x
image
ელენე გუმა
პამელა ანდერსონის ახალგაზრდობის იშვიათი ფოტოები, რომლებიც გულს აგიჩქარებთ (ფოტოები)
ახალგაზრდა და თვამისმომჭრელი პამელა ანდერსონი ერთ დროს ვანკუვერის ერთ-ერთ სკოლაში ფიზკულტურას ასწავლიდა. თუმცა ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის დროს გოგონას სახე ფართო ეკრანზე კამერამ დააფიქსირა და სწორედ აქედან დაიწყო 18 წლის გოგონას თავბრუდამხვევი კარიერა და აბსოლუტურად სამართლიანად ეწოდა მას "90-იანების სექს სიმბოლო".


მოდი დავიწყოთ თავიდან - ამერიკელი მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი, მწერალი, აქტივისტი და ყოფილი მოცეკვავე. წარმოშობით კანადელი. ცნობილია თავისი როლებით ტელესერიალებში, როგორებიცაა: „დიდი რემონტი“, „მაშველები“, „V.I.P“.


ის 1967 წლის 1 ივლისს დაიბადა კანადის ქალაქ ლედისმითში, მამამისის ღუმელის შემკეთებლის — ბარი ანდერსონისა და დედამისის — მოსამსახურის კეროლის ოჯახში.


ჰაილენდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ანდერსონი საცხორებლად ვანკუვერში გადადის, სადაც მუშაობას იწყებს ფიტნეს ინსტრუქტორად. 1989 წელს პამელა ანდერსონი ჟურნალ პლეიბოის გარეკანზე გამოჩნდა. გადაწყვიტა სამოდელო კარიერის გაგრძელება და ლოს-ანჯელესში დაბინავდა. 1990 წელს იგი გახდა პლეიბოის პლეიმეიტი.შემდეგ გადაწყვიტა მკერდის გადიდება. 1990-2000 წლებში პამელა ანდერსონი რამდენიმეჯერ გამოჩნდა „პლეიბოის“ გარეკანზე. ტომი ლისთან დაქორწინების შემდეგ პამელა ანდერსონი გარკვეული დროის განმავლობაში ცნობილი იყო პამელა ანდერსონ ლი სახელით.



ახლა კი გთავაზობთ დაათვალიეროთ მისი ფოტოები, როცა პამელა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა და შეუდარებელ ფორმაში მყოფი გოგონა იყო.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




















0
245
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0