x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შენ კი არა ჩვენ მოვკალით, ამიტომ ერთად დავმარხავთ
image


მამა-შვილი ლაპარაკობს.


მამა: გყავს ნაღდი ძმაკაცი?

შვილი: რა თქმა უნდა მყავს, რა შეკითხვაა?!


მამა: გინდა დაგიმტკიცო, რომ არ გყავს ნაღდი ძმაკაცი?!

შვილი: დამიმტკიცე!

მამა: აი, შენ 100$, იყიდი ცხვარს, გამოჭრი ყელს, ჩადებ ტომარაში, შუაღამისას მიხვალ, მიიტან შენ "ნაღდ ძმაკაცთან". არ უთხრა, რომ ტომარაში ცხვარია, უთხარი, რომ კაცი შემოგაკვდა და გვამის დამარხვაში დახმარება გინდა.


შვილი ასეც იქცევა. მიდის ძმაკაცთან სახლში და ეუბნება: ტიპი შემომაკვდა, გვამია გადასამალი.

"ნაღდი ძმაკაცი" პასუხობს: აუ, შეყვარებულთან ერთად ვარ, ხვალ დილას მოდი.

შვილი: და გვამს რა ვუყო, სასწრაფოდ მოსაშორებელია. ძალიან მჭირდება შენი დახმარება, დამარხვაში დამეხმარე.

"ნაღდი ძმაკაცი": შეყვარებულთან ვარ, დღეს ვერა რა...

შვილი: კარგი, რაღაცას მოვიფიქრებ!


ბრუნდება სახლში.

მამა ეკითხება: რაო შენმა ნაღდმა ძმაკაცმა, რა ქნა?

შვილი: არ ვიცი მამა, მითხრა, რომ შეყვარებულთანაა და არ სცალია!

მამა: ახლა წამო ჩემთან, იღებს დასისხლიანებულ ტომარას ყელგამოჭრილი ცხვრით, მიდის თავის ძმაკაცთან და ეუბნება: ძმაო, კაცი მოვკალი, შენი დახმარება მჭირდება.


მამის ძმაკაცი იღებს იარაღს, ორ ტყვიას ესვრის ტომარას და ეუბნება: შენ კი არა, ჩვენ მოვკალით, ამიტომ ერთად დავმარხავთ!

0
360
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0