x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რატომაა სასარგებლო რძე და რძის პროდუქტები
image

რძეში არსებული ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებთან ერთად აყალიბებენ რძის განსაკუთრებულ დიეტურ თვისებებს. მის შემადგენლობაში შედის დაახლოებით 250 კომპონენტი, რომელთგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ლაქტოზა (რძის შაქარი), კაზეინი და შრატის ცილები (ალბუმინი, გლობულინი, ბეტა ალბუმინი და სხვ.), 20-მდე ამინომჟავა (მათ შორის შეუცვლელი ამინომჟავები), ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები, მინერალები და სხვ.


რძე და რძის პროდუქტები ადამიანს ორგანიზმს იცავს გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან. რძე ანეიტრალებს მძიმე მეტალების ტოქსიურობას და სხვა მავნე ნივთიერებების არასასურველ მოქმედებას. გარდა ამისა, რძე დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს და ვიტამინებს.


რძის ცხიმი წარმოადგენს გლიცერინისა და ცხიმოვანი მჟავების ნარევს. რძის ცხიმიანობის საშუალო მაჩვენებელია 3, 8%. რძის ცხიმი წარმოადგენს ენერგიის წყაროს, 1 გრამი რძის ცხიმი შეიცავს 9, 3 კკალ-ას. რძის ცხიმი ითვლება ყველაზე სასიამოვნო გემოს და არომატის ცხიმად.



image


მისი დამსახურებაა რძის პროდუქტების გამოკვეთილი ნაზი გემო, არომატი, სტრუქტურა და კონსისტენცია. რძის ცხიმი არამდგრადი ნაერთია და ის იცვლება მაღალი ტემპერატურის, სინათლის, ჟანგბადის, ორთქლის, ფერმენტების (ლიპაზა), მჟავათა ნარევებისა და ტუტეების ზემოქმედებით.


რძის ცილების რაოდენობა მერყეობს 2-5%-მდე. მის შემადგენლობაში განასხვავებენ რამოდენიმე სახის ცილას, რომელთაგან ყველაზე მთავარია კაზეინი, მისი გამოყოფა რძიდან მარტივად ხდება კოაგულაციის მეთოდით, რის შემდეგაც რძეში რჩება ალბუმინის და გლობულინის ცილები, ანუ იგივე შრატის ცილები.


აღსანიშნავია, რომ რძის ცილა მდიდარია ისეთი შეუცველი ამონიმჟავებით როგორიცაა ფენილალანინი, თიროზინი, ლეიცინი, მეთიონინი, ვალინი, იზოლეიცინი, ტრიპტოფანი და სხვ. ამიტომ 0, 3 ლ რძის მიღება დღე- ღამეში სხეულს ავსებს შეუცვლელი ამინომჟავების საჭირო მარაგით.


რძის შაქარი ანუ ლაქტოზა გვხვდება მხოლოდ რძისა და რძის პროდუქტების შემადგენლობაში. მისი რაოდენობა რძეში საშუალოდ 4, 7%-ია. ის მნიშვნელოვანი ნახშირწყალია ახალშობილთა კვებისას სიცოცხლის პირველ დღეებში.


ის იმ ფერმენტთა შემადგენელი ნაწილია, რომელიც მონაწილეობს ცილებისა და ცხიმების სინთეზში. ლაქტოზა საჭიროა გულის, თირკმელების და ღვიძლის მონარმალური ფუნქციონირებისათვის. მიკროორგანიზმების ფემენტების ზემოქმედებით ლაქტოზა განიცდის დუღილს, რის შედეგადაც წარმოიქმნება დაბალმოლეკულური შენაერთები, რომელთა შემადგენლობა დამოკიდებულია დუღილის სახეობაზე და ამ დროს მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე.


მშრალი ნივთიერება (მშრალი ნაშთი) წარმოადგენს ნივთიერებათა საერთო მასას, რომელიც მიიღება რძის 102-1050 C-ზე გამოშრობის შედეგად. ძროხის რძეში მშრალი ნივთიერება დაახლოებით 12-13%-ია. მისი სიდიდე მერყეობს ლაქტაციის, ფურის ასაკისა და კვების რაციონის მიხედვით.


მშრალი ნივთერებიდან ცხიმის საერთო რაოდენობის შედეგად დარჩენილ ნივთიერებას რძის მშრალი უცხიმო ნაშთი ეწოდება, რომელიც 7-10%-მდე მერყეობს. რძეში მშრალი ნივთიერებისა და მშრალი უცხიმო ნაშთის რაოდენობები განსაზღვრავენ რძის კვებით ღირებულებას - რაც უფრო დაბალია ეს ორი მაჩვენებელი, მით მეტი რაოდენობის რძე არის საჭირო სხვადასხვა პროდუქტის დასამზადებლად.


ჯერ კიდევ ცურში არსებული რძე ცურთითების არხების საშულებით გარედან ღებულობს სხვადასხვა მიკრობს, რომელიც ხელსაყრელი ტემპერატურისა (37-380 C) და საკვები ნიადაგის (ლაქტოზა) მიუხედავად ვერ მრავლდება. რძეში არსებობს სპეციალური ნივთიერებები, რომლებიც ხოცავენ იქ მოხვედრილ მავნე მიკრობებს.


ახლადმოწველილ რძეში დროის გარკვეულ პერიოდში მიკრობების რაოდენობა მცირდება. ეს ცნობილია როგორც რძის ბაქტერიოციდული თვისება, ხოლო ამ პერიოდს - ბაქტერიოციდული ფაზა ეწოდება. ბაქტერიოციდული ნივთიერებები 700 C-ზე გაცხელებისას იშლებიან, ხოლო პასტერიზებულ რძეში ეს ნივთიერებები საერთოდ არაა.


ქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


როგორ მოვიქცეთ როცა ბავშვს მაღალი ტემპერატურა აქვს?


თუ თქვენ ხშირად გაწუხებთ ყაბზობა, მაშინ ეს რჩევები დაგეხმარებათ


ეს რჩევები დაგეხმარებათ გასტრიტთან გამკლავებაში


რა არის კონიუქტივიტი და როგორ ავარიდოთ ის ბავშვებს?


რა ხდება ორგანიზმში ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ?



0
158
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0