x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ქალს ორი ვაგინით და ორი საშვილოსნოთი უთხრეს, რომ ბავშვს ვერასდროს გააჩენდა, თუმცა...
image

ქალს ორი ვაგინით და ორი საშვილოსნოთი არა აქვს ბავშვის გაჩენის შანსი, ლორენ კოტენი ქალაქ მელბურნიდან 16 წლის იყო, როდესაც დაუსვეს დიაგნოზი: გოგონას ორი ვაგინა, ორი საშვილოსნო და ორი საშვილოსნოს ყელი აღმოაჩნდა.ექიმებმა გააფრთხილეს კოტენი, რომ ბავშვის გაჩენის შანსი იყო მიზერული.



მსგავსი ანომალია, ქალი ორი საშვილოსნოთი და ორი საშვილოსნოს ყელით დაახლოებით 3000 ქალში ერთია, მაგრამ კიდევ უფრო იშვიათია ქალი ორი საშოთი, იმავე 16 წლის ასაკში ლორენს ექიმებმა გაუკეთეს ოპერაცია ლაზერის გამოყენებით, რა დროსაც ორ საშოს შორის "ღობე" გააუქმეს, რაც საშუალებას მისცემდა გოგონას სრულყოფილი სქესობრივი ცხოვრება მაინც ჰქონოდა.

image


17 წლის იყო ლორენი, როდესაც თავის მომავალი მეუღლე ბენი გაიცნო და 2012 წელს ცოლადაც გაჰყვა.


ერთხელაც ქმართან ერთად განიხილეს საკითხი შვილების გაჩენაზე, ეს იყო ძალზე სარისკო, ჯერ სათუო იყო დაფეხმძიმება, შემდეგ კი რადგან მისი ორი საშვილოსნო ორჯერ უფრო პატარა იყო ჩვეულებრივზე, მშობიარობა ძალზე რთულად ჩაივლიდა.

"მე ვიცოდი, რომ მასთან გულახდილი უნდა ვყოფილიყავი და მეთქვა, რომ შესაძლოა ეს შეუძლებელი ყოფილიყო ჩემთვის..საბედნიეროდ ის(ქმარი) ამის გამო არ შეშფოთებულა, ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ არსებობს შვილის ყოლის სხვა ხერხებიც"-იხსენებს ლორენი.

image


გაწბილებულმა წყვილმა მაინც გარისკა და გადაწყვიტეს ბედი ეცადათ, მალევე ლორენი დაფეხმძიმდა, თუმცა ექიმებმა თავიდანვე გააფრთხილეს, რომ მუცლის მოშლის და მკვდარი ნაყოფის მშობიარობის დიდი ალბათობა არსებობდა.


მაგრამ 2013 წელს ლორენს ექიმების მკაცრი მეთვალყურების ქვეშ, რომლებმაც 19 კვირიანი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს, გაუჩნდა ამელი, იგი მალე 6 წლის გახდება, შემდეგ იყო ჰარვი, რომელიც 3 წლისაა და ბოლოს 15 თვის ტყუპები მაინი და ევი.

image

გართულება მოჰყვა ტყუპების მშობიარობას, ფეხმძიმობის 37 კვირის თავზე, 2018 წლის 5 ივნისს საკეისრო კვეთის შემდეგ თითქოს ერთი შეხედვით ჯანმრთელი ბავშვები დაიბადნენ, მაგრამ მოულოდნელად გართულდა ევის მდგომაროება, იგი რეანიმაციაში გადაიყვანეს, ახალშობილს დაუდგინდა დიაგნოზი-დიაფრაგმული თიაქარი, ექიმებმა მშობლებს განუცხადეს, რომ ბავშვის გადარჩენის მხოლოდ 50% არსებობთა, თუმცა ოპერაციიდან 2 კვირის შემდეგ ბავშვი სრულიად ჯანმრთელი დაუბრუნდა სახლს.

image

ლორენს, რომელსაც ექიმებმა თითქმის სრულიად გადაუწურეს შვილის ყოლის იმედი, დღეს 4 შვილის დედაა.აღსანიშნავია, რომ ამელი, მაინი და ევი მარჯვენა საშვილოსნოში განვითარდნენ, ხოლო ჰარვი მარცხენაში.

0
463
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0