x
2012-2018 წლებში, საქართველოში 197,775-მა წყვილმა იქორწინა
ნინი უხურგუნაშვილის ფოტო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2012 წლიდან 2018 წლამდე, საქართველოში 197, 775 წყვილი დაქორწინდა. ყველაზე მეტი ქორწინება 2013 წელს დარეგისტრირდა და მისი რაოდენობა 34, 693, ხოლო ქორწინების კოეფიციენტი, 2013-2014 წლის მონაცემებით 9.3%-ია.



საერთო ჯამში, დაქორწინებულ წყვილთა უმრავლესობისთვის ეს პირველი ქორწინება იყო, ხოლო დაახლოებით 3175 მამაკაცის და 2713 ქალისათვის, მეორე.



როგორც აღმოჩნდა, 2018 წლის მონაცემებით, პროცენტულად ყველაზე მაღალი იმ ადამიანების მაჩვენებელია, რომლებიც ოჯახს 20-დან 29 წლამდე ქმნიან. მონაცემები სქესის მიხედვით განსხვავებულ სურათს იძლევა: მამაკაცებში საშუალო ასაკი 25-29 წელია, ხოლო ქალებში 20-24.




საინტერესო ფაქტს წარმოადგენს, ქორწინების საშუალო ასაკის განსხვავებული მაჩვენებელი. თუ 1994 წელს, ის მამაკაცებში 27 და ქალბატონებში 23 წელს უთანაბრდებოდა, დღეს 32 და 29 წელია. კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ, იკლო არასრულწლოვან პირთა ქორწინებებმა. თუმცა, სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, მოიმატა ნიშნობის რიცხვოვნობამ.



აღსანიშნავია, რომ დაქორწინებულ წყვილთა უმრავლესობა, განსხვავებით სოციალური ფენისა, ქორწინებას ქორწილით აღნიშნავს.



ეს დაგაინტერესებთ: wedder.ge - ახალი ვებპორტალი, სადაც ყველაფერია, რაც ქორწილის ორგანიზებას სჭირდება

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:ქრისტინე პახომოვა
ქრისტინე პახომოვა
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0