x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
განუკურნებელი სენით დაავადებული ფეხბურთელი სიკვდილის წინ ცოლმა მიატოვა მისივე თხოვნით
image

ფეხბურთელის ფერნანდო რიკსენის მეუღლე, რომელიც 18 სექტემბერს 44 წლის ასაკში გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, წუხს საკუთარი საქციელის გამო, იგი რომ დაეთანხმა სპორტსმენის დაჟინებულ მოთხოვნას და სიკვდილის წინ მიატოვა.


ვერონიკა ვესელოვა ამბობს, რომ მომაკვდავი რიკსენი დაჟინებით მოითხოვდა მისგან თავი შორს დაეჭირად მას და მის ქალიშვილ იზაბელას. მას არ სურდა, რომ ცოლ-შვილი მისი აგონიის მოწმე გამხდარიყო. ”ეს იყო მისი არჩევანი. ეს არის ბოლო რამ, რაც მას სურდა. ფერნანდო იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული. მინდოდა მასთან ვყოფილიყავი ბოლომდე. მეზრუნა მასზე, სანამ ჩვენ შეგვეძლო დაავადების გამკლავება.” ციტირებს Eurosport-ი ვესელოვას განცხადება.


რიკსენი მიხვდა, რომ საშინელება იქნებოდა მის მეუღლეს და ქალიშვილის ენახათ მისი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები. სიცოცხლის ბოლოს ფეხბურთელმა აუკრძალა თავისი ქალიშვილი საავადმყოფოში მისვლა.



”მთელი ჩემი ცხოვრება ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, რომ დავთანმხდი ბოლო დღეებში მისთან არ მისვლას. პატივს ვცემ პატივს მის არჩევანს, თუმცა ძალიან მტკივნეული იყო. მან ეს კარგად იცოდა, თუ არ სურდა იგი ენახათ, უნდა დავმორჩილებოდი მის არჩევანს ”- - დასძინა ვერონიკამ.


შეგახსენებთ, ფეხბურთელს 2013 წელს დაუდგინეს იშვიათი განუკურნებელი სენის დიაგნოზი:ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის(იგივე ლუ გერიგის დაავადება), ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც საბოლოოდ იწვევს დამბლას და კუნთების კვდომას.

სპორტსმენი ხუმრობდა, რომ ის პირველი ადამიანი იქნებოდა, ვინც ამ დაავადებას დაამარცხებდა.

ფერნანდრო რიკსენმა საფეხბურთო კარიერა 2014 წელს დაასრულა, იყო ჰოლანდიის ნაკრებში, (ითამაშა 12 მატჩი)აგრეთვე თამაშობდა "ფორტუნაში", "გლაზგო რეინჯერსში" და "ზენიტში".არის ორგზის შოტლანდიის და რუსეთის ჩემპიონი, უეფას და სუპერთასის მფლობელი.

image

1
969
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
969
  
2019, 2 ოქტომბერი, 2:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1