუთარი ბლოგი.
მას ხშირად იღებენ ჟურნალის სურათებისათვის, მისი თქმით დიდი თვალებით ის უკეთესად ხედავს სამყაროს.
image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimage










0
272
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
272